როგორ მოვუწყოთ ბავშვს დაბადების დღე მისი საყვარელი პერსონაჟების თემატიკით - მშობლები

როგორ მოვუწყოთ ბავშვს დაბადების დღე მისი საყვარელი პერსონაჟების თემატიკით

2021-05-24 06:46:11+04:00

ალბათ არ არსებობს ბავშვი, რომელსაც კუმირი არ ჰყავს. დაბადების დღეების გადახდა პატარა იუბილარის საყვარელი პერსონაჟის თემატიკით, აქტუალური განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა. ასეთი დაბადების დღის მოწყობა არც თუ ისე ძნელია. მთავარი მონდომება და სურვილია.

ამ სტატიაში პრაქტიკულ და საჭირო რჩევებს შემოგთავაზებთ, თუ როგორ უნდა მოუწყოთ თქვენს პატარას დაუვიწყარი დაბადების დღე, მისი საყვარელი პერსონაჟის თემატიკაზე.

მაგალითისთვის, ჩვენ ყველა ბავშვის საყვარელი წიგნი და ფილმი - „ჰარი პოტერი“ ავარჩიეთ. კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდში, იშვიათად იხდიან დაბადების დღეს გასართობ ცენტრებში. ადამიანთა უმრავლესობა დაბადების დღეს სახლში, მოკრძალებულად აღნიშნავს. აუცილებლად დაიცავით საჭირო უსაფრთხოების ზომები და 10 ბავშვზე მეტი არ დაპატიჟოთ.

ინტერიერის გაფორმება

mshoblebi

თუ კერძო სახლი გაქვთ, ამინდები საშუალებას გაძლევთ, რომ დაბადების დღე თქვენს პატარას ეზოში გადაუხადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დაგჭირდებათ მცირე დეკორაცია, რაც სადღესასწაულო განწყობას შექმნის. დეკორის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი - ბუშტებია. შეგიძლიათ იყიდოთ თეთრი ბუშტები და მარკერის საშუალებით, ბუებად გადააქციოთ. ქაღალდზე დაწერეთ საინტერესო გამოცანები, დაახვიეთ და მიამაგრეთ ბუშტებზე. ბავშვებს უთხარით სათითაოდ გახსნან და გამოიცნონ პასუხები. შეგიძლიათ ეს მხიარულ თამაშ-ვიქტორინად აქციოთ.

პორტალი მატარებლის სადგური

შეგიძლიათ მარტივად გააკეთოთ ფარდა, პლატფორმა 9 ¾-ის პორტალი, რომელშიც გაივლის ყველა სტუმარი. მართკუთხედი ფორმის ღრუბელი ჩააწეთ საღებავში და თეთრ პოლიეთილნის პარკზე (რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ მეტრობით), აგურები გამოსახეთ.

mshoblebi

ასევე, შეგიძლიათ დაამზადოთ კონვერტები „ჰოგვორტსიდან“ და გირლიანდა ააწყოთ.

mshoblebi

საჩუქრების ან წასახემსებლების ორიგინალური შეფუთვა

ბავშვებისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ მარტივი მენიუ „ჰეფი მილის“ ვარიანტში. მუყაოს ყუთებზე ან ქაღალდის პაკეტებზე დააბეჭდინეთ პერსონაჟის გამოსახულება, ან თემატური სიმბოლო. კოლორ ჯგუფში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი რაოდენობის ქაღალდის ჩანთები, მუყაოს ბრენდირებული ჭიქები, დაბადების დღის მოსაწვევები, პოსტერი, რომლებზეც სასურველ პრინტს გადაიტანთ. მუყაოს ჭიქებზე შეგიძლიათ დაბეჭდოთ სლიზერინის, რეივენქლოს, გრიფინდორისა და ჰაფლეპაფის სიმბოლოები და სტუმრებიც შესაბამისად გადაანაწილოთ, სხვადასხ აჯგუფებში.

mshoblebi

არ დაგავიწყდეთ სადღესასწაულო ქუდები. სასაჩუქრე ჩანთების მსგავსად, შეგიძლიათ ქუდებიც თემატიკის მიხედვით შეუკვეთოთ favshop.ge-ზე.

მაისური იუბილარისთვის

პატარას ძალიან გაახარებთ, თუ მას მაისურზე მისი საყვარელი გმირის გამოსახულებას დაუპრინტავთ. მაღალი ხარისხის დაპრინტული მაისურებით და მომსახურების სწრაფი სერვისით favshop.ge საუკეთესოა.

mshoblebi

რაც შეეხება წასახემსებელს, „ორეოს“ ორცხობილით, მარწყვითა და შოკოლადის გლაზურით, მინერვა მაკგონაგელის ქუდებს მარტივად „ააწყობთ“.

mshoblebi

ასევე, მარილიანი ჩხირით და ყველის ფირფიტებით მფრინავ ცოცხებს დაამზადებთ.

არ დაგავიწყდეთ თემატური ტორტი

mshoblebi

შეგიძლიათ საჩუქარი სახლში დამალოთ, დახატოთ რუკა და ბავშვებს ქვესტი მოუწყოთ. რაც მეტ ჯადოსნურობას შეიტანთ, მით უკეთესია. მოიძიეთ ინტერნეტში საინტერესო თამაშების იდეები. საინტერესო სათამაშოებს ვებ-გვერდიდან, სახლიდან გაუსვლელადაც შეიძენთ. favshop.ge-ზე სათამაშოების დიდი არჩევანია. მაგალითად, ბავშვები ძალიან გაერთობიან, თუ საპნის ბუშტების ლაბორატორიას მოუწყობთ.

mshoblebi

ბევრი ჯადოსნურობების გასაკეთებლად კი ეს საინტერესო სათამაშო კომპლექტი - Science & Play-სამეცნიერო ლაბორატორია დაგეხმარებათ.

იმედი გვაქვს, ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ თქვენს პატარას დაუვიწყარი დაბადების დღე მოუწყოთ.

გისურვებთ წარმატებებს!