კოღო - რა არ იცით ამ მწერების შესახებ? - მშობლები

კოღო - რა არ იცით ამ მწერების შესახებ?

2021-05-27 11:59:36+04:00

ზაფხულში განსაკუთრებით იმატებს მწერების ნაკბენები და მათ მიერ გამოწვეული უსიამოვნებები. კოღოს, თუ სხვა მწერის ნაკბენი განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა სახიფათო. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა პირველადი დახმარება უნდა გავუწიოთ მწერის ნაკბენის დროს.

იცოდით, რომ

კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დაახლოებით 107 მილიარდი ადამიანი დაიბადა და მათგან დაახლოებით 48 მილიარდი მდედრი კოღოს ნაკბენით დაიღუპა.

კოღო 100-ზე მეტი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადების გადამტანია. მათ შორის ისეთი დაავადებების როგორიც არის: მალარია, ყვითელი ციება, დანგეს ციება, ენცეფალიტი და ელეფანტიზმი.

დღესაც კი ყოველ 12 წამში ეს მწერი ერთერთ ჩვენგანს კლავს. რისკის ქვეშ ძირითადად ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც აზიის, აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპუკილ რეგიონებში ცხოვრობენ.

იცოდით, რომ

მხოლოდ მდედრი კოღო წოვს სისხლს, მამრი კი მხოლოდ ნექტრით იკვებება.

ის სისხლს კვერცხის დებისთვის საჭიროებს.

იცოდით, რომ

კოღოს ნესტარი ანუ ხორთუმი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალო საწრუპი. ის შედგება 6 ცალ-ცალკე გრძელი და წვრილი ნაწილისგან - ნემსებისგან, რომლებიც დაცულია გარეთა ტუჩით.

დიახ, ისინი გარჭობენ არა 1, არამედ 6 ნემსს!

ზოგიერთ მათგანს აქვს სამართებელივით მჭრელი კბილები, რომლებიც ჭრის კანს.

კოღოს ხორთუმის ამ ნემსებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს:

ზოგი კანში სისხლძარღვებს პოულობს,

ზოგს კოღოს ნერწყვი შეჰყავს.

ნერწყვში შედის 100-ზე მეტი სხვადასხვა ნივთიერება, რომელთა უმეტესობა ორგანული ნივთიერებები - ეგრეთწოდებული ენზიმებია

მათი დანიშნულებაა სისხლის შედედების შეჩერება და ნაკადის გაძლიერება.

არსებობს აგრეთვე სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც ადგილობრივი გაუტკივარებისთვის გამოიყენება.

როგორც კი ისინი შიგნით შევა, მსხვერპლი ვერაფერს ვეღარ იგრძნობს სანამ კოღო არ გაფრინდება და ნაკბენი ადგილი არ მოექავება.

იცოდით, რომ

კოღოები მსხვერპლის საძებრად სინათლეზე არ მიდიან. კარგი, თუ ისინი სინათლეზე არ მიდიან, მაშ როგორღა გვპოულობენ? მათ ბევრი ხერხი იციან, მაგრამ ძირითადად ყნოსვით გვაგნებენ. უფრო ზუსტად, ისინი ყნოსვით გრძნობენ სხეულის სითბოს, და კიდევ ერთ რამეს, რასაც ყველა მსუნთქავი სულიერი განუწყვეტლად გამოყოფს: ნახშირორჟანგს, ანუ CO2-ს. ყოველ ამოსუნთქვაზე ადამიანი იზიდავს მფრინავ მავნებლებს. კოღო ჰაერში ნახშირორჟანგის სულ მცირე დაგროვებასაც კი 20 მეტრზე გრძნობს.

პირველი დახმარება მწერების ნაკბენის დროს - რეკოტინის გელი

კოღოს ნაკბენი არც ისე უვნებელია, როგორც ბევრს ჰქონია. უსიამოვნო შედეგების რისკი ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია. კბენის თავიდან ასაცილებლად, ცხადია უმჯობესია გამოვიყენოთ კოღოსა თუ მოსკიტების საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა 100%-იანი დაცვის გარანტიას არც ეს იძლევა. ამიტომ, თუ მწერმა მაინც უკბინა თქვენს პატარას, აუცილებელია ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ.

mshoblebi

კოღოს, ქინქლის ნაკბენი

კოღოს ნერწყვი შეიცავს პროტეინს, რომელიც წარმოადგენს ალერგენს.

