კომუნალურების გადახდა არის ყოველთვიური უსიამოვნო რუტინა, რომლის შესრულებაც ყველა ჩვენგანს გვიწევს. სფეისში ბევრი ვიფიქრეთ როგორ გაგვემარტივებინა ეს პროცესი და გადავწყვიტეთ, რომ ყველა კომუნალური გადასახადი მოგვექცია ერთ სივრცეში, სადაც შენთვის სასურველი ბარათით შეძლებ მათ დაფარვას, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.
გაზის გადახდა
თუ ძალიან ბევრი საქმე გაქვს და თან გაზის გადასახადიც შენი დასაფარია, სფეისით სულ რამდენიმე წამში მოიშორებ ამ პრობლემას და დროსაც დაზოგავ. აპლიკაციაში დააჭირე მინუს ღილაკს და აირჩიე გაზის გადახდა, გაყევი მოცემულ ნაბიჯებს და დაფარე გადასახადი ზუსტად 2 წუთში.
დენის გადახდა
თუ დღეს გარეთ გასვლა არ გინდა, მაგრამ არც დენის გარეშე დარჩენა გსურს, სფეისი ამ პრობლემას მარტივად მოგიგვარებს. დენის გადახდა შესაძლებელია თითის ერთი დაჭერით, სფეის აპლიკაციიდან, რაც მთავარია შემდეგში ჩვენთან განმეორებითი გადახდის გასამარტივებლად შაბლონების შენახვაც შეგიძლია, უბრალოდ მონიშნე სასურველი გადახდა ვარსკვლავით და სულ ესაა.
ინტერნეტის გადახდა
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ალბათ წარმოუდგენელია ყოველდღიურობა ინტერნეტის გარეშე, სფეისში შევეცადეთ ინტერნეტის გადახდის პროცესი ყოფილიყო რაც შეიძლება სწრაფი და მარტივი. სფეისით კომუნალურების გადასახდელად, არ არის აუცილებელი გამოიწერო სფეის ბარათი. შენ შეგიძლია მიაბა ნებისმიერი ბანკის ბარათი სფეის აპლიკაციას და გადაიხადო სასურველი ბარათით სხვდასხვა კომუნალური გადასახადი.
მობილური ბალანსის შევსება
თუ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე საუბრისას, უცბათ მობილურის ბალანსი ამოგეწურა, შენ კი იმის დრო არ გაქვს, რომ გარეთ გახვიდე და გადახდის აპარატთან რიგში ჩადგე, სფეისი მარტივ გამოსავალს გთავაზობს. შეავსე მობილურის ბალანსი სახლიდან გაუსვლელად 24/7-ზე, რაც მთავარია საკომისიოების გარეშე. საკომისიოს გარეშე შეძლებ ასევე სხვა გაზის, დენის, ინტერნეტისა და ჯარიმის გადასახადის გადახდას. * სფეისში საკომისიოს იხდი მხოლოდ ენერგოპროს საფასურის გადახდისას, რომელიც ჩვენ არ გვეკუთნის.
არ დაგავიწყდეს, რომ სფეისით შეგიძლია შენს გრაფიკს მოარგო ყველაზე რუტინული პროცესები, თავად დაგეგმო კომუნალურების გადახდა და თვალი ადევნო მათ ერთ აპლიკაციაში.
წარმოგედგინა რომ ასეთი მარტივი იყო კომუნალურების გადახდის პროცესი?
თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდგომ, მოგინდა სრულიად ციფრული სივრცის შექმნა შენი კომუნალური გადასახადებისთვის, გადმოწერე სფეის აპლიკაცია.