"სუნთქვის უკმარისობით მოიყვანეს..." - რას ამბობენ ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ 23 წლის გოგონაზე - მშობლები

"სუნთქვის უკმარისობით მოიყვანეს..." - რას ამბობენ ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ 23 წლის გოგონაზე

2020-11-20 17:36:23+04:00

ქუ­თა­ის­ში 23 წლის სა­ლო­მე ყუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი კლი­ნი­კა­ში გა­კეთ­და. რე­ფე­რა­ლუ­რი ჰოს­პი­ტა­ლის დი­რექ­ტო­რის ირაკ­ლი გო­გი­ნა­ვას თქმით, პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად სხვა თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მათ შო­რის დი­ა­ბე­ტი ქონ­და.

"ის კლი­ნი­კა­ში სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნეს, ჩა­უ­ტარ­და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა და შეყ­ვა­ნი­დან მალე გარ­და­იც­ვა­ლა," - ამ­ბობს გო­გი­ნა­ვა.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბას არ ადას­ტუ­რებს. რო­გორ ისი­ნი აცხა­დე­ბენ, გო­გო­ნა კო­მა­ში დი­ა­ბე­ტის გამო ჩა­ვარ­და და კო­რო­ნას­ტა­ტის­ტი­კა­ში არას­წო­რად შეჰ­ყავთ.

mshoblebi

ambebi.ge