რა მიზეზით იღუპება კოვიდპაციენტების უმრავლესობა: "ჩავატარეთ გარდაცვალების შემთხვევათა მოკლე ანალიზი" - მშობლები

რა მიზეზით იღუპება კოვიდპაციენტების უმრავლესობა: "ჩავატარეთ გარდაცვალების შემთხვევათა მოკლე ანალიზი"

2021-04-13 06:24:30+04:00

დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვა COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზია. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე „ფე­ის­ბუქ პოს­ტში“ აღ­ნიშ­ნავს, ჩა­ტარ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მოკ­ლე ანა­ლი­ზი, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია კლი­ნი­კებ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვით, როცა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ყო­ველ­თვის ვერ ხერ­ხდე­ბა.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ნიშ­ნე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის ზრდა. რიგ ქვეყ­ნებ­ში უკვე და­ი­წყო ან იწყე­ბა ე.წ. მე­სა­მე ტალ­ღა. სა­ქარ­თვე­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გვი­ან და­წყე­ბის მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ის სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტით დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელს, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც აღი­ნიშ­ნე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია.

თუ მისი შე­ჩე­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა და პირ­ველ რიგ­ში კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი დად­გე­ბა ახა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა ახ­ლა­ვე მი­ვი­ღოთ ზო­მე­ბი COVID-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის შემ­დგო­მი ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის­თვის.

ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ ბოლო პე­რი­ოდ­ში COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მოკ­ლე ანა­ლი­ზი, რო­მელ­მაც გვიჩ­ვე­ნა, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია COVID კლი­ნი­კებ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვით, როცა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ყო­ველ­თვის ვერ ხერ­ხდე­ბა.

COVID კლი­ნი­კებ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვა ხდე­ბა ან თვი­თონ პა­ცი­ენ­ტის მი­ზე­ზით (უფრო ხში­რად) ან სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის (სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ან ოჯა­ხის ექი­მი) მი­ზე­ზით (გა­ცი­ლე­ბით იშ­ვი­ა­თად)”, - წერს წერ­ცვა­ძე.

ამას­თან ცერ­ცვა­ძე კონ­კრე­ტულ მი­ზე­ზებ­საც ასა­ხე­ლებს.

“პა­ცი­ენ­ტი COVID-ზე სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბით არ იკე­თებს ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით იკე­თებს COVID-ზე ტეს­ტი­რე­ბას.

პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­მაც იცის COVID ტეს­ტის და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი, არ მი­მარ­თავს ექიმს და ცდი­ლობს თვით­მკურ­ნა­ლო­ბას, სა­ნამ ძა­ლი­ან არ დამ­ძიმ­დე­ბა.

ოჯა­ხის ან საწ­რა­ფოს დახ­მა­რე­ბის ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, პა­ცი­ენ­ტი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარს ამ­ბობს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, სა­ნამ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად არ დამ­ძიმ­დე­ბა.

იშ­ვი­ა­თად ოჯა­ხის ან საწ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მი ვერ აფა­სებს სა­თა­ნა­დოდ და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მეს და დაგ­ვი­ა­ნე­ბით ახ­დენს პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას”, - წერს ცერ­ცვა­ძე.

ის თხოვ­ნით მი­მარ­თავს მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ბოლო პე­რი­ოდ­ში გაზ­რდი­ლი რის­კე­ბი და COVID-ზე სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ი­ტა­როს COVID-ზე ტეს­ტი­რე­ბა, ხოლო ტეს­ტის და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თოს ექიმს და გა­ნუხ­რე­ლად შე­ას­რუ­ლოს მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მათ შო­რის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე.

„მივ­მარ­თავთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის ექი­მებს გა­ნუხ­რე­ლად ისარ­გებ­ლონ COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ გა­იდ­ლა­ი­ნებ­ში გა­წე­რი­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით და ყვე­ლა სა­ჭი­რო შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე. პა­ცი­ენ­ტის ბი­ნა­ზე მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ყუ­რა­დღე­ბით იყ­ვნენ დამ­ძი­მე­ბის რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან.

მივ­მარ­თავთ COVID კლი­ნი­კებს გა­ნუხ­რე­ლად და ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლონ COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის გა­იდ­ლა­ინ­ში გა­წე­რი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ სტან­დარ­ტუ­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თე­რა­პი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის: რემ­დე­სი­ვი­რი, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, სის­ხლის ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გაწ­მენ­და და პლაზ­მა­ფე­რე­ზი, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლაზ­მა, კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბით თე­რა­პია ე.წ. პულს თე­რა­პი­ის ჩათ­ვლით, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია, ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­უ­რი თე­რა­პია და სხვა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ავ­რცე­ლებს.