სწრაფი და მარტივი გამოსავალი სფეისისგან
ყველას გვქონია ალბათ ისეთ სიტუაცია, როდესაც ძალიან სწრაფად და მარტივად გვჭირდება სესხის აღება. ტრადიციულად ამ სიტუაციაში მოგიწევდა სახლიდან გასვლა, ტრანსპორტში ფულის გადახდა, ბანკში მისვლა და იქ რიგში დგომა. ბანკის თანამშრომელთან უხერხულ და ხანდახან უსიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა: რისთვის გვჭირდება სესხი? როგორ დაფარავ? რით აპირებ სესხის უზრუნველყოფას? ამ ყველაფრის შემდგომ საბუთები გექნება შესაგროვებელი, ბანკის თანამშრომელთან რამდენიმე ზარი გასაშვები და უარეს შემთხვევაში, ისევ ბანკში მოგიწევს მიბრუნება.
როგორ გადავლახეთ სწრაფი სესხის აღების დისკომფორტები?
სფეისში ძალიან კარგად გვესმის რამდენად რთული, უსიამოვნო და არაკომფორტული შეიძლება იყოს სესხის აღების პროცესი, სწორედ ამიტომ შევქმენით ისეთი ონლაინ სესხი, რომელიც გაძლევს საშუალებას თავი აარიდო ტრადიციულად დამღლელ რუტინას და მიიღო სასურველი სერვისი დისკომფორტების გარეშე, პირდაპირ ჩვენი აპლიკაციიდან. თუ ჯერ არ ხარ სფეისელი, გადმოიწერე აპლიკაცია და დარეგისტრირდი მომხმარებლად, სულ რაღაც 2 წუთში. ახლა უკვე მზად ხარ დაიწყო სესხის აღების პროცესი.
სწრაფი სესხის უპირატესობები
მომენტალური სესხების უპირატესობა ის არის რომ, სესხი ხელმისაწვდომია 24/7ზე, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ანუ ღამის სამ საათზე, ფიქრებში თუ სპონტანური გეგმა შეიმუშავე, სფეისის ონლაინ სესხით მის ასრულებას შეძლებ.
სწრაფი სესხის პირობები:
- სფეისში არ ვცნობთ საკომისიოებს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ არ იხდი არც სესხის გაცემის საკომისიოს, არც მომსახურების საკომისიოს და რაც მთავარია, არც წინსწრებით დაფარვის ჯარიმას.
- ონლაინ სესხი შეგიძლია დაიმტკიცო 100-დან 50,000 ლარამდე. თუ კი შენ, პირველად, სესხი 1500 ლარამდე მოითხოვე, და ახლა კიდე გჭირდება თანხის დამატება, თანხის გაზრდა ყოველთვის შეილება პირდაპირ აპლიკაციიდან, მთავარია 50,000 ლარზე ნაკლები იყოს ჯამი.
- ყოველთვიურად გადასახდელ თანხას თავად ირჩევ, სესხს კი მინიმუმ 1 ან მაქსიმუმ 48 თვეზე ანაწილებ.
- გადახდის გრაფიკსაც თავად არჩევ. Რომელ რიცხვშიც იქნება შენთვის ხელსაყრელი, იმ რიცხვში გადაიხდი სესხის თანხას. თუ ამ რიცხვის შეცვლა მოგინდება, არც ეგ არის პრობლემა, გადახდის დრო რომ მოვა, აპლიკაციიდანვე შეგიძლია შეცვალო.
- თუ კი პირიქით მოხდა და წინსწრებით გინდა სწრაფი სესხის დაფარვა, წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ გვაქვს, ამიტომ თავისუფალად შეგიძლია გადაიხადო სასურველი თანხის რაოდენობა წინასწარ.
- და ბოლოს, სწრაფი ონლაინ სესხის ასაღებად 200 ლარი უნდა გქონდეს ყოველთვიური შემოსავალი. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ხელფასი, იჯარა/ქირა თუ დივიდენდი, მთავარია ბოლო 4 თვიდან 3 თვის ჩარიცხვის დოკუმენტი ატვირთო.
როგორია შენი სფეის სესხის სავარაუდო ლიმიტი?
გინდა წინასწარ გაიგო, რამდენია სფეის სესხის შენი სავარაუდო ლიმიტი? ამისთვის შეგიძლია გამოიყენო სესხის კალკულატორი ან გაესაუბრო ჩვენს ბოტს FAჩEBOOK-ზე და ის გამოგითვლის სწრაფი სესხის სავარაუდო ლიმიტს.
თუ სესხის კალკულატორის ან ჩვენი ბოტის დახმარებით, უკვე გაიგე შენი სესხის ლიმიტი და არჩევანი სფეისის სწრაფ სესხზე შეაჩერე, გადმოწერე სფეის აპლიკაცია, სესხის ასაღებად აპლიკაციაში უნდა დააჭირო პლიუს ღილაკს და მიჰყვე პროცესს.