სლავურ-კავკასიური წარმოშობის ღარიბი გოგონას წარმატება თურქულ კინოში და დაავადება, რომლის გამოც ცნობილი პროექტი მიატოვა - მშობლები

სლავურ-კავკასიური წარმოშობის ღარიბი გოგონას წარმატება თურქულ კინოში და დაავადება, რომლის გამოც ცნობილი პროექტი მიატოვა

2021-05-22 18:08:48+04:00

თურქული სერიალების ვარსკვლავ ნესლიჰან ათაგიულს საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს.

ნესლიჰანი სტამბოლშია დაბადებული 1992 წლის 20 აგვისტოს, საკმაოდ ღარიბ ოჯახში. დედამისი ბელორუსია, მამა კი ჩერქეზი. სწორედ კავკასიურ-სლავური გენების ნაზავია მისი არასტანდარტული გარეგნობა.

ნესლიჰანის დედა დიასახლისი იყო და შვილებს ზრდიდა, მამა კი მძღოლად მუშაობდა და დიდი გაჭირვებით არჩენდა ოჯახს.

გოგონა ჯერ კიდევ ბავშვობაში იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას. დედამისმა შენიშნა ეს ფაქტი და გადაწყვიტა, ნესლიჰანის გარეგნული მონაცემები მისი მომავლის უკეთ დასაგეგმად გამოეყენებინა.

mshoblebi

დაიწყო გოგონას სამოდელო სააგენტოებში და კასტინგებზე ტარება. პროფესიონალებს მიმართა და პორტფოლიო შეუდგინა, რომელსაც მერე დამკვეთებს უგზავნდა. მისმა შრომამ ამაოდ არ ჩაიარა - ლამაზი გოგონა სააგენტოებმა შენიშნეს და 8 წლის იყო, როცა პირველ რეკლამაში გადაიღეს.

mshoblebi

14 წლის იყო, როცა პირველად გადაიღეს ფილმში. პირველი როლისთვის პრემიაც მიიღო და მას მერე კინოში თამაში არც შეუწყვეტია.

სკოლის დამთავრების შემდეგ სტამბოლის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე ჩააბარა.

mshoblebi

სერიალების ვარსკვლავი მომავალ ქმარსაც კინოში შეხვდა. უამრავი თაყვანისმცემლიდან მან სწორედ ის შეარჩია - სერიალ "სტამბოლის ორი სახის" გადაღებებზე შეხვდა კადირ დოგულუს, რომელსაც 2016 წელს ცოლადაც გაჰყვა. კადირი ცოლზე 10 წლით არის უფროსი, თუმცა ეს არ უშლის წყვილს ხელს, შესანიშნავი ურთიერობა ჰქონდათ. მათ საერთო ბევრი აქვთ - კადირიც ღარიბ ოჯახში გაიზარდა და მანაც მოდელობით დაიწყო კარიერა.

mshoblebi

2019 წელს წყვილი დიდ სახლში გადავიდა საცხოვრებლად და ყველას ეგონა, რომ შვილს ელოდებოდნენ. თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ძალიან უნდათ ბავშვი, თუმცა ჯერ ძალიან დაკავებული არიან გადაღებებზე.

mshoblebi

ინტერვიუებში ნესლიჰანი ამბობს, რომ საკუთარი გარეგნობა არ მოსწონდა და რინოპლასტიკა გაიკეთა. ასევე აწუხებდა ე.წ. ტომსიკები თვალების ქვეშ, თუმცა ბოლო პერიოდში ისინი არ ჩანს, როგორც ჩანს, ეს პრობლემური ადგილებიც მოიშორა.

mshoblebi

mshoblebi

2021 წლის იანვარში ნესლიჰანმა სერიალი "ელჩის ქალიშვილი" დატოვა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა. მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია. კუჭნაწლავის პრობლემებმა ძალიან შეაწუხა და ვეღარ განაგრძო გადაღება. ავადმყოფობის გამო 168-სანტიმეტრიანი ნესლიჰანი 45 კილოგრამი გახდა. მოგვიანებით ისე გართულდა მისი მდგომარეობა, რომ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობის გართულების გამო, სერიალის სცენარში ცვლილებები შეიტანეს და სხვა მსახიობები დააკავეს.

altთურქული კინოს ვარსკვლავი ქალები ქართული ფესვებით - ისინი ულამაზეს თურქ ქალებს შორის მოიხსენიებიან