"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო, საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში - მშობლები

"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო, საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში

2021-04-13 10:39:03+04:00

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი წყვი­ლის, მსა­ხი­ო­ბე­ბის, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და მა­ი­კო ვა­წა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა - ისი­ნი სამ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, პირ­ველ შვილს ელო­დე­ბი­ან. ან­დრია და მა­ი­კო AMBEBI.GI-ს უამ­ბო­ბენ, რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნის­თვის

ან­დრია:

- ორ­სუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ძაღ­ლი წა­ვიყ­ვა­ნე ძაღ­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე და იქ მსაჯ­თან ვი­ჩხუ­ბე, უხა­სი­ა­თოდ ვი­ყა­ვი და ამ დროს და­მი­რე­კა მა­ი­კომ და პირ­და­პირ მი­თხრა - "ორ­სუ­ლად ვარ". ჩემი პირ­ვე­ლი ემო­ცია იყო დუ­მი­ლი – გა­ვოგნ­დი, ხმას ვერ ვი­ღებ­დი. მი­ხა­რო­და, მაგ­რამ ნორ­მა­ლუ­რად ვერ გან­ვი­ცა­დე. ხუთ თვემ­დე სა­ერ­თოდ არ ვთქვით. რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­მენტს ვე­ლო­დით, თან მა­ი­კო­საც მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის დღეს გა­ვამ­ხი­ლეთ – სამ თე­ბერ­ვალს "ინ­სტაგ­რამ­ზე" მა­ი­კოს ფოტო დავ­დე, წარ­წე­რით - "თე­ბერ­ვლის სამი, ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი წელი და უკვე სამ­ნი". ჯერ ჩვენ თვი­თონ ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით და არ ვჩ­ქა­რობ­დით. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ჰქონ­და ეტა­პე­ბი, ჯერ სამ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და, შემ­დეგ – შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის სამ­წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი, მერე უკვე და­ვი­ნიშ­ნეთ, დავ­ქორ­წინ­დით და აქაც სამ­წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი გა­მოგ­ვი­ვი­და. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე, ეტა­პობ­რი­ვად გან­ვი­თარ­და.

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბით ბავ­შვის და­სახ­ვედ­რად?

- ჯერ არ გვი­ყი­დია, მაგ­რამ უკვე გვჩუქ­ნი­ან რა­ღა­ცებს. იმე­დი გვაქვს, რომ ჯერ არ ჩაგ­ვკე­ტა­ვენ და ბავ­შვი შიშ­ვე­ლი არ დაგ­ვრჩე­ბა. ორ­სუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი სამი კვი­რაც "ჩა­კე­ტი­ლე­ბი“ ვი­ყა­ვით, მა­ი­კოს­თვის სა­ორ­სუ­ლო ტან­საც­მე­ლი ვერ ვი­ყი­დეთ და ჩემი შარ­ვლე­ბის ჩაც­მა უწევ­და.

- სქესს ამ­ხელთ?

- კი, ბი­ჭია. ჩვენ­თვის სქესს არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა. ჩემს დაზე უფ­რო­სი ვარ და მე გავ­ზარ­დე, მამა-შვი­ლი­ვით ვი­ყა­ვით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ მინ­დო­და გოგო, თუმ­ცა გუ­ლის სიღ­რმე­ში ვი­ცო­დი, რომ პირ­ვე­ლი შვი­ლი ბიჭი მე­ყო­ლე­ბო­და.

- მა­ი­კო, ორ­სუ­ლო­ბამ ხა­სი­ა­თი რამ­დე­ნად შე­გიც­ვა­ლა?

- ხა­სი­ა­თი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ შემ­ცვლია. ვცდი­ლობ, რომ უფრო მშვი­დი ვიყო. ისეთ რა­ღა­ცებს აღარ ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას, რა­ზეც აქამ­დე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ეს ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად მოხ­და. მკვეთ­რი ტოქ­სი­კო­ზი და უც­ნა­უ­რი სურ­ვი­ლე­ბი არ მქო­ნია.

ან­დრია:

- ხა­სი­ა­თი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­ეც­ვა­ლა. მარ­წყვზე ნამ­დვი­ლად არ მირ­ბე­ნია, ალუ­ჩა­ზე კი – ხში­რად. განაგრძეთ კითხვა