ქერათმიან და გრძელფეხება თოჯინას ყველა იცნობს და ეს არცაა გასაკვირი. „ბარბი“ ხომ სათამაშოების არსებობის ისტორიაში ყველაზე პოპულარული და წარმატებული თოჯინაა?
„ბარბი“ კომპანია Mattel-ის საკუთრებაა, რომელიც პრაქტიკულად, სათამაშოების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. მისი შემქმნელი ამერიკელი რუთ ჰენდლერია, რომელმაც მეუღლესთან – ემილტონთან ერთად, 1945 წელს Mattel-ი დააფუძნა. თოჯინის შექმნის იდეა, თავში პირველად რუთს მოუვიდა, როდესაც შეამჩნია, რომ მისი ქალიშვილი, სახელად ბარბარა, განსაკუთრებული ინტერესით ქაღალდის თოჯინებით თამაშობდა. მათი საშუალებით დიდი ადამიანების იმიტაციას აკეთებდა. რუთმა იფიქრა, რომ გამოეშვა თოჯინა, რომლის საშუალებითაც პატარებს შეეძლებოდათ ეთამაშათ „დიდები“.
60-იანი წლების შემდეგ, თოჯინა ბარბისთვის ტანსაცმლის წარმოება, მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა მოდის სახლებმა დაიწყეს. „ივ სენ-ლორანი“, „პიერ კარდენი“, „ჟან პოლ გოტიე“ და სხვები. კომპანია Mattel-მა ძალიან სწორი მარკეტინგული სტრატეგია შეიმუშავა. ის თანდათანობით აფართოვებდა ბარბის სამყაროს. შემოჰყავდა უფრო და უფრო მეტი პერსონაჟი და განსხვავებული საგნები, რითიც მყიდველს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.
ბარბის წყალობით, კომპანია Mattel-ი მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპაიების სიაში მოხვდა. დღესდღეობით, ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით მილიონი თოჯინა იყიდება.
ბარბები სერიიდან „შეგიძლია იყო ვინც გინდა“, ბავშვებს შთააგონებენ იოცნებონ და დასახული მიზნები განახორციელონ. სათამაშოები დიდ როლს ასრულებს პატარების სამომავლო პროფესიის განსაზღვრაშიც. ზოგი ბავშვობიდან იწყებს ოცნებას ამა თუ იმ პროფესიაზე და დიდობაში ახორციელებს მას.
პატარა კარიერისტებს ბარბების ახალი სერია, ახალი ისტორიების შექმნაში დაეხმარებათ. კარიერისტი თოჯინები სამუშაო განწყობას ქმნიან და ბავშვებს ოცნებას ასწავლიან. ვეტერინარი ბარბი პატარა, უსაყვარლეს ცხოველებს მკურნალობს. ის ბავშვებს ცხოველებისადმი სიყვარულს და მათზე ზრუნვის სურვილს გაუღვივებს. მზარეულ ბარბისთან ერთად, ბავშვები უამრავ გემრიელობებს მოამზადებენ. ჩოგბურთელი ბარბი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს და პატარებს ასწავლის, როგორ მიაღწიონ მიზანს. ცნობილი ფაქტია, რომ როლური თამაშები თოჯინებთან ერთად ავითარებს ბავშვის ფანტაზიასა და კრეატიულობას. ასევე, აყალიბებს კომუნიკაციის უნარს. კომპანია Mattel-ის ახალი ბარბების სერიას მის ოფიციალურ წარმომადგენელ - „პეპელას“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელში იპოვით.