კბენის შემდეგ ხდება ჰისტამინის გამოთავისუფლება თავს იჩენს ალერგიული რეაქცია.

კოღოს ნაკბენს ორგანიზმი პასუხობს 3 სახის რეაქციით:

ადგილობრივი - სიწითლე კბენის ადგილიდან 10 სმ-ის დიამეტრში, შეშუპება, ქავილი, ტკივილი-წვის შეგრძნება; ზოგადტოქსიური - ქავილის დროს შეიძლება გაჩნდეს ნაკაწრები, მოხდეს ეპიდერმისის დაზიანება, ნაკბენის გაღიზიანება, შედეგად პათოგენის შეჭრა და ანთებითი რეაქცია, ტემპერატურის მომატება, ციებ-ცხელება, გულისრევა-ღებინება; ალერგიული რეაქცია - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

როგორ მოვიქცეთ?

მნიშვნელოვანია ნაკბენი ადგილის დაცვა მეორადი ინფექციის შეჭრისგან; ნაკბენი მიდამოს დამუშავება საპნითა და გამდინარე წყლით; შეეცადეთ ნაკბენი არ მოიქავოთ; ბავშვს არ მივცეთ საშუალება ქავილით გაიღიზიანოს ნაკბენი, რადგან ამან შეიძლება დაამძიმოს მდგომარეობა და შხამის გავრცელებას შეუწყოს ხელი; ალერგიისადმი მიდრეკილ პირებში ორალური ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება; ქავილის შესამცირებლად ცივი კომპრესის ან ყინულის დადება, ადგილობრივად მალამოს წერტილოვანი დატანება.

კოღოს, ქინქლის ნაკბენის შემთხვევაში, დაიტანეთ ნაკბენ ადგილზე სპეციალური გელი, რომელიც ქავილს მოგიხსნით, ინფექციის შეღწევას თავიდან აგარიდებთ და დაგეხმარებათ ჭრილობის მოშუშებაში (მაგალითად, რეკოტინის გელი).

რეკოტინის გელი - ინგრედიენტების უნიკალური თანაფარდობა

ანდირობას ზეთი ალოეს ექსტრაქტი პანთენოლი მენთოლი ალანტოინი

ანდირობას ზეთი

ეგზოტიკური ბრაზილიური ხის Carapa Guaianensis თესლიდან მიღებული ექსტრაქტი ანდირობას ზეთი შეიცავს ლინოლის მჟავას, პალმიტინის მჟავას, სტეარინის მჟავას, ტერპენოიდებს ლიმონოიდებს - რომლებიც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენენ ძირითადი ალკალოიდი - ანდირობინი - მას გააჩნია ადგილობრივი დამარბილებელი მოქმედება ტანინს გააჩნია ანტისეპტიკური და შემკვრელი მოქმედება, იცავს ბაქტერიული ინფექციისგან და ამცირებს შეშუპებას გააჩნია მწერების მიმართ რეპელენტური მოქმედება, რაც რიგი კვლევებით არის დადასტურებული

ალოეს ექსტრაქტი

ალოეს ექსტრაქტი (AloeBarbadensisLeaftExtract) მიიღება ალოე ვერას ფოთლებიდან გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება - ანელებს კანის დაბერების პროცესს ალოეს ექსტრაქტი ხშირად გამოიყენება ნაწიბურების, დამწვრობების, კანის მთლიანობნის დარღვევისა და სხვა დაზიანებების დროს ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში, მისი დამატენიანებელი, დამარბილებელი და სიბერის საწინააღმდეგო აქტივობების გამო ახდენს ფიბრობლასტების ზრდის, ანგიოგენეზის და ჭრილობის შეხორცების სტიმულირებას, ამცირებს ანთებით რეაქციას

