ბავშვთა სტომატოლოგს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ - სკანდალური ვიდეო, რომელმაც ყველა აღაშფოთა - მშობლები

ბავშვთა სტომატოლოგს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ - სკანდალური ვიდეო, რომელმაც ყველა აღაშფოთა

2021-02-13 16:18:16+04:00

"კბილის ფერია" უკრაინის ქალაქ როვნოში არსებული სტომატოლოგიური კლინიკის ლოგოდ აირჩიეს, თუმცა კლინიკა სისასტიკის სიმბოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც ინტერნეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ძალადობს სტომატოლოგი პატარა პაციენტებზე.

ბავშვებს ხშირად ეშინიათ სტომატოლოგების. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საბურღის ხმა, სტომატოლოგის სავარძელი, უსიამოვნო გემო პირის ღრუში და სუნი, რაც პროცესის დროს დგება, მათთვის არაკომფორტულია. თუმცა, ეს ინდივიდუალური გამოცდილებაა ხოლმე და მალევე ქრება. უკრაინის ქალაქ როვნოს მაცხოვრებლებს კი ნამდვილად უნდა ეშინოდეთ სტომატოლოგის კაბინეტის. საბავშვო სტომატოლოგიური კლინიკის ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც "Only Kids" ჰქვია, სასიამოვნო ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც კლინიკის მფლობელი ინა კრავჩუკი ჰყვება, თუ რატომ გადაწყვიტა საკუთარი კლინიკის გახსნა. ქალი ამბობს: "ჩემი დიდხნიანი სამუშაო გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი შვილები ნამდვილად იმსახურებენ ლამაზ ღიმილსა და ჯანმრთელ კბილებს. მათი მშობლები კი - ხარისხიან მომსახურებას." თუმცა, მადლიერი მომხმარებლების კომენტარების ნაცვლად, ვიდეოს ქვეშ წყევლა და მუქარა გაჟღერდა. "სირცხვილი როვნოს", "ღმერთმა განგსაჯოს", "სადისტი", "ჯადოქარი" - ასე ეხმიანებოდნენ მომხმარებლები ინას, სადაც ის საკუთარი კლინიკის უმაღლესი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და მომსახურებაზე საუბრობდა. უარყოფითი კომენტარების მიზეზი კი გახდა ის, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, ქალი,

საკუთარ ასისტენტთან ერთად, როგორ ძალადობს პატარა პაციენტზე და თავს ძალით ასწორებინებს.

ამ ვიდეოს შემდეგ უამრავი მსგავსი ისტორია გაჟღერდა. ქალაქის მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ ბავშვებზე ჩალურჯებებსა და სისხლჩაქცევებს ამჩნევდნენ. ხოლო ყოფილმა კოლეგებმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გამოაქვეყნეს, სადაც სტომატოლოგის სისასტიკე იყო ასახული.

ერთი კვირის წინ ქალაქის მცხოვრებმა საკუთარი შვილის ფოტო გამოაქვეყნა. მას კისერსა და ხელებზე ჩალურჯებები აღენიშნებოდა. ისიც აღნიშნა, რომ სტომატოლოგმა ბავშვთან არ შეუშვა, რადგან, მისი თქმით, ასე უფრო მშვიდად იქნებოდა.

mshoblebi

"როდესაც საღამოს ჩემს შვილს ვაცმევდი, შევნიშნე, რომ სისხლჩაქცევები ჰქონდა. სასწრაფოდ დავურეკე სტომატოლოგს, მას ჩემთვის არაფერი აუხსნია. ბავშვი ამბობდა, რომ ექიმებმა სცემეს და ნიკაპი ატკინეს", - წერს ერთ-ერთი დაზარალებული ბავშვის მშობელი.

კიდევ ერთი პაციენტის დედა ვიქტორია მალნიჩუკი ამბობს, რომ პროცედურის დასრულების შემდეგ საკუთარ გოგონას ტუჩზე ჩირქოვანი ჭრილობა ჰქონდა. სტომატოლოგმა კი უთხრა, ბავშვი ანესთეზიიდან რომ გამოდიოდა, თავად იკბინა ტუჩზეო. თუმცა, ეს არ არის ყველაზე საშინელი ისტორია. ბოლო სიტყვა კლინიკის ყოფილმა ხელმძღვანელმა ინა პეკარსკაიამ თქვა. მან აღნიშნა, რომ როდესაც ქალს არაადეკვატური საქციელი შეამჩნია, მაშინვე შეამოწმა ვიდეოჩანაწერები. იქ კი აღმოაჩინა, როგორ აშინებდა ბავშვებს შპრიცებით, ანჯღრევდა და ხელ-ფეხს უკრავდა. კითხვაზე, თუ რატომ მაშინვე არ თქვა ფაქტის შესახებ ან რატომ არ გადასცა საქმე პოლიციას, ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კოლეგის საქმიანობაში ჩარევა არ სურდა.

"ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ ინა კრავჩუკს, რომ საკუთარი ნებით დაეტოვებინა თანამდებობა, რადგან არ გვსურდა, რომ ადამიანების სიცოცხლეს მის გამო საფრთხე შექმნოდა", - თქვა პეკარსკაიამ.

ინა კრავჩუკს მომხრე ექიმებიც გამოუჩნდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ კარგად ასრულებდა თავის საქმეს და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ამდენი პაციენტი აღარ ეყოლებოდა.

mshoblebi

სტომატოლოგმა სოციალურ ქსელში სამუშაო კვირის ბოლოს გადაღებული ფოტოები ატვირთა და დაწერა: "ვიცი, რომ ბუმერანგის ეფექტი არსებობს. სანამ "კეთილის მსურველები", "ძალიან მაგარი პროფესიონალები" ინტერნეტ სასამართლოში მუშაობთ და რეკლამას მიკეთებთ, მე ძალიან ძლიერი, ბედნიერი და წარმატებული გავხდი".

ინა თვლის, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო ყალბია. ფაქტზე გამოძიება პროფესიული მოვალეობის არასათანადო შესრულების მიმართულებით მიმდინარეობს და თუ ექიმს ბრალი დაუმტკიცდება, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.