"თუ ადამიანები არ დაგვიჯერებენ, სამედიცინო საზოგადოება დაკარგავს ჰუმანიზმს და არჩევითად წავა მკურნალობა, ჰოსპიტალიზაცია... ექიმებიც გავხდებით ავად და არც ჩვენი მომხედავი იქნება ვინმე ამ ქვეყანაში" - მშობლები

"თუ ადამიანები არ დაგვიჯერებენ, სამედიცინო საზოგადოება დაკარგავს ჰუმანიზმს და არჩევითად წავა მკურნალობა, ჰოსპიტალიზაცია... ექიმებიც გავხდებით ავად და არც ჩვენი მომხედავი იქნება ვინმე ამ ქვეყანაში"

2020-11-12 09:37:23+04:00

საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის შემთხვევების ანტირეკორდი იხსნება. დღეს სტატისტიკა 3000-იან ნიშნულს გადაცდა და 3120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმატებს გარდაცვლილთა რაოდენობაც. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი "იმედის დღის" რეპორტაჟში ამბობს, რომ მათ კლინიკაში ყველა რესურსი ამოიწურა და მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"ყველას ჰგონია, რომ მარტივად გადაიტანს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ამ წუთში, ჩვენი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტი მივიღოთ, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრი. იმიტომ, რომ ამის საშუალება კლინიკას, ამ ეტაპზე, არ აქვს. მაქსიმალურად ვართ დატვირთულნი. იცით, რომ, სამწუხაროდ, მედპერსონალი ინფიცირებულია. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან.

ყველას უმორჩილესად ვთხოვ, ჩვენც გვაქვს რესურსი სამედიცინო საზოგადოებას, ექიმებს, ჩვენც გავხდებით, სავარაუდოდ, ავად, გამოვიფიტებით და ჩვენი მომხედავიც არავინ იქნება უკვე ამ ქვეყანაში.

თუ ადამიანები არ დაგვიჯერებენ, ის დაგვემართება, რაც იტალიას მოუვიდა. ეს იქნება გამოუვალი სიტუაცია. საექიმო საზოგადოება დაკარგავს ჰუმანიზმს იმიტომ, რომ არჩევითად წავა მკურნალობა, ჰოსპიტალიზაცია და ასე შემდეგ. აქიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, დატრიალდება ის, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში მოხდა."