ჰემოროი ანუ ბუასილი, რომელიც ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით აქტუალურია ორსულებისთვის. სწორედ ორსულობა და მშობიარობა ხდება ხოლმე ამ პრობლემის მაპროვოცირებელი ფაქტორი. შეკრულობა და მომატებული წონა, რაც ხშირად ახლავს ორსულობას, მეორე მხრივ, მომატებული წნევა და ძლიერი ჭინთვები, რაც ფიზიოლოგიური მშობიარობის თანმდევია, იწვევს ჰემოროიდული კვანძების გაჩენას ან გართულებას. მიუხედავად ამ პრობლემის სიხშირისა, ბევრი ადამიანი მაინც თავს არიდებს სპეციალისთან ვიზიტს და თვითმკურნალობას ანიჭებს უპირატესობას. ჩვენს რედაქციაშიც არაერთი კითხვა შემოდის ჰემოროისთან დაკავშირებული. ახლა რამდენიმე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე კვალიფიციურ პასუხებს გთავაზობთ.
"ვარ ორსული და მაწუხებს ჰემოროდიული კვანძები, რომლებიც ძალიან მაწუხებს. როგორ ვიმკურნალო, რომ ბავშვს ზიანი არ მივაყენო?"
- ორსულობის დროს ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ადგილობრივი მოქმედების მალამოებისა და სანთლების გამოყენება. თუმცა ყურადღებით შეარჩიეთ სანთლები. კარგად გაეცანით ანოტაციას. ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ანტიჰემოროიდული სანთელი სრულიად უსაფრთხოა ორსულებისთვის. ამ დროს არ შეიძლება ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების შემცველი სანთლების მოხმარება. მაგალითად, „რეპარონის“ სანთლები უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდშიც.
"ჩემი ოჯახის წევრებს აწუხებთ ბუასილი და როგორ უნდა მოვიქცე რომ მეც არ განმივითარდეს?"
– ჰემოროიდული დაავადების განვითარებაში გარკვეული როლი აქვს გენეტიკას. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც გენეტიკური განწყობა აქვთ, უფრო დიდი ალბათობით უვითარდებათ ეს დაავადება. ამიტომ თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ჰემოროდიული დაავადების განვითარებისგან დაგიცავთ. მაგალითად, ჯანსაღი კვება, ცხოვრების აქტიური წესი, მოწესრიგებული კუჭის მოქმედება...
"კუჭის მოქმედების შემდეგ ტკივილი მაქვს და ჰემოროიდული სანთლები რომ გამოვიყენო შეიძლება?"
– უმჯობესია კონსულტაციისთვის მიმართოთ პროქტოლოგს. თუმცა შესაძლებელია გამოიყენოთ სანთლები, რომლებიც არ შეიცავს ანტიბიოტიკსა და ჰორმონს. ბუნებრივი შემადგენლობის მქონე სანთლები, რომლებიც აფთიაქებში ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხანგრძლივადაც. ისინი ძალიან სწრაფად ხსნიან ტკივილს, შეშუპებას, დისკომფორტს და ხელს უწყობენ კვანძის დაპატარავებას ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.
"რამდენიმე წელია ჰემოროდიული კვანძი მაქვს, ოღონდ უმტკივნეულო მხოლოდ დეფაკაციის დროს გამოდის. ახლა კი ორსულად ვარ და როგორ ვუმკურნალო ორსულობის დროს? ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ხომ არ გამირთულდება?"
– ორსულობის დროს დაავადება რომ არ გაგირთულდეთ, გააკეთეთ ორსულთა სპეციალური ვარჯიშები ნაწლავთა პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად, შეამცირეთ ჯდომის ხანგრძლივობა, კვების რაციონი გაამდიდრეთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით, ბოსტნეულითა და ხილით, მიიღეთ დღეში 6-8 ჭიქა წყალი.
მოიწესრიგეთ კუჭის მოქმედება და თავი აარიდეთ გადაჭარბებულ ჭინთვებს, ყოველი დეფეკაციის შემდეგ აუცილებელია უკანა ტანის დაბანა. ტკივილის შემთხევავში კი მცენარეული სანთლებისა და მალამოების გამოყენება.
თუმცა დაზღვეული ვერ იქნებით მშობიარობის დროს მდგომარეობის გართულებისგან, რადგან ამ დროს წნევის ზრდა და ჭინთვები კვანძების ზრდასა და გამოვარდნას უწყობს ხელს.
"პერიოდულად მაწუხებს ხოლმე ბუასილი. კონკრეტულად რა შემთხვევებშია საჭირო ჰემოროდიული სანთლების გამოყენება?"
– სანთლები ბუასილის მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. თუ გაწუხებთ წვა, ქავილი ან ტკივილი ანალურ მიდამოში, მას აუცილებლად ენიშნება სანთლები. ასევე ბუასილის დროს, როდესაც კვანძები თავისით უბრუნდება საწყის მდგომარეობას და ზოგჯერ პაციენტი ვერც კი ხვდება, რომ ბუასილი აქვს, უკვე აუცილებელია ანტიჰემოროიდული სანთლების გამოყენების დაწყება, რაც თავიდან აგვარიდებს დაავადების შემდგომ პროგრესირებას.

"მაწუხებს ბუასილი და ხშირად ვიყენებ ჰემოროიდულ სანთლებს. უკანასკნელ პერიოდში გამიჩნდა გამონაყარი და მითხრეს, რომ ეს შეიძლება სანთლების ბრალი იყოს. შესაძლებელია მართლა სანთლებს გამოეწვია გამონაყარი?"
– დიახ, შესაძლებელია. ანტიჰემოროდიული სანთლები სხვადასხვა ტიპის არსებობს. მათი ნაწილი შეიცავს ჰორმონებსა და ანტიბიოტიებს, ნაწილი კი მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული. შესაძლებელია თქვენი დერმატიტი სწორედ ანტიბიოტიკის შემცველი სანთლების ხანგრძლივად გამოიყენებამ გამოიწვია. ზოგადად, ანტიბიოტიკის და ჰორმონის შემცველი სანთელი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის დანიშნულებით. მათი გადაჭარბებული და ან არასწორი გამოყენება ანალური/პერიანალური დერმატიტის, კანზე ეროზიების, ან წყლულების განვითარების მაღალ ალბათობას ქმნის.