"შეგიძლიათ მიიღოთ ომეგა 3-ისა და D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა" - რჩევები მათთვის, ვინც კორონავირუსული ინფექციის მსუბუქ ფორმას შინ უმკლავდება - მშობლები

"შეგიძლიათ მიიღოთ ომეგა 3-ისა და D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა" - რჩევები მათთვის, ვინც კორონავირუსული ინფექციის მსუბუქ ფორმას შინ უმკლავდება

2020-10-24 09:38:20+04:00

საიტის მომხმარებლებისგან შემოსული უამრავი კითხვის პასუხად, გთავაზობთ ჟურნალ "მკურნალის" მთავარი რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის რჩევებს მათთვის, ვინც კორონავირუსული ინფექციის მსუბუქ ფორმას შინ დამოუკიდებლად უმკლავდება:

პირველ რიგში გირჩევთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე! კორონავირუსული ინფექციის დადებითი პასუხი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად რამე გაგირთულდებათ - შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს დაავადება უმტკივნეულოდ ჩაივლის და ძალიან მალე, მაქსიმუმ 2 კვირაში თქვენ დაუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თუ რისკ-ჯგუფში ხართ (გაეცანით რისკ-ჯგუფის ჩამონათვალს), მაშინ აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ ოჯახის ექიმს და იყავით მასთან მუდმივ კონტაქტზე.

თუ არ ხართ რისკ-ჯგუფში, მაშინ თავადაც იოლად გაუმკლავდებით ყველაფერს - იმოქმედეთ ზედმეტი ემოციების გარეშე!

სვით ბევრი სითხე - ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მოხდეს ორგანიზმის დეზინტოქსიკაცია და ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები შემსუბუქდეს. სითხეების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი ჩაი (კარგია მოცხარის, მოცვის, ჟოლოს, ცაცხვის ჩაი), ჩვეულებრივი ან მინერალური წყალი (ცივს ნუ დალევთ - შეათბეთ მიღების წინ), ცხელი კომპოტი. თუ რძეზე ალერგია ან აუტანლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ სვათ ცხელი რძეც.

თუ შეუძლოდ გრძნობთ თავს, ნუ დაწვებით გაუნძრევლად ზურგზე, ეცადეთ უფრო ხშირად გვერდზე დაწვეთ. თუ ძალიან სუსტად არ ხართ, წამოდექით, იარეთ, ისუნთქეთ, რათა ფილტვებმა აქტიურად იმუშაოს.

შეგიძლიათ მიიღოთ ომეგა 3-ისა და D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზის შემცველი პრეპარატები - სამედიცინო კვლევებით დადასტურდა D ვიტამინის გარკვეული ეფექტიანობა ორგანიზმის იმუნური თვისებების ასამაღლებლად. თუმცა პრეპარატის შერჩევისას აუცილებლად მიქციეთ ყურადღება, რომ თუ ამ ვიტამინის დეფიციტი ანალიზით არ გაქვთ დადასტურებული, უნდა სვათ მისი მხოლოდ პროფილაქტიკური დოზა და არა სამკურნალო, რომელშიც გაცილებით დიდი დოზით არის დ ვიტამინი.
წაიკითხეთ სრულად