სოფიკო შევარდნაძე ორსულადაა - 42 წლის ტელეწამყვანის მოულოდნელი აღიარება - მშობლები

სოფიკო შევარდნაძე ორსულადაა - 42 წლის ტელეწამყვანის მოულოდნელი აღიარება

2021-02-22 08:37:25+04:00

42 წლის სოფიკო შევარდნაძე ორსულად არის. ამის შესახებ ტელეარხი "ტატლერ-ბატლერი" იუწყება.

21 თებერვალს სოფიკომ მონაწილეობა მიიღო იან იანოვსკის ბლოგში "ვარ თუ არა კარგი დედა" და სწორედ იქ გააკეთა მოულოდნელი აღიარება.

თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი სოფიკოს არ უყვარს, ამიტომ მეტი დეტალი არ არის ცნობილი. თავის ინსტაგრამგვერდზეც კი არ დაუწერია ჯერ ეს ამბავი.

ტელეწამყვანს სხვადასხვა დროს მიაწერდნენ რომანებს ცნობილ ადამიანებთან, 21 წლისა გათხოვებასაც აპირებდა, თუმცა ნიშნობა ჩაშალა.

mshoblebi

ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ უჭირს შესაფერისი ადამიანის პოვნა, რადგან ისეთი იდეალური მამაკაცების მაგალითები აქვს, როგორებიც არიან მამამისი და ბაბუამისი.

mshoblebi

დაათვალიერეთ სოფიკო შევარდნაძის სახლი-სასტუმრო - როგორ ბინაში ცხოვრობს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი

წყარო