ვიტამინის ბომბები - გრიპი და გაციება დაგავიწყდებათ - მშობლები

ვიტამინის ბომბები - გრიპი და გაციება დაგავიწყდებათ

2014-12-05 16:34:49+04:00

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რომ ვირუსული ინფექციები არ მოგვერიოს ზამთრის დადგომისთანავე აქტუალური ხდება კითხვა - როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რომ ვირუსული ინფექციები არ მოგვერიოს.

საამისოდ გარკვეული მედიკამენტებიც არსებობს, მაგრამ ქიმიური პრეპარატების მოხმარება ჯანმრთელი ადამიანისთვის მთლად სასიამოვნო არ არის. გთავაზობთ არაერთხელ ნაცად საშუალებას - ხალხური მედიცინის მარგალიტებს.

რეცეპტი#1

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 1/2 ჭიქა ქიშმიში, 1 ჭიქა ნიგოზი, 0,5 ჭიქა ნუში, 2 ცალი ლიმონის კანი. მასაში ჩააწურეთ ორივე ლიმონის წვენი. დაამატეთ 150 გრ. თაფლი, 0,5 ჭიქა გარგრის ჩირი და ამდენივე შავი ქლიავის ჩირი. გააჩერეთ 1-2 დღე ბნელ ადგილას მინის ჭურჭელში. შემდეგ შეინახეთ მაცივარში. უფროსებმა მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ბავშვებმა სამი წლიდან - 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.

რეცეპტი #2

დაგჭირდებათ: 200 გრ. გარგრის ჩირი, 200 გრ. შავი ქლიავის ჩირი, 200 გრ. ლეღვის ჩირი, 200 გრ. ნიგოზი, 200 გრ. ქიშმიში, 200 გრ. თაფლი, 1 ლიმონი, 50 მლ. კონიაკი.

ჩირი და ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ თაფლი და კონიაკი. შედგით მინის ჭურჭლით მაცივარში და ჭამამდე 1 სუფრის კოვზი მიიღეთ (ალკოჰოლის გამო ნარევი ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული - თუ ბავშვებისთვის გინდათ, კონიაკის გარეშე უნდა გააკეთოთ. ასევე შეგიძლიათ, შედარებით დიდი დოზები აიღოთ - 500-500 გრამი).

ეს საშუალებები ჯანმრთელების შენარჩუნებაში და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

იხილეთ ასევე: ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები და საუკეთესო რეცეპტები