#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ საახალწლოდ 8-12 წლის მოზარდებს - მშობლები

#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ საახალწლოდ 8-12 წლის მოზარდებს

2020-12-14 12:04:20+04:00

ახა­ლი წელი სულ უფრო გვი­ახ­ლოვ­დე­ბა და სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბაც იმა­ტებს. ამ დროს, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ფიქ­რობს იმა­ზე, თუ რით გა­ა­ხა­როს ბავ­შვი. რა აჩუ­ქოს ისე­თი, რაც სა­სარ­გებ­ლოც იქ­ნე­ბა და გან­წყო­ბა­საც აუ­მაღ­ლებს. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ მო­ზარ­დის­თვის წიგ­ნის კი­თხვა ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო რა­მაა და რად­გა­ნაც სას­წა­უ­ლი წიგ­ნებ­შია, გთა­ვა­ზობთ იმ გა­მო­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც სა­ა­ხალ­წლოდ 8-12 წლის მკი­თხვე­ლი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა:

ჩარლზ დი­კენ­სი - სა­შო­ბაო სიმ­ღე­რა

mshoblebi

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რომ სიას ჩარლზ დი­კენ­სის უკ­ვდა­ვი „სა­შო­ბაო სიმ­ღე­რით“ ვი­წყებთ. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი არა მხო­ლოდ მო­ზარ­დე­ბის­თვის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მკი­თხვე­ლი­სათ­ვი­საა საყ­ვა­რე­ლი და ძვირ­ფა­სი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ამ გა­მო­ცე­მის მთარ­გმნე­ლი ნი­კო­ლოზ ალექ­სი­ძე გახ­ლავთ, წიგ­ნის ულა­მა­ზე­სი ილუსტრა­ცი­ე­ბი კი ბარ­ბა­რე მა­ჭა­ვა­რი­ანს ეკუთ­ვნის.

"მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ამ პა­ტა­რა წიგნ­ში შე­ვე­ცა­დე ისე­თი იდეა წარ­მო­მე­ჩი­ნა, რო­მე­ლიც მკი­თხველს არ გა­ა­ნა­წყე­ნებ­და არც სა­კუ­თა­რი თა­ვის, არც სხვე­ბის, არც სა­შო­ბაო დღე­სას­წა­უ­ლი­სა და არც ჩემ მი­მართ. დაე, ეს წიგ­ნი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩეს თქვენს სახ­ლებ­ში და ნუ­რა­ვინ შე­მო­დებს მას თა­რო­ზე. თქვე­ნი ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და მონა-მორ­ჩი­ლი ჩ.დ." - ასე­თი მი­ნა­წე­რი გა­უ­კე­თა დიდ­მა მწე­რალ­მა ამ წიგნს.

მაია ლუნ­დე - თოვ­ლის და

mshoblebi

ეს არის ნორ­ვე­გი­ე­ლი მწერ­ლის ყვე­ლა­ზე სა­ა­ხალ­წლო წიგ­ნი.

ამ ულა­მა­ზე­სი ილუსტრა­ცი­ე­ბით გა­ფორ­მე­ბულ წიგნ­ში მარ­თლაც ჯა­დოს­ნუ­რი, იდუ­მა­ლი და ფან­ტას­ტი­კუ­რი სა­შო­ბაო ამ­ბა­ვი ელო­დე­ბა მკი­თხველს!

"იცი, შო­ბის წინა დღეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა. ამი­ტო­მაც მქვია იუ­ლი­ა­ნი და წელს 11-ის ვხდე­ბი. მშვე­ნი­ე­რი მი­ზე­ზი იყო სი­ხა­რუ­ლის­თვის. თუმ­ცა მე სა­ერ­თო­დაც არ მი­ხა­რო­და" - ასე იწყე­ბა ეს ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც არ­ცერთ პა­ტა­რა მკი­თხველს გულ­გრილს არ და­ტო­ვებს.

