მთელი ოჯახები – ჩვილებიდან მოხუცებამდე – ნარკომანებად არიან ქცეულნი... - ეწევიან თოჯინები?
- არა, - პასუხობს უმცროსი გოგონა, 6 წლის ჯამილა, - მათ არ აქვთ უფლება, ეს ცუდია.
არც ერთი და არ დადის სკოლაში. მათი მშობლები გლეხები არიან, რომლებმაც ხანგრძლივი გვალვებისგან ყველაფერი დაკარგეს. ბავშვების ასაკი 6-დან 18 წლამდეა. ისინი ყოველდღე იღებენ ჰეროინს...
მშობლებს ოპიუმის ყაყაჩოს შეგროვებაში ეხმარებიან ავღანეთის გერატის ოლქში. ხანდახან, სიცოცხლის რისკის ფასად, "მულებადაც" მუშაობენ – ირანში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის.
30-წლიანი ომი, ინფრასტრუქტურის არარსებობა და ნათესაური კავშირები კორუფმპირებულ სახელმწიფოში ფერმერებს ხელს უშლის განვითარებაში, სხვა კულტურების ათვისებაში.
ჰეროინი აქ 1 დოლარი ღირს გრამი და იოლად მისაწვდომია ავღანეთის სხვადასხვა პროვინციაში. ნარკომანებისთვის, დიდებისთვისაც და უკვე პატარებისთვისაც, სუფთა ჰეროინის ყიდვა გაცილებით უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საკვების.
11 წლის ტარიკი და მისი 14 წლის ძმა ჰამიდი ჰეროინის 5-გრამიან კაფსულებს ყლაპავენ (5-7 კაფსულას), რომ ირანში გადაიტანონ. საზღვარს მოზრდილთან ერთად გადაკვეთავენ, მერე კი გულს ირევენ და უფროსებს აძლევენ კაფსულებს. ბავშვებს აქტიურად იყენებენ ნარკოტიკებით ვაჭრობაში, რადგან ისინი ნაკლებ ეჭვს იწვევენ და დაპატიმრების შემთხვევაშიც ნაკლები სასჯელი ელით.
9 წლის მაჰდია დღეში სამჯერ მაინც ეწევა ჰეროინს – ეს ავღანეთში დამზადებული ჰეროინია, რომელსაც კრისტალსაც უწოდებენ. ამბობს, რომ ძალიან მიეჩვია და მიტოვებაც უნდა, მაგრამ საავადმყოფო ძალიან შორსაა და ძვირია, ასე რომ, თავს ვერ შველის.
ავღანეთში მტკიცედ სჯერათ, რომ ოპიუმი წამალია. მაჰდია და მისი 11 წლის ბიძაშვილი რაფიკი ერთად ეწევიან, ხან – ოჯახის უფროს წევრებთან ერთადაც. ხანდახან მაჰდიას მისი 7 წლის და მირაც უწევს "კომპანიას"...
მაჰდია ამბობს, რომ როცა ჰეროინს ერთი დღე მაინც არ მოწევს, ფეხებში ტკივილს გრძნობს. ნარკოტიკის მიღება ორი წლის წომ დაიწყო მშობლებთან ერთად, რომლებიც რა ხანია ნარკოდამოკიდებულები არიან.
უფროსები, მათ შორის არასრულწლოვნებიც, მოწევის ნაცვლად რა ხანია, ნემსზე არიან გადასული. ბევრ მათგანს ვენები იმდენად დაზიანებული აქვს, საზარდულსა და სხვა ადგილებში იკეთებენ ნემსებს. 2001 წლიდან ქვეყანაში მკვეთრად იმატა ნარკომანების რიცხვმა. ავღანეთში მოყვანილი ოპიუმისგან დამზადებული ჰეროინი ადვილად მისაწვდომი და იაფია, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნარკომანად არის ქცეული...
ავღანეთის სოფელი სარაბი: ისლამ ბეგის სახლის კარს როგორც კი გააღებთ, ოპიუმის სქელი კვამლი შემოგეხვევათ. დილის 8 საათია, მაგრამ უკვე მთელი ოჯახი – ერთი წლის ბიჭუნას ჩათვლით – ოპიუმის ჩილიმს მისხდომია. 65 წლის ბეგი ღრმად შეისრუტავს ოპიუმს და ცილს აწვდის, ის – ქალიშვილს, ქალიშვილი კი ოპიუმის კვამლს ბავშვის პირში უშვებს...
ასეთ სცენას ავღანეთის ბევრ სოფელში ნახავთ, იქ მთელი ოჯახები – ჩვილებიდან მოხუცებამდე – ნარკომანებად არიან ქცეულნი...
რატომ დუმს ამაზე მსოფლიო?