როგორ ვასწავლოთ ბავშვს გამრავლების ტაბულა სწრაფად: სამი ნაბიჯი თამაშით - მშობლები

როგორ ვასწავლოთ ბავშვს გამრავლების ტაბულა სწრაფად: სამი ნაბიჯი თამაშით

2021-03-13 16:13:18+04:00

ადრე თუ გვიან, ყველა ბავშვს მოუწევს გამრავლების ტაბულის სწავლა. სამწუხაროდ, ბევრ ბავშვს და შესაბამისად, მშობელს, ეს პროცესი ტანჯვად ექცევა ხოლმე. იმისათვის, რომ გამრავლების ტაბულა წამებად არ გექცეთ, სამ გამოცდილ რჩევას გაგიზიარებთ.

პირველი ნაბიჯი. აუხსენით, რისთვისაა საჭირო

ბევრი ბავშვისთვის ტაბულა უამრავი ციფრის გაუგებარი კორიანტელია. იმის გაფიქრებაც, რომ ეს ყველაფერი უნდა დაიმახსოვროს, აშინებს. მშვიდად აუხსენით, რომ ეს არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მოუყევით, სად დასჭირდება გამრავლების ტაბულა, მოუყვანეთ მისი გამოყენების მაგალითები. მაგალითად, ასეთი ამოცანა შესთავაზეთ: თუ დაბადების დღეზე ხუთ მეგობარს დაპატიჟებ და თითოეულს 2 ჭიქა უნდა მოუმზადო (ერთი წყლისთვის და მეორე ლიმონათისთვის), რამდენი ჭიქა დაგჭირდება. მსგავსი მაგალითები ბავშვს დაეხმარება, წარმოსახვითი აზროვნების განვითარებაში და მასალის მარტივად ათვისებაში.

აუხსენით რამდენიმე წესი:

1-ზე გამრავლების დროს ციფრი არ იცვლება. 2-ზე გამრავლების დროს უნდა შეკრიბოთ, 10-ზე გამრავლების დროს მხოლოდ 0 ემატება. ნებისმიერი ციფრის 5-ზე გამრავლების დროს, ბოლო ციფრი 5 ან 0 უნდა იყოს.

ასეთი მარტივი მაგალითებით ბავშვს შიშს მოუხსნით და სწავლას გაუადვილებთ.

მეორე ნაბიჯი. დაეხმარეთ სწავლაში

გამოიყენეთ "ბარათების" მეთოდი. თანაბარი ზომის ფურცლებზე ერთი მხრიდან დაწერეთ მაგალითი და მეორე მხარეს სწორი პასუხი მიუწერეთ. მაგალითად: 3*3 და მეორე მხარეს დაწერეთ 9. აჩვენეთ ბავშვს მაგალითის მხარე და აცადეთ პასუხის მოფიქრება, მერე კი შემოატრიალეთ ბარათი და ნახეთ, დაემთხვა თუ არა მისი პასუხი სწორ პასუხს. ითამაშეთ ხშირად და ხალისიანად. შეგიძლიათ თამაშის ფორმა მისცეთ, ჯერ თქვენ გამოიცანით, მერე ბავშვმა. გაიმარჯვებს ის, ვინც ერთ წუთში ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს.

ნუ მოითხოვთ ბავშვისგან, რომ ერთდროულად ყველა მაგალითი ისწავლოს, ნაწილ-ნაწილ დაყავით და რეგულარულად გაიმეორეთ.

მესამე ნაბიჯი. გავაუმჯობესოთ შედეგი

თამაში "მართკუთხედების ბრძოლა". მას შემდეგ, რაც ბავშვი გამრავლების ტაბულას სწორად დაიმახსოვრებს. გამეორება თამაშად უნდა გადააქციოთ. თამაშობენ ორნი.