მენთოლი

პიტნის რამდენიმე სახეობის ბაღის (Mentha piperita) და მინდვრის (Mentha arvensis) პიტნის ზეთიდან მიღებული ექსტრაქტი. გააჩნია გამაგრილებელი და საანესთეზიო ეფექტი გააჩნია ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება ხელს უშლის ნაკბენის ადგილას ინფექციის განვითარებას ამცირებს კანზე წვისა და ქავილის შეგრძნებას

პანთენოლი

პანტოთენის მჟავას (vitamin B5) ხელოვნურად მიღებული ანალოგია, რომელსაც იგივე ბიოლოგიური აქტივობა ახასიათებს ხელს უწყობს კანის მცირე დაზიანებების შეხორცებას (მზის დამწვრობა, მწერის ნაკბენი, ნაკაწრები, ზედაპირული ჭრილობები) ააქტიურებს კანის რეგენერაციის პროცესს ხელს უწყობს ეპითელიუმისა და კანის სწორ ფუნქციონირებას პანტოთენის მჟავას ეპითელიუმის გამართული ფუნქციონირებისთვის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს. ადგილობრივად გამოყენებული დექსპანთენოლი მოქმედებს როგორც დამატენიანებელი - ახდენს კანის ღრმა დატენიანებას, ამცირებს ტრანსეპიდერმული სითხის დანაკარგს, ინარჩუნებს კანის სირბილესა და ელასტიურობას ააქტიურებს ფიბრობლასტების პროლიფერაციას, რაც მნიშვნელოვანია კანის რეგენერაციის პროცესში დექსპანთენოლს აღენიშნება ანთების საწინააღმდეგო მოქმედება კანის დამუშავება დექსპანთენოლით 3-4 კვირაში საგრძნობლად ამცირებს კანის გაღიზიანების ისეთ ნიშნებს, როგორიცაა სიწითლე, გაუხეშება, ქავილი, ერითემა, აქერცვლა, ნახეთქები ადგილობრივი მოხმარების პროდუქტებს, როგორც წესი, კარგი ტოლერანტობა, გაღიზიანებისა და ალერგიული რეაქციების მინიმალური რისკი ახასიათებთ

ალანტოინი

ალანტოინი ბიოლოგიურად აქტიური ინგრიდიენტია, რომელიც შედის კანისა და თმის მოვლის პროდუქტებში. ის აუმჯობესებს კანში წყლის შეკავების პროცესს და ავლენს დამარბილებელ ეფექტს. იდეალური დანამატია კანის დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტებისთვის. როგორც შარდოვანას წარმოებული. ის მიიღება შარდოვანას მჟავასგან, ისეთი მცენარეების ფესვებიდან, რომლებიც სიმბიოზში ცხოვრობენ Papillary bacteria -სთან (სოიო, წაბლი, ლობიო). ახდენს ჭრილობის შეხორცების სტიმულირებას და ასუფთავებს მას ასტიმულირებს ეპიდერმისის რეგენერაციას აცილებს კანის დანეკროზებულ ქსოვილებს. ასუფთავებს ჭრილობასა და გააჩნია კერატოლიზური მოქმედება (აცილებს კანის, თმისა და ფრჩხილების გარქოვანებულ ზედაპირებს)

პროფილაქტიკურ ღონისძიებები:

მწერების საწინააღმდეგო ბადეების დატანება ფანჯრებსა და კარებზე. რეპელენტები გამოიყენება ადგილობრივად სპრეის, ლოსიონისა და მალამოს სახით. ფუმიგატორები, ე.წ. ელექტრო ხელსაწყოები, რომლებიც გამოიყენება დახურული შენობების დეზინსექციისთვის. ალერგიისადმი მიდრეკილ პირებს შეუძლიათ ბუნებრივი საშუალებების გამოყენება, მაგ: პიტნა, ბარამბო, დარიჩინი, მიხაკი, კედრის ზეთი.

კოღოებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება - დამცავი სამაჯური

mshoblebi

შეიცავს 100% ნატურალური ეთერზეთებს არ შეიცავს DEET-ს (ზომიერად ტოქსიური პესტიციდი)

კოღოებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება - დამცავი სტიკერები

mshoblebi

შეიცავს 100% ნატურალური ეთერზეთებს არ შეიცავს DEET-ს (ზომიერად ტოქსიური პესტიციდი)

R