როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ტელეწამყვან და პიანისტ თათია შარანგიას საკმაოდ მოუწია ნერვიულობა შვილის გამო, როდესაც ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა ოჯახთან ერთად. ბავშვი აუზში ჩავარდა და წყალიც ჰქონდა ნაყლაპი. მაშინვე წერდა, რომ პატარა ანდრუშა სასტუმროს თანამშრომელმა გადაარჩინა, რომელიც სწრაფად ჩაერია საქმეში. მერე კი ბავშვმა იაშვილის კლინიკის ექიმების მეთვალყურეობით იმკურნალა.
თათია სწორედ იმ მამაც ადამიანს უხდის მადლობას სოციალურ ქსელში, რომელმაც შვილი გადაურჩინა - ლუკა მურვანიძეს:
"ადამიანი, რომელმაც ანდრუშას და მთელ ჩვენს დიდ ოჯახს სიცოცხლე აჩუქა! ლუკა, რომელმაც მიუხედავად მტკივნეული პასუხისმგებლობის და შიშის, რაც თან ახლდა სხვისი შვილის გადარჩენას, გააკეთა შეუძლებელი და ანდრუშას სიცოცხლე აჩუქა! სიცოცხლის ბოლომდე მთელი ოჯახი გვიგულეთ ამ ბიჭის კეთილ აჩრდილად. რაც მე ვუნატრე იმ წუთებში, როცა ჩვენს შვილს სიცოცხლე აჩუქა, დაუბრუნდეს ათასმაგად!"