დაგჭირდებათ:

ფერადი ფლომასტერი ან ფანქარი, სათამაშო კამათლები უჯრედიანი ფურცელი. პირველი მოთამაშე ისვრის კამათლებს და ფურცელზე ხატავს მართკუთხედს ან ოთხკუთხეთს იმ ციფრების ნამრავლით, რაც კუბებზე ამოვიდა. მაგალითად თუ გაგორდა 4 და 7, უნდა დახატოთ მართკუთხედი, რომლის ერთი მხარეც 4 სმ იქნება, მეორე - 7. მას შემდეგ, რაც მოთმაშემ ფიგურა დახატა, უნდა დაითვალოს ფიგურაში მოხვედრილი უჯრედები: 4*7=28. ახლა კუბი მეორე მოთამაშემ უნდა გააგოროს და თავისი ფურცლის მხარეს დახატოს მიღებული ციფრების ფიგურა. საინტერესო ისაა, რომ მოთამაშემ ფიგურები ერთმანეთის გვერდით უნდა დახატოს. თუ ისინი თავისუფალ ადგილას არ ეტევა, სვლა უნდა გამოტოვოს. გამარჯვებულია ის, ვისი ფიგურებიც ფურცელზე ყველაზე მეტ ადგილს დაიკავებს.

mshoblebi

თითებზე დათვლა. თითების დახმარებით ბავშვი სხვადასხვა მაგალითის მარტივად ამოხსნას შეძლებს. განვიხილოთ 7-სა და 8-ის ვარიანტი. აუხსენით ბავშს, რომ თითებს თავიანთი ნომრები აქვთ: ნეკი 6-იანია, უსახელო - 7-იანი, შუა თითი 8-იანი, საჩვენებელი - 9-იანი და ცერა თითები ციფრების გარეშე რჩებიან. სცადეთ და 6-იანი 8-ზე გაამრავლეთ. ამისათვის. გადააჯაჭვეთ მარცხენა ხელის 6-იანი თითი და მარჯვენა ხელის 8-იანი თითი. ზედა ხელზე 4 თავისუფალი თითი დაგრჩათ, ეს დაიმახსოვრეთ. ახლა კი ერთმანეთზე უნდა გადავამრავლოთ მარტო დარჩენილი ზედა 4 თითი ერთ ხელზე და ზედა ორი თითი მეორე ხელზე. გამოვიდა 8. დამახსოვრებული 4-იანი პირველი ციფრია, 8 - მეორე. ამრიგად, 6*8=48 ყოფილა.

არსებობს სხვა ვარიანტიც, 9-ზე გამრავლება: სთხოვეთ ბავშვს, გამოშალოს ხელები წინ, ხელიგულებით ქვევით. ამჯერად ყველა თითს თავის ციფრი აქვს: მარცხენა ხელის ნეკი პირველია და მარჯვენასი - 10. დანარჩენები თანმიმდევრულია. სცადეთ და ამოხსენით მაგალითი: 5*9-ზე. მოხარეთ "ხუთიანი" თითი. დაითვალეთ მოხრილი თითის ხელზე არსებული თითების რაოდენობა - 4. ეს 4 ათეულის მაჩვენებლი ხელია, ანუ 40-ის. ახლა დაითვალეთ, რამდენი თითი დაგრჩათ მეორე ხელზე - 5. ეს ერთეულის მაჩვენებლი ხელია. შედეგად: 40+5=45 და 5×9=45. ასე შეგიძლიათ ერთმანეთს სხვადასხვა მაგალითის ამოხსნაში ევარჯიშოთ.

გამრავლების ტაბულის სწავლის დროს შეგიძლიათ ვიდეო ან მობილურ თამაშებსაც მიმართოთ. მთავარია, მოთმინებით აღიჭურვოთ და გახსოვდეთ, რომ ერთდროულად ყველაფრის დამახსოვრება ბავშვს უჭირს. ნუ ეჩხუბებით, თუ აავსებთ საყვედურებით. თამაშ-თამაშით სირთულეებს მარტივად დაძლევთ.

altროგორ ვასწავლოთ ბავშვს აზრის "დალაგებულად" გადმოცემა და როგორ განვუვითაროთ თხრობის ნიჭი

altროგორ ვასწავლოთ ბავშვს მარჯვენა და მარცხენა?

altროგორ ვასწავლოთ ბავშვს "რ" ბგერის გამოთქმა

altმათემატიკის შესწავლის და ტვინის ვარჯიშის იაპონური მეთოდი - როგორ ვასწავლოთ ბავშვებს