რომელ რიცხვამდე ისწავლიან ბავშვები და როდის დასრულდება სასწავლო წელი სკოლებში - მშობლები

რომელ რიცხვამდე ისწავლიან ბავშვები და როდის დასრულდება სასწავლო წელი სკოლებში

2021-03-08 08:50:03+04:00

2020-2021 სასწავლო წელი მე-12 კლასელებისათვის 20 მაისს დასრულდება, 27 მაისს პირველკლასელები დაამთავრებენ სწავლას, 15 ივნისს კი - ყველა სხვა კლასის მოსწავლე.

გარდა ამისა, სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური დასვენების დღეა. ესენია:

3 მარტი - დედის დღე 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სააღდგომოდ ბავშვები 30 აპრილსა და 3 მაისს დაისვენებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო, რომელიც 15 მარტამდე გაგრძელდება.

თამარ იაკობაშვილი