მოდელმა თამუნა ვაშალომიძემ დედობასა და ბევრ სხვა საკითხზე ფორმულაზე ისაუბრა "ყვითელ დილაში".
"რატომ ვერ წარმოუდგენია საზოგადოებას არ ვიცი, მაგრამ კი, ვალაგებ კიდეც... საჭმლის გაკეთებას რაც შეეხება, საშინელი ვარ სამზარეულოში, თუმცა ვფიქრობ, რომ მინდოდეს, გამომივა. ალბათ ვზარმაცობ და არ მინდა, იმიტომ, რომ დამხმარეები მყავს სახლში, მეხმარებიან და თავს არ ვიწუხებ... მაგრამ როგორც დედა, ვცდილობ, რომ მაქსიმალურად კარგი დედა ვიყო ჩემი შვილებისთვის... მთავარია, რომ სიყვარულით გავზარდო, სწორად გავზარდო, განათლება მივცე, და რაც მე მომაკლდა ბავშვობაში, ათი ათასი პროცენტით მათ მივცე..."