ონლაინ სესხების შესახებ
ალბათ ყველას გვქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც ფული შემოგვაკლდა და სრაფი სესხის აღება გვჭირდება. შეიძლება ამ თვეში უბრალოდ მეტი ხარჯი გქონდა და გჭირდება ხელფასამდე სესხი. შეიძლება სახლში რემონტის კეთებაში ბიუჯეტს გადაცდი და ავეჯისთვის აღარ გრჩება ფული, რომ ბოლოს და ბოლოს დაამთავრო ეგ საქმე და ახალ სახლში გადახვიდე. ან შეიძლება მანქანას ფარები გქონდეს გამოსაცვლელი და ამ თვეში უბრალოდ ვერ გაითვალისწინე ხარჯი.
ისედაც ცოტა უსიამოვნო საქმე, კიდევ უფრო უსიამოვნო ხდება ხოლმე ბევრი მიზეზის გამო. სანამ ბანკამდე მივალთ, დიდი ალბათობით საცობში მოგვიწევს დგომა, რომ უახლოეს ფილიალამდე მივაღწიოთ. Ბანკში რომ შევაბიჯებთ, რიგში უნდა დავდგეთ სანამ ვინმეს გავესაუბებით სესხის აღებასთან დაკავშირებით, იქ კიდევ უნდა ავუხსნათ ბანკის თანამშრომელს თუ რატომ გვინდა სესხის აღება, ან რითი ვაპირებთ სესხის უზრუნველყოფას? სესხის აღების პროცესი კი შეიძლება 1 კვირაზე მეტი ხნით გაიწელოს. ამ დროში ძალიან ბევრ საქმეს მოასწრებდი სხვა გამოსავალი რომ იყოს. 1 კვირაში ავეჯს იყიდდი და ახალ სახლში გადაბარგდებოდი, მანქანას ფარებს გამოუცვლიდი და თავიდან აირიდებდი ტაქსის ხარჯებს და ხალხმრავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ბანკში მისვლის დისკომფორტებს რომ დაანებო თავი თვითონ სესხის აღებისას ხშირად ამატებენ ხოლმე გაუგებარ საკომისიოებს და დაფარულ გადასახადებს. წინსწრებით რო ვფარავთ სესხს ზემოდან ხშირად ჯარიმასაც გვახდევინებენ. ამ ყველაფერს რომ აარიდო თავი, არსებობს ერთი ძალიან მარტივი გამოსავალი, ციფრული ბანკინგი.
სფეისის ციფრული ბანკის მომხმარებელი რომ გახდე ძალიან მარტივია. აპლიკაცია ხელმისაწვდომია Google Play Store- სა და Apple App Store- ში 24/7 და შეგიძლია გადმოწეროამ ბმულით და ძალიან სწრაფად, პირადობის მოწმობით/პასპორტით და სელფის ატვირთვით დარეგისტრირდე. სფეისს არ აქვს ფილიალები, ყველაფერი ხდება შენს მობილურ ტელეფონში. ამასთან ერთად უქმდება ყველანაირი საკომისიო გადასახადი, ონლაინ სესხში იხდი მხოლოდ იმა რა თანხასაც მოითხოვ, პლუს საპროცენტო განაკვეთს.
ონლაინ სესხები: სფეისის, ციფრული ბანკის, უპირატესობები
სფეისის სწრაფი სესხი მოქნილი და dშენზე მორგებულია. ანუ, ეს რას ნიშნავს? ონლაინ კრედიტის რაოდენობას ირჩევ შენ და იქვე მიუთითებ, როდის გინდა სესხის დაფარვა. თუ კიდევ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, და ვერ ახერხებ სესხის ყოველთვიური თანხის დაფარვას, არც ეგ არის სანერვიულო. 1 თვე შეგიძლიათ გამოტოვო გადასახადი, ყოველგვარი დარღვევის დაფიქსირების გარეშე. თანხას კი ჩვენ გადაგინაწილებთ დარჩენილ პერიოდებზე. თუ პირიქით მოხდა და ერთ თვეში იმდენი ფული შემოგრჩა რომ წინსწრებით ახერხებ სესხის დაფარვას, ეს თავისუფლად შეგიძლია გააკეთო სფეისის ონლაინ სესხით. როგორც უკვე ავხსენით, ჩვენთან არ არის არანაირი საკომისიო გადასახადი, მითუმეტეს სესხის წინსწრებით დაფარვის ჯარიმა.
სწრაფი და მომენტალური სესხი სფეისის აპლიკაციიდან
სფეისში ონლაინ სესხის ასაღებად ზუსტად 30 წამიდან მაქსიმუმ 5 წუთამდე გჭირდება. სესხის დამტკიცებისთანავე, დაეთანხმე პირობებს და თანხა შეგიძლია ჩაირიცხო შენს მიერ მითითებულ ნებისმიერი ბანკის ბარათზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სესხის დამტკიცებისთანავე შეგიძლია მიიღო და დახარჯო თანხა. სფეისში სესხის მინიმალური რაოდენობა 100 ლარია. შეგიძლია სამომხმარებლო სესხი 500 ლარამდე მოითხოვო და მანქანას ახალი ფარები დაუყენო. შეგიძლია სესხი 5000 ლარამდე მოითხოვო და იყიდო შენთვის სასურველი სავარძელი ახალი სახლისთვის. მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა რისთვის გინდა სესხი სფეისში, 50,000 ლარამდე ნებისმიერი მიზეზით შეგიძლია მოითხოვო ონლაინ სწრაფი სესხი სფეისში, ჩვენ არც ახსნა გარმატებას და არც სესხის უზრუნველყოფას მოვითხოვთ.
მოკლედ, ასეთი უპირატესობები აქვს ციფრულ ბანკინგს ტრადიციულთან შედარებით. თუ ჯერ არ ხარ სფეისელი, გადმოწერე აპლიკაცია ამ ბმულით, შემოგვიერთდით და ერთად გავფრინდეთ სფეისში.