4 მითი ონლაინ განვადების შესახებ - მშობლები

4 მითი ონლაინ განვადების შესახებ

2021-03-31 08:25:57+04:00

რა გსმენია ონლაინ განვადების შესახებ?

ალბათ არაერთხელ მოგისმენია შენი მეგობრებისგან ფრაზები: “მე განვადება სესხის აღებაზე ძვირი დამიჯდა”,- “45 წუთი ველოდებოდი განვადების ოფიცერს მაღაზიის რიგში, განვადების გასაფორმებლად”, “განვადებას იმდენი საკომისიო დაემატა, ღირებულებაზე ორჯერ მეტის გადახდა მომიწია” და ა.შ. ასეთი გამოცდილება ალბათ ერთხელ მაინც, ყველას გვქონია ცხოვრებაში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ ბლოგში შენს ყველა კითხვას ვუპასუხოთ, მოგიყვეთ სიმართლე იმ მითების შესახებ, რომლებიც მუდამ ტრიალებენ განვადების გარშემო და უფრო ახლოს გაგაცნოთ სფეისის QR განვადება.

მითი N1 - საკომისიოებში დაკარგული პირველადი ღირებულება

დღეს თითქმის ყველა ბანკი გთავაზობს 0%-იან განვადებას, მაგრამ რამდენჯერ გქონია შემთხვევა, როცა სასურველი ნივთის თავდაპირველი ღირებულება, 0%-იანი განვადების მიუხედავად, გაძვირებულა, არსაიდან გამოჩენილი საკომისოების ხარჯზე. სფეისში ფარული საკომისიოები საერთოდ არ გვაქვს, ამიტომ, ჩვენი სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით სარგებლობისას, ნივთში იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს. უბრალოდ, მის ღირებულებას ყოფ სამ ტოლ ნაწილად და ანაწილებ მომდევნო სამ თვეზე. აი, მაგალითად, თუ შენ გსურს შეიძინო 900 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი სფეისის QR განვადებით, მომდევნო სამი თვე გადაიხდი 300-300 ლარს და არც ერთი თეთრით მეტს, რადგან:

• სფეისის განვადებას არ აქვს დამტკიცების საკომისიო

• სფეისის განვადებას არ აქვს არც წინსწრებით დაფარვის საკომისიო

მითი N2 - განვადების გასაფორმებლად აუცილებელია ფილიალში მისვლა

გაგახსენდა ის უხერხული მომენტი, მაღაზიაში ნივთის შერჩევის შემდგომ, განვადების ოფიცრის საბოლოო პასუხს მოუთმენლად რომ ელი? თან ეს პროცესი ყოველთვის დაგეგმილზე დიდ ხანს გრძელდება და შენც სხვა არაფერი გრჩება გარდა იმისა, რომ პერიოდულად გულთბილად გაუღიმო სხვა შენთან ერთად მყოფ, განვადების მომლოდინეებს.

ამ უხერხულობისგან თავის არიდება მარტივად სფეისის სრულად დისტანციური QR განვადებით შეგიძლია. არჩევ სასურველ ნივთს ჩვენს პარტნიორ ონლაინ მაღაზიებში და განვადებასაც ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, ნებისმიერ დროს იმტკიცებ.

მითი N3 - განვადება ხანგრძლივი და ჩახლართული პროცესია

ონლაინ განვადების პროცესი სფეისში სწრაფი, მარტივი და შენზე მორგებულია. სწორედ ამით განსხვავდება ის სხვა სტანდარტული განვადებებისგან.

სასურველი ნივთის შერჩევიდან მაქსიმუმ 5 წუთში ნივთი უკვე შენია, თანაც სფეის განვადებით შეგიძლია ნებისმიერ დროს, 24/7-ზე ისარგებლო. ამისთვის საჭიროა, მიჰყვე აპლიკაციაში მოცემულ ნაბიჯებს. პირველ რიგში, დაადასტურე შემოსავლები, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. არ დაგავიწყდეს, შემოსავლად გეთვლება ყველაფერი: ხელფასი, იჯარა, მომსახურების ანაზღაურება,გზავნილები. რაც მთავარია, დოკუმენტების აქეთ-იქით ტარება არ გჭირდება, რადგან მოთხოვნას განვადებაზე ავტომატურად, აპლიკაციიდან გაუსვლელად შევასებ, დაადასტურებ და მზადაა.

თუ ჯერ არ გაქვს სფეისის აპლიკაცია, არც ესაა პრობლემა - ამ დროში აპლიკაციის გადმოწერას და რეგისტრაციის გავლასაც მოასწრებ.

მითი N4 - პროდუქტების მცირე არჩევანი

მითია ისიც, რომ ონლაინ განვადების შემთხვევაში პროდუქტების არჩევანი მცირეა. სფეისის პარტნიორი ონლაინ მაღაზიების რიცხვი თითქმის ყოველდღიურად იზრდება და უკვე ყველაზე მეტ, 110-მდე ონლაინ მაღაზიას მოიცავს. სასურველი პროდუქტის შერჩევას: ტექნიკის, ტანსაცმლის, აქსესუარების, საბავშვო, სახლისა და ეზოს მოწყობისა და სხვა კატეგორიებიდან შეძლებ. თუ ამ კატეგორიებში საშენო ნივთს ვერ იპოვი, შეგიძლია ისეთ ონლაინ მაღაზიებსაც გადახედო, რომლებიც ყველა კატეგორიის ნივთს ერთ სივრცეში გთავაზობენ.

თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, მითები განვადების შესახებ ისე აღარ გაშინებენ, როგორც აქამდე, გადახედე ჩვენი პარტნიორი ონლაინ მაღაზიების ვრცელ ჩამონათვალს და შეარჩიე სასურველი ნივთი. ჩვენ კი სასიამოვნო და კომფორტულ შოპინგს გისურვებთ!