"მე თვითონ არ მომწონდა ჩემი თავი... ბევრი მცდელობის მერე მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ გამეკეთებინა ბარიატრიული ოპერაცია.." - მიშა ავსაჯანიშვილი - მშობლები

"მე თვითონ არ მომწონდა ჩემი თავი... ბევრი მცდელობის მერე მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ გამეკეთებინა ბარიატრიული ოპერაცია.." - მიშა ავსაჯანიშვილი

2021-05-01 19:19:19+04:00

ცნობილი შეფმზარეული მიშა ავსაჯანიშვილი იმ ადამიანებს შორის არის, რომლებმაც მკვეთრად დაიკლეს წონაში. ზედმეტი წონის პრობლემა ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი კარიერა დაიწყო წლების წინ, „ტაბულას“ გადაცემაში „რესტორანი“, რომელშიც მან გაიმარჯვა მეწყვილე ნუცასთან ერთად.

mshoblebi

მოგვიანებით მან ბარიატრიალური ოპერაცია გაიკეთა, მკვეთრად დაიკლო და წლებია ინარჩუნებს წონას.

"მე თვითონ არ მომწონდა ჩემი თავი... ბევრი დიეტის, ბევრი მცდელობის მერე მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ გამეკეთებინა ბარიატრიული ოპერაცია... ვცდილობ შევინარჩუნო. რეალურად დიეტებმა მიმიყვანა დიდ წონამდე. ცოტას დავიკლებდი, მერე ორმაგს ვიმატებდი... ჯანმრთელობის პრობლემებიც მქონდა, წნევები მქონდა", - აღნიშნა ცოტა ხნის წინ გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი".

mshoblebi