"პირ­ველ რიგ­ში ოჯა­ხი იქ­მნე­ბა იმი­ტომ, რომ კაც­მა და ქალ­მა მო­პირ­და­პი­რე სქეს­თან ვნე­ბა და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს, აღარ იმ­რუ­შოს და სიძ­ვა­ში არ ჩა­ვარ­დეს..." - მშობლები

"პირ­ველ რიგ­ში ოჯა­ხი იქ­მნე­ბა იმი­ტომ, რომ კაც­მა და ქალ­მა მო­პირ­და­პი­რე სქეს­თან ვნე­ბა და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს, აღარ იმ­რუ­შოს და სიძ­ვა­ში არ ჩა­ვარ­დეს..."

2021-01-21 14:37:01+04:00

ჯვრის­წე­რის სა­ი­დუმ­ლო ერთ-ერ­თია, რო­მელ­საც მორ­წმუ­ნე­თათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუმ­ცა რო­გორც AMBEBI.GE-ს დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ეუბ­ნე­ბა, დღეს ბევ­რი წყვი­ლი ჯვარს გა­უ­აზ­რებ­ლად იწერს და ოჯა­ხე­ბის დან­გრე­ვის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ესეც არის.

- რამ­დე­ნად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვთ დღეს წყვი­ლებს ჯვრის­წე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა?

- როცა ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი თავ­ზე გვირ­გვინს იდ­გამს, ეს მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია, თუმ­ცა დღეს სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ჯვრის­წე­რა სიმ­ბო­ლუ­რად სრულ­დე­ბა. ხში­რად, წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს არც სი­ძეს და არც პა­ტარ­ძალს, რა ხდე­ბა ამ დროს, არც სა­სუ­ლი­ე­რო პირს უს­მე­ნენ. ძი­რი­თა­დად ხმა­ურ­ში, ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა­ში აღეს­რუ­ლე­ბა ეს წმინ­და სა­ი­დუმ­ლო და შემ­დგომ­ში, როცა ე.წ. თაფ­ლო­ბის თვე გა­დის, მერე აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ მათ სიმ­ბო­ლუ­რად და­ი­წე­რეს ჯვა­რი და სუ­ლაც არ იცი­ან, რა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აკის­რია ცოლ-ქმარს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და უკვე შემ­დგომ­ში მო­დი­ან ეკ­ლე­სი­ა­ში და მერე იწყე­ბენ შე­მეც­ნე­ბას, თუ რას ნიშ­ნავს ქორ­წი­ნე­ბა და რა სა­ი­დუმ­ლოს გუ­ლის­ხმობს იგი.

ყვე­ლა­ფე­რი მა­მა­კა­ცის­გან იწყე­ბა. მა­მა­კა­ცი თუ ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცე­ვა, იმე­ფებს სა­კუ­თარ თავ­ზე, ანუ თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა და ოჯა­ხის საქ­მე­ებს გო­ნივ­რუ­ლად გან­კარ­გავს, ბუ­ნებ­რი­ვია, მისი მე­უღ­ლეც სიყ­ვა­რუ­ლით, კდე­მა­მო­სი­ლე­ბით აღივ­სე­ბა და მისი ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბა. ოღონდ აქ არ უნდა იყოს ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რო­ბა, უნდა იყოს ბჭო­ბა, გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხის ერ­თდრო­უ­ლი გა­და­წყვე­ტა. ის, რომ მა­მა­კა­ცი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად მეს­მის და შენ ვინ გე­კი­თხე­ბა ან მარ­ტო მე ვი­ციო, ასე არ შე­იძ­ლე­ბა, მათ ერ­თად უნდა იმ­სჯე­ლონ.

mshoblebi

კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­სნა და მხსნე­ლის მობ­რძა­ნე­ბა მოხ­და ქალ­წულ მა­რი­ა­მი­სა­გან. ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ზე­ცი­ურ იერ­არ­ქი­ა­ში წმინ­და სა­მე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი ქმნი­ლე­ბა არის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში წმინ­და ნი­ნომ იქა­და­გა, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო და აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბა თა­მარ მე­ფის დროს იყო და ყვე­ლა­ზე ახო­ვა­ნე­ბით ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბა ქე­თე­ვან დე­დო­ფალ­მა და­იც­ვა, ასე რომ, მა­მა­კა­ცებს ვთხოვ, ნუ­რაფ­რით ნუ და­ამ­ცი­რე­ბენ დე­და­კა­ცებს და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი იყოს ისე­თი, რო­გორც უფალს უნდა.

- მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბას რო­გორ უყუ­რებს ეკ­ლე­სია?

- მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაც კა­ნო­ნი­ე­რია, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნი ჯვარ­წე­რი­ლად მა­ინც პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ით­ვლე­ბა, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა გვირ­გვი­ნე­ბის გა­რე­შე აღეს­რუ­ლე­ბო­და და მინ­და გვირ­გვი­ნე­ბის დად­გმა­საც შე­ვე­ხო. გვირ­გვი­ნის დად­გმა ნიშ­ნავს ცოდ­ვა­ზე გა­მარ­ჯვე­ბას, როცა ნეფე-პა­ტარ­ძალს გვირ­გვინს ად­გა­მენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა სიძ­ვი­სა და მრუ­შო­ბის ნაც­ვლად, ოჯა­ხი შექ­მნეს და ამით და­ა­მარ­ცხეს ვნე­ბა. ოჯა­ხის შექ­მნის პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი არ არის შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა, ვინ­მეს არ ეგო­ნოს, რომ მე ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, უბ­რა­ლოდ, პირ­ველ რიგ­ში ოჯა­ხი იქ­მნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ კაც­მა და ქალ­მა მო­პირ­და­პი­რე სქეს­თან ვნე­ბა და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს, აღარ იმ­რუ­შოს და სიძ­ვა­ში არ ჩა­ვარ­დეს, ანუ მათ პირ­ველ რიგში ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა ჰქონ­დეთ, რომ ვნე­ბა და­ა­მარ­ცხონ სა­კუ­თარ თავ­ში, რა თქმა უნდა, შემ­დგომ­ში ღვთის კურ­თხე­ვაა ასე­თი, რომ გამ­რავ­ლდით და ინა­ყო­ფი­ე­რეთ ქვე­ყა­ნა­სა ზედა.

წაიკითხეთ სრულად