5 საბავშვო რეცეპტი, რომელიც ბავშვს ქათმის ხორცს შეაყვარებს - მშობლები

5 საბავშვო რეცეპტი, რომელიც ბავშვს ქათმის ხორცს შეაყვარებს

2021-03-11 09:55:49+04:00

ქათმის ხორცი დიეტურ პროდუქტად ითვლება, რადგან ის საკმაოდ ადვილი მოსანელებელია. ამასთან ერთად, შეიცავს ცილებს, ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც აუცილებელია მზარდი ორგანიზმისთვის. ამიტომ, ქათმის ხორცი აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონში.

ყველაზე სასარგებლო და დიეტური ნაწილი - მკერდია. თეთრი ხორცის შემადგენლობაში საქონლის და ღორის ხორცთან შედარებით, ქოლესტერინის მინიმალური შემადგენლობაა.

100 გრამი თეთრი ხორცი შეიცავს:

mshoblebi

იმისათვის, რომ ბავშვს ქათმის ხორცი შეაყვაროთ, წარმოგიდგენთ რამდენიმე გემრიელ რეცეპტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის ნედლი ქათამი შეიძინოთ. გარდა იმისა, რომ ნედლი ხორცი ყველა საჭირო ვიტამინებს და მინერალებს ინარჩუნებს, გაყინული ქათამი შესაძლოა ერთხელ გამლღვალი და ხელახლა გაყინული იყოს. ასეთი პროდუქტი სასარგებლო თვისებებსაც კარგავს და ბაქტერიების წყაროც ხდება. „ნოსტე“ ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის ნედლ ქათამს აწარმოებს. „ნოსტეს“ ქათმის ხორცით, ეს კერძები ბევრად გემრიელი გამოგივათ!

1. ქათმის წვნიანი ყაბაყით და ვერმიშელით

mshoblebi

ქათმის ბულიონი ძალიან სასარგებლოა ბავშვისთვის, მაგრამ ის ყველას არ უყვარს. მრავალფეროვნებისთვის სცადეთ ქათმის სუპი ყაბაყითა და ვერმიშელით. ყაბაყი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს და კალიუმის რაოდენობით ერთერთი პირველია ბოსტნეულს შორის.

ინგრედიენტები:

ქათმის ბარკალი 1 ცალი. კარტოფილი 2 ცალი სტაფილო 50 გ. ხახვი 50 გ. ვერმიშელი 150 გ. ყაბაყი 1 ცალი ოხრახუში 5 ღერი მარილი - გემოვნებით პილპილი - სურვილისამებრ მცენარეული ზეთი 1 ჩ/კ. ნიორი 1 კბილი მომზადების წესი:

ეს კერძი ძალიან გემრიელი და ნოყიერი გამოდის. თანაც, საკმაოდ სწრაფად მზადდება. მოამზადეთ ყველა საჭირო პროდუქტები. ხახვი, ნიორი, კარტოფილი და სტაფილო გაფცქვენით, გარეცხეთ მწვანილთან ერთად.

2 ლიტრიან ქვაბში ჩაასხით 1 ლ. წყალი, ქათმის ბარკალს მოაცალეთ კანი და ზედმეტი ცხიმი, ჩადეთ ქვაბში. ადუღებიდან ხარშეთ 20 წთ, მოხადეთ ქაფი წყალს. ამოიღეთ ხორცი ბულიონიდან. წვენს დაუმატეთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წთ. ტაფას წაუსვით ცოტაოდენი ზეთი, დადეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. დაბალ ცეცხლზე შუშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში და ხარშეთ კიდევ 3-4 წთ. ყაბაყი გაფცქვენით, დაჭერით პატარა კუბებად და დაუმატეთ ბულიონს. ხარშეთ 5 წთ. ბარკალს მოაცალეთ ძვლები, ხორცი დაჭერით და ჩაყარეთ სუპში. დაუმატეთ წვენს დაჭყლეტილი ნიორი და ჩაყარეთ ვერმიშელი. ხარშეთ 4-6 წთ. ბულიონს დაუმატეთ წყალი (ქვაბის ზედაპირამდე) და აადუღეთ. ჩაყარეტ სუპში დაჭრილი ოხრახუში და შეაზავეთ მარილით. გამორთეთ ცეცხლი და სუპი 10 წუთით გააჩერეთ.

2. ქათმის „პაპრიკაში“ უნგრულად

mshoblebi

უნგრული „პაპრიკაში“ პოპულარული კერძია არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ავსტიაშიც. წითელი ბულგარული წიწაკის წყალობით, კერძი საკმაოდ არომატული და ნოყიერი გამოდის. ის „ჩახოხბილის“ ძალიან საინტერესო ალტერნატივაა.

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი (დიდი) პომიდორი - 1 ცალი (დიდი) ხახვი - 1 ცალი ფქვილი - 1 ს/კ. არაჟანი - 1 ს/კ. ტკბილი დაფქული წითელი წიწაკა - 1 ჩ/კ. მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ხახვი გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბებად. სქელძირიან ქვაბში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ დაფქული ტკბილი წიწაკა და ხახვი. შეწვით 3-4 წუთის განმავლობაში, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. ქათმის ფილე დაჭერით მსხვილ კუბიკებად და ჩაყარეთ ქვაბში. შუშეთ ხახვთან ერთად 6-7 წუთის მანძილზე. ხორცი უნდა შევარდისფერდეს. არ უნდა შეიწვას! დაუმატეთ მარილი და ფქვილი. დაუმატეთ არაჟანი, დაასხით წყალი, ან ხორცის ბულიონი ისე, რომ ხორცი მთლიანად დაიფაროს. ჩაშუშეთ 7-8 წთ-ის განმავლობაში. სანამ სოუსი არ დაიწყებს დუღილს. პომიდორი დაჭერით კუბიკებად. ბულგარული წიწაკაც დაჭერით თხელ ზოლებად და დაუმატეთ კერძს. პაპრიკაში უნდა მომზადდეს ძალიან დაბალ ცეცხლზე, 20 წუთის მანძილზე. პაპრიკაში შეიძლება მიირთვათ მაკარონთან ერთად.