ნოელ სტრი­ტფილ­დი - სა­ბა­ლე­ტო ფეხ­საც­მე­ლე­ბი

mshoblebi

გი­ნა­ხავთ ფილ­მი ”თქვენ­თვის წე­რი­ლია“? მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევ­დით ქეთ­ლინ კე­ლის საყ­ვა­რელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწო­რედ ის წიგ­ნია!

პა­უ­ლი­ნი, პეტ­რო­ვა და პოსი დები არი­ან, თუმ­ცა მათ მხო­ლოდ ის აერ­თი­ა­ნებთ, რომ ბი­ძია მე­თი­უმ სა­მი­ვე გა­ნა­მარ­ხი ნი­მუ­შე­ბი­ვით მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში შე­აგ­რო­ვა და დის­შვი­ლის შვილს, სილ­ვი­ას, სა­ჩუქ­რად ჩა­მო­უყ­ვა­ნა.

გვა­რი ”ფო­სი­ლი“ გო­გო­ნებ­მა თა­ვად აირ­ჩი­ეს და გა­და­წყვი­ტეს, თა­ვი­ან­თი სა­ნი­მუ­შო ცხოვ­რე­ბით ის ის­ტო­რი­ის წიგ­ნებ­ში შე­ე­ტა­ნათ. ამის­თვის კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზე­ბი აირ­ჩი­ეს.

ვაშ­ტი ჰარ­დი - ბრა­ითშ­ტორ­მი

mshoblebi

ეს არის ამ­ბა­ვი ტყუპ და-ძმა­ზე, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, და­იც­ვან ყვე­ლა­ზე წმინ­და რამ - ოჯა­ხი.

რო­გორც მთარ­გმნე­ლი გი­ორ­გი გო­მარ­თე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ეს წიგ­ნი გახ­ლავთ სა­ო­ცა­რი, ზღაპ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტით. "ბრა­ითშ­ტორ­მი" მოგ­ვი­თხრობს მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, თა­ნაც სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დით მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ძი­ე­ბა­ზე და რაც მთა­ვა­რია, პირ­ველ რიგ­ში, ეს ტყუ­პი და-ძმის ამ­ბა­ვია, რომ­ლე­ბიც ჭკვი­ა­ნე­ბი, მო­ხერ­ხე­ბუ­ლე­ბი, გამ­ჭრი­ა­ხე­ბი და უშიშ­რე­ბი არი­ან და მრა­ვა­ლი დაბ­რკო­ლე­ბი­სა თუ გა­უ­საძ­ლი­სი ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, ცდი­ლო­ბენ და­იც­ვან ყვე­ლა­ზე წმინ­და, რამ - ოჯა­ხი და არ და­უშ­ვან მისი სა­ხე­ლის შე­ბღალ­ვა. წიგნ­ში პა­ტა­რა მკი­თხვე­ლე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟებს, მოხ­ვდე­ბი­ან მზი­ან, ცხელ, ასე­ვე შავ­ბნელ, პირ­ქუშ, ცივ, აქამ­დე უც­ნობ მი­წებ­ზე და არ­თურ­თან და მო­დის­თან ერ­თად გა­ივ­ლი­ან გრძელ გზას, რო­მე­ლიც მათ მრა­ვალ კი­თხვა­ზე გას­ცემს პა­სუხს.

სტი­უ­არტ გიბ­სი - კოს­მო­სუ­რი საქ­მე

mshoblebi

კოს­მო­სუ­რი საქ­მე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო წიგ­ნია მო­ზარ­დე­ბის­თვის. თან ისე­თი მო­ზარ­დე­ბის­თვის, ჩახ­ლარ­თუ­ლი დე­ტექ­ტი­ვის და იუ­მო­რის­ტუ­ლი წიგ­ნე­ბის კი­თხვაც რომ უყ­ვართ და ამა­ვე დროს, სა­მეც­ნი­ე­რო-ფან­ტას­ტი­კის ჟან­რიც იტა­ცებთ. ეს წიგ­ნი სწო­რედ მათ­თვი­საა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც, რომ წიგ­ნი სავ­სეა სა­მეც­ნი­ე­რო ფაქ­ტე­ბით, რაც მო­ზარ­დის ცოდ­ნას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს.