იხდიან თუ არა მაინც ბანკეტებს მეთორმეტეკლასელები და რას ამბობს სამინისტრო - მშობლები

იხდიან თუ არა მაინც ბანკეტებს მეთორმეტეკლასელები და რას ამბობს სამინისტრო

2021-05-11 12:37:29+04:00

მე-12 კლასელები სკოლას 20 მაისს დაამთავრებენ. მათი მთავარი საზრუნავი, ეროვნული გამოცდების შემდეგ, ბოლო ზარისა და ბანკეტის აღნიშვნას უკავშირდება.

როგორც ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გვითხრეს, ათ ადამიანზე მეტის შეკრება და სოციალური ღონისძიებები კვლავ აკრძალულია. ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვკითხეთ, შეძლებენ თუ არა ბავშვები ბოლო ზარის აღნიშვნას:

"სკოლის შენობაში მასშტაბური ღონისძიების გამართვა აკრძალულია. ვერც მშობლები შევლენ ტერიტორიაზე. მაგრამ, თუ მოსწავლეებს სურვილი ექნებათ, ეზოში ერთმანეთს პერანგებზე სამახსოვროდ რაღაცები დააწერონ, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, არავინ დაუშლით", - გვითხრეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

mshoblebi

სკოლის დამთავრება ბევრი ბავშვისთვის განსაკუთრებულ სიხარულთან და ემოციებთანაა დაკავშირებული. თავად მე-12 კლასელებს ვკითხეთ, გეგმავენ თუ არა ბოლო ზარსა და ბანკეტს და საშუალოდ, რა თანხა უჯდებათ დაგეგმილი აქტივობა. როგორც აღმოჩნდა, ბევრმა მათგანმა, აკრძალვების მიუხედავად, კერძო სახლის დაქირავება და ზეიმის იქ გადახდა გადაწყვიტა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

ბანკეტს ვერ ვაკეთებთ და არც გვქონდა სურვილი. სახლი ვიქირავეთ ნაცნობობით და იქ ვაპირებთ წასვლას, უბრალოდ, ეს შეზღუდვები გვიშლის ხელს. ბოლო ზარს რაც შეეხება, 20-ში დავგეგმეთ. მხოლოდ პერანგებზე დავაწერთ ერთმანეთს. ღონისძიებას არ ვგეგმავთ. ჩემი სხვა მეგობრები, რომლებიც ამთავრებენ, იმავე გზას ირჩევენ. მაგალითად, ერთის კლასი კახეთში მიდის. იქ იქირავეს სახლი. მგონი, ახლა უფრო ასე ქირაობენ ან სადმე მიდიან ექსკურსიაზე ერთად. თუმცა, ქირაობა შეზღუდულია და ჩვენ ნაცნობობით ძლივს მოვახერხეთ, 700 ლარი ღირს ერთი ღამე და იქაც 25 კაცზე მეტი არ შეიძლება. თითო ბავშვმა 70 ლარი დავდეთ, არიან ბავშვები, რომლებიც 300 ლარს დებენ. მთელი 12 წელი ამ დღეს ველოდი, მარტო მე კი არა, ალბათ, ყველა ჩემი თანატოლი. გრანდიოზული ბოლო ზარის გაკეთება გვინდოდა. თუმცა, კოვიდრეგულაციები გვიშლის ხელს და გადავწყვიტეთ, რომ სკოლის ეზოში მივიდეთ, პერანგებზე დავაწეროთ და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვოთ. ერთადერთი დინამიკი გვექნება სიმღერებისთვის. თითქმის ყველას მანქანა ეყოლება და წავალთ ზედაზენზე და მცხეთაში. მოვილოცავთ ტაძრებს, ფოტოებსა და ვიდეოებს გადავიღებთ. 50-50 ლარს ვაგროვებთ. პიკნიკზე ვგეგმავთ წასვლას ან კლასელთან სახლში ასვლას. ბოლო ზარი გვექნება გარეთ, ღია ცის ქვეშ და მაყურებლის რაოდენობა, შესაბამისად, არ არის შეზღუდული. ბანკეტის ნაცვლად ზღვაზე მივდივართ, 3 დღით და იქ, სასტუმროში, მხოლოდ ბავშვებსა და დამრიგებელს გვექნება პატარა წვეულება. რაც შეეხება თანხას, ორივეზე 400-400 ლარს ვკრებთ. მდგომარეობიდან გამომდინარე, ბანკეტი ვერ გვექნება. რაც შეეხება ბოლო ზარს, მხოლოდ სკოლაში ჩავალთ, ზარს დავრეკავთ და ამით დამთავრდება. კლასში ექვსნი ვართ. ვაპირებთ, პატარა წვეულება მოვაწყოთ. ვფიქრობთ, სახლის ქირაობას ან უბრალოდ რომელიმე რესტორანში შეკრებას. რაც შეეხება თანხას, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ ვარიანტს ავირჩევთ. ჩვენ, ყველანაირი რეგულაციების დაცვით, ვგეგმავთ, სკოლის ეზოში ბოლო ზარის ჩატარებას, ზარის დარეკვის შემდეგ, აგარაკზე წასვლასა და აღნიშვნას. თითოს 60 ლარი გვიჯდება. ჩვენ ახლავე დავჯავშნეთ აგარაკი. 20 ბავშვი ვართ, ჩვენი მშობლები და რამდენიმე მასწავლებელი იქნებიან. აგარაკის ქირაობა, დიჯეით, ფოტო-ვიდეო გადაღებით 200 ლარი ჯდება კაცი. ამას დაემატა ჩაცმა-დახურვა. ისე ვერ იქნება, როგორც გვინდოდა, გრანდიოზულად, მაგრამ მაინც ერთად ვიქნებით და გავერთობით. თამარ იაკობაშვილი