3. ქათმის სუფლე

mshoblebi

ქათმის სუფლე საბავშვო კერძად ითვლება. რეკომენდებული პორცია 70-80 გრამია.

ინგრედიენტები:

300 გრამ კერძზე:

ქათმის მკერდი (მოხარშული) – 356 გრ. ქათმის კვერცხი - 1-2 ცალი ნაღების კარაქი - 30 გრ. მარილი - 4 გრ. სოუსისთვის:

რძე 120 მლ. ხორბლის ფქვილი 12 გრ. მარილი 0,25 გრ. მომზადება:

მოხარშეთ ქათმის მკერდი მარილიან წყალში. მოაცალეთ კანი და გაატარეთ ხორცის მანქანაში. მოამზადეთ სანელებლები სუფლესთვის. ფქვილი გააშრეთ მშრალ ტაფაზე. დაასხით ცხელი რძე, გახსენით და ადუღეთ 10 წთ, დაბალ ცეცხლზე. გამუდმებით ურიეთ. უნდა მიიღოთ თეთრი სოუსი. გააგრილეთ და გაატარეთ საწურავში. სოუსი შეურიეთ ქათმის ფარშს. დაუმატეთ გამდნარი კარაქი. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ფარშს ჯერ კვერცხის გული დაუმატეთ. აურიეთ. ცილები ცალკე ათქვიფეთ გასქელებამდე. დაუმატეთ ფარშს. ფრთხილად აურიეთ, რომ ფარშმა ჰაეროვნება არ დაკარგოს. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. გადაანაწილეთ ქათმის მასა ფორმაში და სილიკონის კოვზით გაასწორეთ ზედაპირი. აცხვეთ 240°C-ზე, 15-20 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება.

4. ქერის ფლავი ქათმით

mshoblebi

ქერი ჩვენტან არ არის ისეთი პოპულარული ბურღული, როგორც ბრინჯი და შვრია, მაგრამ ის ძალიან სასარგებლოა. მთავარია, სწორად მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

ქერი - 1 ჭიქა ქათმის ფილე - 350 გრ. მცენარეული ზეთი 50 გრ. ხახვი 2-3 ცალი. სტაფილო 2 ცალი. ქინძი გემოვნებით. ძირა გემოვნებით. მარილი, პილპილი - გემოვნებით. მომზადების წესი:

ქერი კარგად გარეცხეთ და დაასხით ცივი წყალი. გააჩერეთ 1-2 სთ. აჯობებს, თუ ამას წინა დღეს გააკეთებთ. სტაფილო დაჭერით წვრილ ზოლებად. ხახვი - რგილებად. ქათმის ხორცი ან ფლე დაჭერით კუბებად. მოშუშეთ ტაფაზე გაოქროსფერებამდე. დაუმატეთ ხახვი და შუშეთ კიდევ 3 წთ. დააყარეთ სტაფილო და შუშეთ, სანამ სტაფილო არ დარბილდება. დაუმატეთ სანელებლები და მარილი. შეგიძლიათ დაუმატოთ ნიორი. შემდეგ, დაუმატეთ ქერი, დაასხით წყალი (დაახლოებით თითის სისქეზე), ჩაყარეთ მარილი. მიიყვანეთ ადუღებამდე, მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და დაახურეთ თავსახური. დატოვეთ ცეცხლზე, სანამ ფლავი არ მოიხარშება. თუ წყალი დააშრება, დაუმატეთ.

5. ქათმის და კარტოფილის კატლეტი-მაჭკატები

mshoblebi

ნაზი ქათმის კატლეტი-მაჭკატები აუცილებლად მოეწონებათ ბავშვებს. მას ძალიან ცოტა პროდუქტი სჭირდება. ორი ერთში - ხორცი და გარნირი.

ინგრედიენტები:

კარტოფილი 5 ცალი ქათმის ფილე 3 ცალი (500-600 გრ.) კვერცხის ცილა 2 ცალი ფქვილი 3 ს/კ. ოხრახუში 2-3 ძირი მარილი გემოვნებით ზეთი (შესაწვავად) 40-50 მლ. მომზადების წესი:

მწვანილი და ნიორი დაჭერით. ქათმის ფილე გარეცხეთ და დაჭერით მსხვილ კუბებად. დააბლენდერეთ მწვანილთან და ნიორთან ერთად. კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. შეურიეთ ქათმის მასას, დაუმატეთ კვერცხის ცილა და მარილი. აურიეთ. ჩააყარეთ ფქვილი და კარგად შეაზილეთ. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ორივე მხრიდან.

იმედია, თქვენს პატარებს მოეწონებათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული კერძები. შეგახსენებთ, რომ „ნოსტეს“ ნედლი ქათმის ხორცი ხელმისაწვდომია „ნოსტეს“ მაღაზიებსა და „ფრესკოს“ ქსელში.

გემრიელად მიირთვით!