შეიზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა სადღესასწაულო დღეებში - მშობლები

შეიზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა სადღესასწაულო დღეებში

2021-04-26 12:24:28+04:00

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გადავამოწმეთ, შეზღუდვა ხომ არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტსაც, სადაც განაცხადეს:

"შეზღუდვა ეხება მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს, ჯერჯერობით საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით დადგენილებაში ცვლილება არ შესულა."- გვითხრეს ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე.

თამარ იაკობაშვილი