იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება, რომელსაც ექიმი კომაროვსკიც აღიარებს: "ორივე ხელით მომხრე ვარ" - მშობლები

იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება, რომელსაც ექიმი კომაროვსკიც აღიარებს: "ორივე ხელით მომხრე ვარ"

2021-02-01 06:01:06+04:00

იმუნიტეტის გასაუმჯობესებელ საშუალებებს ექიმები ძირითადად, სკეპტიკურად უყურებენ და მითებად მიიჩნევენ. თუმცა არსებობს იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალება, რომელსაც ცნობილი ექიმებიც აღიარებენ. სწორედ ამას ადასტურებს უკრაინელი ექიმის ევგენი კომაროვსკის პასუხიც ერთ-ერთი პაციენტის კითხვაზე.

კითხვა: ბავშვობიდან მესმის, რომ რძემჟავა პროდუქტები - კეფირი, მაწონი, იოგურტი - ძალიან სასარგებლოა იმუნიტეტის ასამაღლებლად. ბოლო დროს ყველაფერს მითებს მიაწერენ და ნუთუ ესეც ტყუილია და ეს პროდუქტები სინამდვილეში იმუნიტეტს არ გვიმაღლებს?

ევგენი კომაროვსკი:

რძემჟავა პროდუქტებში არსებული ბაქტერიები ნამდვილად სასარგებლოა. ადამიანის ორგანიზმში უამრავი საჭირო და სასარგებლო ბაქტერიაა, რომლებიც ნაწლავებში სწორ მიკროფლორას ქმნიან. ისინი უზრუნველყოფენ ნორმალურ მონელებას, ანეიტრალებენ მავნე და ტოქსიკურ ნივთიერებებს, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, რათა იმუნური დაცვა მაქსიმალურად ეფექტური იყოს.

რძემჟავა ბაქტერიები შესანიშნავი საშუალებაა შეკრულობის წინააღმდეგ, კალცის წყაროა და ბოლოსდაბოლოს, ძალიან გემრიელია. ორივე ხელით მომხრე ვარ მათი სისტემატურად გამოყენების.

იცით, კიდევ რატომ ვარ ამ პროდუქტების მომხრე? შეიძლება ჯერ ყველა ვერ გრძნობს, მაგრამ მეცნიერება უკვე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დღევანდელი პრობლემების უდიდესი ნაწილი გადაჭარბებული სისუფთავით არის გამოწვეული. ევოლუციის თვალსაზრისით, ჩვენ პრაქტიკულად, სტერილურ გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილების იმუნური სისტემა ნორმალურად ვერ ვითარდება, რადგან დაბადებისთანავე პატარები სტერილურ გარემოში ხვდებიან - ყველაფერი გადადუღებული, გამოხარშული და გასტერილებულია.

ბავშვის იმუნური სისტემა, რომელიც ყოველდღიურად მილიარდობით ბაქტერიას უნდა შეხვდეს, მხოლოდ მილიონებს ხვდება, ბოლომდე ვეღარ მუშაობს, ვერ ვითარდება. არასაკმარისად დატვირთული იმუნური სისტემა შემდეგ გააფთრებით ესხმის თავს ორგანიზმში მოხვედრილ ყველა მიკრობს, რომელიც ბაქტერიას ან ვირუსს ჰგავს. ამის გამო გვაქვს ალერგიული დაავადებების საოცარი აფეთქებები, აუტოიმუნური დაავადებები... და როცა არსებობს გზა, რომ საკვების დახმარებით მივაწოდოთ ბავშვებს დამატებითი მიკროორგანიზმები, რომლებიც იმუნურ სისტემას შეეჯახებიან, მაგრამ ორგანიზმისთვის ხიფათს არ წარმოადგენენ და ერთგვარი ვარჯიში იქნება იმუნური სისტემისთვის - ეს ყველაზე ჯანსაღი გზა იქნება იმუნიტეტის ასამაღლებლად.

რა თქმა უნდა, იმუნიტეტის გაძლიერების ყველაზე საიმედო გზა მხოლოდ რძემჟავა ბაქტერიები არ არის. ეს მრავალფეროვანი კვვებით, სტერილურობისგან თავის დაღწევით, საკვების დაუძალებლობით, ფიზიკური აქტივობით მიიღწევა.

ამ ღონისძიებებთან კომპლექსში, რას იმუნიტეტის ფუნქციის სტაბილურობას უზრუნველყოფს, რძემჟავა პროდუქტები - იოგურტი, მაქონი, კეფირი - ნამდვილად საჭიროა. მათგან სარგებლობის მეტს არაფერს მიიღებთ.