მაკა ზამბახიძე 38 წლის ასაკში ბებია ხდება - „სალომემ მესიჯით გამაგებინა ორსულობის შესახებ...“ - მშობლები

მაკა ზამბახიძე 38 წლის ასაკში ბებია ხდება - „სალომემ მესიჯით გამაგებინა ორსულობის შესახებ...“

2021-06-02 19:41:08+04:00

მომღერალ მაკა ზამბახიძის შვილს სალომე ჩიტაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე პროფესიონალი მომღერალია და დედისგან დამოუკიდებლად დგას სცენაზე, მეტიც, დედას სალომე უწერს ხოლმე სიმღერებს და ხალხიც აქტიურად განიხილავს - ვინ უფრო კარგად მღერის, დედა თუ შვილი?

სალომე მაკას ერთადერთი შვილია, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. სალომეს მამა, ანუ მაკას პირველი მეუღლე, ასევე მომღერალი ნოდარ ჩიტაძეა. ის მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ანსამბლ "აკაპელა-საქართველოს" სოლისტია. როგორც ჩანს გენეტიკამ იმოქმედა და სალომე მშობლების გზას გაჰყვა.

mshoblebi
სალომე მამასთან ერთად

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაკა მკაცრი დედა ყოფილა, ამას სალომეც აღიარებს და როგორც ჩანს, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ დედას ორსულობის ამბავი მესიჯით შეატყობინა.

რასაკვირველია, მაკამ იცოდა სალომეს და ირაკლი ცაბაძის სიყვარულის ამბავი, წყვილი მარტში დაქორწინდა კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას არ ელოდა. ამიტომაც ძალიან გაუკვირდა და აღელდა, რომ შვილის ფეხმძიმობის შესახებ გაიგო - „არ ვკითხულობ არც სქესს, არც არაფერს, ჯერ მთავარია, ეს ზაფხული გადავაგოროთ, სალომეს ბავშვობიდან სულ სცხელა, ჰაერი არ ჰყოფნის და წყალი უნდა, ამიტომაც აგვისტოსი მეშინია, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნავს მაკა გადაცემა "პროფილში" საუბრისას. სექტემბერში კი უკვე პატარას მოლოდინში იქნებიან და მაკა ბებიის სტატუსსაც მოირგებს.

mshoblebi
სალომე და ირაკლი

თავად მაკა მესამე ქორწინებაშია სპორტსმენ მიხეილ ჩოხელთან, წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში 2 წლის წინ გადაიხადა და მას შემდეგ ერთად, ბედნიერად ცხოვრობენ.

თეკლა ჟვანია