რა პრობლემები უჩნდებათ მეცადინეობით გადატვირთულ ბავშვებს - მშობლები

რა პრობლემები უჩნდებათ მეცადინეობით გადატვირთულ ბავშვებს

2021-05-19 05:26:22+04:00

თანამედროვე ბავშვები ძალიან სწრაფად და შეიძლება ითქვას, ნახტომისებურად ვითარდებიან. რაც მეტ გონიერებას ავლენს ბავშვი, მით უფრო მეტად ცდილობენ მშობლები მეტი და მეტი სავარჯიშო და აქტივობა შესთავაზონ მათ. თუმცა სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარებაში ზედმეტი ჩარევა საჭირო არ არის. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ დროს ბუნებრივ პროცესებს ვაჩქარებთ და სამომავლოდ პრობლემების პორვოცირებას ვუწყობთ ხელს.

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ადრეულმა განვითარებამ მოგვიანებით?

ქვეითდება სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია

თუ ბავშვი სკოლამდელ ასაკშივე გადაიღალა ასოების და ციფრების სწავლით, თუ თავიდანვე გადაწყვიტეს მშობლებმა, რომ თავისუფალი დრო არ უნდა დარჩენოდა და ადრევე დაუქირავეს მასწავლებლები, მოგვიანებით ასეთ ბავშვებს საერთოდ უქრებათ მეცადინეობის სურვილი და ვეღარც აცნიბიერებენ, რა საჭიროა სწავლა.

ბავშვს საკუთარი სხეულის ხმა არ ესმის, ვერ ერკვევა თავის სურვილებში

ადრეულ ასაკში დაწყებული მეცადინეობა წვრთნას უფრო ჰგავს. მშობელი ან მასწავლებელი ბავშვისგან განსაზღვრულ ქმედებებს ითხოვს და წარმატების შემთხვევაში აქებს ან ასაჩუქრებს მას, წარუმატებლობის შემთხვევაში კი შენიშვნას აძლევს. ძალიან მალე ბავშვი ხვდება, რა იწვევს უფროსების კმაყოფილებას და რა - უკმაყოფილებას. უფროსები რომ არ არ განაწყენოს, აკეთებს იმას, რაც მათ უნდათ და არა იმას, რაც თავად სურს. თანდათან უკვე უჭირს საკუთარი გრძნობების გამოხატვა და გარკვევა, რა სურს თავად.

კარგავს სპონტანურობის შეგრძნებას

ბავშვები ხშირად იმპულსურად და გაუაზრებლად იქცევიან. სწრაფად კარგავენ ინტერესს მონოტორული აქტივომის მიმართ და სულ რაღაც ახალი სურთ. ეს ეხმარება მათ თავიანთი სურვილების, სხეულის, განცდების გაცნობიერებაში.

როცა თამაშს მეცადინეობა ანაცვლებს, მას ვართმევთ განვითარების რაღაც ეტაპს. შედეგად წამოზრდილი ბავშვი პრობლემებს აწყდება ურთიერთობებში, კარგავს თავდაჯერებას, არ შეუძლია კონკრეტულ სიტუაციში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, რადგან შედეგები აშინებს.

ყოველივე ზემოჩამოთვლილის გამო, რა თქმა უნდა, ბავშვის განვითარების ხელშეწყობა არ უნდა შეწყვიტოთ, თუმცა ამას მეცადინეობის და დატვირთვის სახე არ უნდა მიეცეს. სკოლამდელი ბავშვი მოწყვიტოთ თამაშს, რაშიც გატაცებითაა ჩაბმული და სამეცადინო მაგიდისკენ უხმოთ, აუცილებლად ცუდად შემოგიბრუნდებათ, როცა მართლა სამეცადინო ექნება. სკოლამდელი ბავშვს თამაში (როგორც აქტიური, ასევე ინტელექტუალური) და თანატოლებთან ურთიერთობა ყველაზე მეტ ბიძგს მისცემს განვითარების გზაზე.