პირს ბროსნანსა და კილი შეი სმიტი უკვე 27 წელია ერთად არიან და მსოფლიო შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე სამაგალითო წყვილად მიიჩნევიან.
მსახიობი საჯარო პოსტებსაც უძღვნის საყვარელ ცოლს და სინაზისა და სიყვარულის გამოხატვას საჯარო სივრცეშიც არ ერიდება ხოლმე, რაც ბევრს აღაფრთოვანებს. ხშირად უწერენ ფოტოების კომენტარებში, რომ ყველა ქალი ინატრებდა ასეთ ქმარს.
წყვილმა ოჯახი 2001 წელს შემქნა, თუმცა მანამდე 7 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.
მანამდე პირსს პირველი ოჯახი ჰქონდა კასანდრა ჰარისთან. იმ დროისთვის კასანდრას თავისი ორი შვილი ჰყავდა და პირსთან კიდევ ერთი ეყოლა - შონ ბროსნანი, რომელიც მსახიობია.
კილისთან კი ორი ვაჟი ეყოლა - 21 წლის დილანი და 17 წლის პარისი.