"ოჯა­ხის საყ­რდე­ნი გა­მოგ­ვე­ცა­ლა" - თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს - მშობლები

"ოჯა­ხის საყ­რდე­ნი გა­მოგ­ვე­ცა­ლა" - თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს

2021-02-21 16:26:05+04:00

თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. მისი ცნო­ბით, მა­მამ­თი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა.

"2021 გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­უ­კე­თე­სო წლად იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. 21/21/21 - ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის 25. აი ისე­თი წელი დიდი ხა­ნია რომ ემ­ზა­დე­ბი, მაგ­რამ სას­ტი­კი და და­უნ­დო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ოჯა­ხის საყ­რდე­ნი გა­მოგ­ვე­ცა­ლა. პირ­ველ რიგ­ში, მის შვი­ლიშ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც აღ­მერ­თებ­დნენ, ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ, ეი­მე­დე­ბო­დათ, სახლiდან მას­თან გარ­ბოდ­ნენ და ყვე­ლა კარგ ამ­ბავს პირ­ვე­ლად მას ურე­კავ­დნენ.

მე ასე­თი მე­გობ­რო­ბა არც მი­ნა­ხავს ჯო­ვე­ლის და მის შვი­ლი­ში­ლებს რომ hქონ­დათ!

მო­ე­ნატ­რე­ბათ, და­აკ­ლდე­ბათ, ძა­ლი­ან ადრე იყო. ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რო­გო­რი მა­გა­რი გოგო-ბი­ჭე­ბი გაგ­ზარ­დათ ეხლა გა­მოჩ­ნდე­ბა.

მე კი აგერ ვწე­ვარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში აპა­რატ­ზე მი­ერ­თე­ბულ მი­მაგ­რე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ რომ ვერც კი და­ვემ­შვი­დო­ბე­ბი, მად­ლო­ბა­საც ვერ ვე­ტყვი წე­სი­ე­რად რომ 25 წელი ჩემი ოჯა­ხის იმე­დი და ბურ­ჯი და ჩემი სან­დროს ასე­თი დიდი მე­გო­ბა­რი იყო!"- წერს თინა ხი­და­შე­ლი.