მოგვწონს თუ არა, ყველას გვაქვს თვის ბოლოს ის მომენტი, როდესაც გვიწევს კომუნალური გადასახადების გადახდა. სფეისში ვიცით, რომ ასეთი რუტინული საქმეები ძალიან მოსაბეზრებელი და დამღლელია. ზუსტად ამიტომ ერთგვარ სტრესს უკავშირდება თვის ბოლოც. დენის ან გაზის გადახდა თუ დაგვიწყებიათ, ალბათ იცით, რა შედეგიც მოაქვს, ესეც რათქმაუდა ასევე ძალიან უსიამოვნოა. სწორად ამიტომ, სფეისის აპლიკაციაში შევქმენით ისეთი მომსახურება, რომელიც მოგიხსნიდა ამ სტრესს და უსიამოვებას, ძალიან სწრაფად, მარტივად და, რაც მთავარია, სახლიდან გაუსვლელად, მოახერხებთ კომუნალურების გადახდას.
1. 0 საკომისიო ნებისმიერ კომუნალურ გადასახადზე
კომუნალურების გადახდას რომ დააპირებ, სფეისის ბარათით რომ გადაიხდი, არანირი საკომისიო გადასახადი არ დაგეკისრება. დენის გადასახადში იხდი მხოლოდ შენს მიერ გამოყენებულ დენის ფასს და არცერთ ზედმეტ თეთრს სხვა გაურკვეველ მომსახურეობაში. ამასთან ერთად იმასაც გაცნობებ, რომ სფეისში შეგიძლია ნებისმიერი ბანკის ბარათი გამოიყენო და თუ ერთ ბარათზე არ გიდევს საკმარისი თახა, სხვადასხვა ბარათებით გადაიხადო. მაგალითად, გაზის გადასახადი შეგიძლია სფეისით გადაიხადო, თელასის დავალიანება, ანუ დენის გადასახადი კი სხვა ბანკის ბარათით დაფარო და ეს რათქმაუდა ვრცელდება წყლის გადასახადზეც.
2. კომუნალურების გადახდა ხდება სწრაფად, მარტივად და ძალიან მოსახერხებლად
სფეისით პირველად რომ დაფარავ კომუნალურებს, გადასახადი შეგიძლია შაბლონად შენახო. შაბლონის შექმნის შემდეგ შეგიძლია გააკეთო კალათა და ყველა შაბლონი ერთ კალათაში მოათავსო. მაგალითად, გაზის გადასახადი და დენის გადასახადი შეგიძლია ერთ კალათაში მოათავსო და ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ თვეებში ამ კომუნალურ გადასახადებს ერთი თითის დაჭერით დაფარავ. იმისთვის, რომ გადასახადები დროულად დაფარო, სფეისის აპლიკაციაში შეგიძლია თვალი ადევნო მიმდინარე გადასახადებს.
3. დაფარე გადასახადები სფეისით და ისარგებლე 150-ზე მეტი სერვისით, მათ შორის Itunes და Apple App Store-ის ვაუჩერით.
სფეისში 150-ზე მეტი სერვისი გვაქვს და ყოველდღიურად ახალ სერვისებს ვამატებთ. დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე ხშირად გვჭირდება ხოლმე: მობილური ბალასის შევსება და ამასთანავე პაკეტების შეძენა. ასევე შეგიძლია დაფარო სტანდარტული კომუნალური გადასახადები, მაგალითად შეგიძლია გაზის გადახდა, დენის გადახდა, წყლის გადახდა, იტერნეტის (სილქეტის, მაგთის და სხვა მრავალის) გადახდა და ტელევიზიის გადახდა. სფეისის აპლიკაციიდან გაქვს საშუალება, რომ საბანკო და სადაზღვევო სერვისები დაფარო. თუ ონლაინ შოპინგი გიყვართ, ამანათების ჩამოტანის საფასური შეგიძლია დაფარო.
თუ ეს ყველაფერი შენთვის მიმზიდველად ჟღერს, გადმოწერე სფეისის აპლიკაცია ამ ბმულით, მოიხსენი დისკომფორტები და გაიმარტივე ცხოვრება ჩვენთან ერთად.