10 საინტერესო ფაქტი სფეისის ონლაინ სესხზე: დაიმტკიცე სესხი ხელფასამდე - მშობლები

10 საინტერესო ფაქტი სფეისის ონლაინ სესხზე: დაიმტკიცე სესხი ხელფასამდე

2021-05-31 09:39:17+04:00

ყველას გვქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა ფული შემოგვკლებია თვის ბოლოს, და ბოლო 1 კვირა საკმაოდ ეკონომიურად ვცხოვრობთ. ასეთი სიტუაციებს რომ აარიდო თავი,გაგაცნობ 10 საიტერესო ფაქტს სფეისის ონლაინ სესხის შესახებ.

თუ არ გსმენია ჯერ სფეისზე, არ ინერვიულო ეხლავე მოგიყვები. სფეისი არის პირველი ქართული ციფრული ბანკი, ანუ ჩვენ არ გვაქვს ფილიალები, და გემსახურებით ჩვენი მობილური აპლიკაციის მეშვეობით. აპლიკაცია შეგიძლია გადმოიწერო ამ ბმულით და დარეგისტრირდე მომხმარებლად 2 წუთში. ამის გათვალისწინებით რომ ჩვენ ვართ ციფრული ბანკი, ეს გვაძლევს საშუალებს ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი და საინტერესო საბანკო პროდუქტები. ამიტომ არ დაინანო ის 2 წუთი, და გახდი სფეისელი

1. სფეისში ონლაინ სესხი შეგიძლია აიღო ნებისმიერ დროს. სწრაფი სესხი 24/7-ზე არის ხელმისაწვდომი შენი მობილურიდან.

2. ონლაინ სესხის დასამტკიცებლად არ გჭირდება სახლის, ოფისის ან შენი ნებისმიერი ადგილსამყოფელის დატოვება. უბრალოდ ისეთ ადგილას იყავი, სადაც ინტერნეტს იჭერს, და აპლიკაციაში შესვლას მოახერხებ ტელეფონიდან.

3. სწრაფ სესხში არ იხდი ზედმეტს. იხდი მხოლოდ პროცენტს და შენს მიერ მოთხოვნილ თანხას. ჩვენ არ გვაქ გაცემის და მომსახურეობის საკომისიო გადასახადები.

4. საერთოდ ზედმეტი გადასახადები არ გვიყვარს, და ყველანაირად ვცდილობთ თავი ავარიდოთ მას, ამიტომ არც წინსწრებით დაფარვის ჯარიმა გვაქ ონლაინ სესხზე.

5. სესხის საპროცენტო განაკვეთი (წლიური ეფექტური) 16%-დან 50%-მდე მერყეობს.

6. სესხი შეგიძლია მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 50,000 ლარამდე დაიმტკიცო.

7. თუ კი სესხი შემოგაკლდა, ნებისმიერ დროს შეგიძლია ის დაიმატო, მთავარია ჯამში 50,000 ლარს არ აღემატებოდეს.

8. სწრაფ სესხს რომ იღებ, გადახდის რიცხვს თავად ირჩევ. რამდენს იხდი ყოველთვიურად მაგასაც შენ წყვეტ. შენი სესხი, შენს ხელშია. თუ კი რაიმე შეიცვალა შენს კალენდარში, არაა პრობლემა, თავისუფლად შეგიძლია მას თავიდან მოარგო, გადახდის რიცხვის ცვლილება ყველას შეუძლია, ონლაინ სესხის დამტკიცების მერეც.

9. და ბოლოს, ჩვენ არ გზღუდავთ და სესხი სწრაფად შეგიძლია ნებისმიერი ბანკის ბარათზე ჩაირიცხო. არ ხარ ვალდებული სფეის ბარათი გქონდეს, რომ სფეის სესხით ისარგებლო. მაგრამ სფეის ბარათს თუ გაეცნობი, შენთვითონვე მოგინდება მისი გამოყენება იმდენად მაგარი შემოთავაზებები აქვს.

სულ ეს იყო დღეს, იმედია მართლა საინტერესოდ გაგაცანი სფეისის სწრაფი ონლაინ სესხი. წარმატებები სფეისიდან!