როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო" - "თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!" - მშობლები

როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო" - "თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!"

2021-04-11 06:49:01+04:00

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩცდ" კო­რო­ნა­პან­დე­მი­ის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა რო­გორც პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, გა­ზა­ფხულ­ზე ის თა­ვის ჩვე­ულ რიტმს და ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს და­უბ­რუნ­დე­ბა. ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის კადრს მიღ­მა ცხოვ­რე­ბა მკი­თხველს ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებს.

ამი­ტომ, AMBEBI.GE "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ბავ­შვს, ჯე­კოს, იგი­ვე გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძეს შე­ეხ­მი­ა­ნა, რო­მე­ლიც სუ­ლაც აღარ არის პა­ტა­რა, უკვე 19 წლის არის და სტუ­დენ­ტიც გახ­და. თუმ­ცა თა­ვის სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ზე ჯერ ბევ­რს ვე­რა­ფერს ამ­ბობს, რად­გა­ნაც პან­დე­მი­ის გამო თით­ქმის სულ სახ­ლში უწევს ყოფ­ნა და ლექ­ცი­ებს ონ­ლა­ინ ეს­წრე­ბა.

"ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნეს­მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსწავ­ლობ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ ერთხელ ვი­ყა­ვი, ჩემი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი და ლექ­ტო­რე­ბი პი­რის­პირ ჯერ არც მი­ნა­ხავს" - ამ­ბობს გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე.

- შენი არ­ჩე­ვა­ნი იყო, რომ "ბიზ­ნეს­მე­ნე­ჯმენტზე" გეს­წავ­ლა?

- კი, ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო, მაგ­რამ მისი არ­ჩე­ვაც ისე მოხ­და, რომ არ ვი­ცო­დი, რა ჩა­მე­წე­რა იქ, სა­დაც ჩავ­წე­რე. ისე, ახ­ლაც არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, მინ­და, თუ არა ეს დარ­გი. ჯერ გა­მოვ­ცდი, ვნა­ხავ და ყვე­ლა­ფერს მივ­ხვდე­ბი...

- მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი რთუ­ლი იყო?

- არ გამ­ჭირ­ვე­ბია...

- ამ­დენ­წლი­ა­ნი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, თით­ქოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ სწავ­ლას თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლებ­დი. ამა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- "თე­ატ­რა­ლურ­ზე" მი­ფიქ­რია, მაგ­რამ იქ ჩა­ბა­რე­ბა არ მინ­დო­და. არ მქონ­და ამის სურ­ვი­ლი. მინ­დო­და სხვა რამ მე­ცა­და, რად­გა­ნაც სულ მსა­ხი­ო­ბი ხომ არ ვიქ­ნე­ბო­დი?! ისე, "თე­ატ­რა­ლურ­ზე" ჩა­ბა­რე­ბა, ჯო­ბი­აო - ამას ბე­ბია სულ მე­უბ­ნე­ბა.

- სე­რი­ა­ლი, სა­დაც გა­ი­ზარ­დე, პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი - რა არის შენ­თვის?

- პირ­ველ რიგ­ში, ჩემი კა­რი­ე­რა და პრო­ფე­სი­აა. ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­თან, ვინც იქ გა­ვი­ცა­ნი, ვმე­გობ­რობ. ეს სე­რი­ა­ლი ჩემ­თვის მე­ო­რე ოჯა­ხი­ვი­თაა.

- გახ­სოვს კამერასთან მუ­შა­ო­ბის პი­რვე­ლი დღე?

- რო­გორ არ მახ­სოვს... თუმ­ცა მა­ნამ­დე, სა­ნამ სტუ­დი­ა­ში შე­ვი­დო­დით, რომ მი­ვე­დით, თა­ვი­დან დაც­ვას­თან გავ­ჩერ­დით, სა­დაც ასე­ვე მო­ვი­და ჩემი ეკ­რა­ნუ­ლი და - ტასო და დედა - ნინო. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნე­თი "ოჯა­ხის წევ­რებ­მა" პირ­ვე­ლად იქ ვნა­ხეთ, ასე გა­ვი­ცა­ნით. მათ­თან ყვე­ლას­თან ვმე­გობ­რობ - უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ტასო მა­შინ 4 წლის იყო, მე - 9 წლის. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს... ტექ­სტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბის პრობ­ლე­მაც არას­დროს გვქო­ნია... შე­ნიშ­ვნაც არ დაგ­ვიმ­სა­ხუ­რე­ბია, უბ­რა­ლოდ, რო­დე­საც რე­ჟი­სო­რე­ბი რა­ღა­ცე­ებს გვირ­ჩევ­დნენ, ზუს­ტად იმას ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით, რა­საც გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ყო­ველ­თვის ჭკვი­ა­ნე­ბი ვი­ყა­ვით.

- ახლა ძველ სე­რი­ებ­ში პა­ტა­რა ჯე­კოს რომ უყუ­რებ, მოგ­წონს?

- ძა­ლი­ან კარ­გია, კი, მომ­წონს...

mshoblebi

- რო­დე­საც ტა­სოს ვე­სა­უბ­რე, მი­თხრა, ადრე, სულ თა­ვი­დან ეკ­რან­ზე ჩემს თავს ვერ ვუ­ყუ­რებ­დი და სე­რი­ა­ლი რომ იწყე­ბო­და, სხვა ოთახ­ში გავ­დი­ო­დიო. შენ?

- მე სა­ერ­თოდ არ ვუ­ყუ­რებ­დი, არ მქონ­და სურ­ვი­ლი, რომ მე­ნა­ხა, რა­ტომ? ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს...

- რო­გორ ფიქ­რობ, შენ­ში რე­ჟი­სო­რებს და პრო­დი­უ­სე­რებს რა მო­ე­წო­ნათ?

- ალ­ბათ, ჩემი ბუ­ნებ­რი­ო­ბა...

- შენი პერ­სო­ნა­ჟი თუ მოგ­წონს?

- კარ­გი ტი­პია, მაგ­რამ ჩემ­გან გან­სხვავ­დე­ბა... რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ბო­ლოს კარ­გად მო­იქ­ცა, რომ მშობ­ლებს და მე­გობ­რებს და­ე­ლა­პა­რა­კა... განაგრძეთ კითხვა