"ნიკოლა, ხომ იცი, უზრდელი ბავშვები არ მიყვარს... ძალიან მაწყენინე" - როგორ აბრაზებს პატარა ნიკოლა დედას - მშობლები

"ნიკოლა, ხომ იცი, უზრდელი ბავშვები არ მიყვარს... ძალიან მაწყენინე" - როგორ აბრაზებს პატარა ნიკოლა დედას

2021-03-20 06:33:37+04:00

დიზაინერი ანუკი არეშიძე უმცროსი ვაჟის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ აბრაზებს ნიკოლა დედას. თბილისის მერი, კახა კალაძე და მისი მეუღლე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან და მათი უმცროსი შვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს. რის გამოც, წყვილი ხშირად აქვეყნებს ნიკოლას ფოტო თუ ვიდეოკადრებს.

კახასა და ანუკის გამომწერებს უყვართ ნიკოლასის საუბარი და ჩაცმის სტილი. როცა ბიჭუნა წყვილის "ინსტაგრამზე" ხშირად აღარ ჩნდება, მას ყოველთვის კითხულობენ და ანუკისა და კახას სთხოვენ, რომ ნიკოლას ახალი კადრები გააზიარონ.

როგორც კადრებიდან ჩანს, ბიჭუნა ძმებთან შედარებით ყველაზე ცელქია და დედიკოსაც აბრაზებს. ასევე, ცნობილი ფაქტია ნიკოლასის განსაკუთრებული სიყვარულის მამის მიმართ. იხილეთ ვიდეო