სფეის სწრაფი სესხის უპირატესობები - მშობლები

სფეის სწრაფი სესხის უპირატესობები

2021-06-04 07:02:18+04:00

რამდენად სწრაფია სფეის სესხი?

თუ შოპინგზე იმაზე მეტი შემოგეხარჯა ვიდრე გეგმავდი და შემდეგ ხელფასამდე კიდევ ბევრი დროა დარჩენილი, როგორ უნდა მოიქცე? ასეთი სიტუაცია ალბათ ყველას ერთხელ მაინც გვქონია ცხოვრებაში და გვესმის რამდენად რთულია სასურველ ნივთზე უარის თქმა, ამიტომ თუ უეცრად ფული დაგჭირდება, სფეის სწრაფი სესხის აღება შეგიძლია 24/7-ზე, ნებისმიერი ადგილიდან, მთავარია გქონდეს სმარტფონი და ინტერნეტთან წვდომა.

სფეისში ძალიან ვაფასებთ გამჭირვალე, გულწრფელ ურთიერთობებს, შესაბამისად ვეცადეთ, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი იქნება ეს : სესხი, განვადება, კომუნალურები თუ სხვა გადასახადები, ყოფილიყო მაქსიმალლურად მარტივი და საკომისიოებისგან თავისუფალი. სფეის სესხის აღებისას არ მოგიწევს დაფარული გაუგებარი საკომისიოების გადახდა და დამატებით გადაიხდი მხოლოდ იმ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც სესხის აღების პროცესში დაგიმტკიცდა.

ძალიან კარგად გვესმის, რომ თანამედროვე სამყაროში ლოდინის დრო აღარავის აქვს, სწორედ ამიტომ აპლიკაციაში შევსებული განაცხადი რამდენიმე წუთში განიხილება და მყისიერად იღებ პასუხს სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით. დამტკიცების შემდგომ კი თანხა გერიცხება სფეის ბარათზე ან ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათზე, რომელსაც მიუთითებ.

ძალიან კარგად გვესმის რომ დღევანდელ სამყაროში არავის აქვს ზედმეტი დრო და ენერგია ისეთი საქმეებისთვის, როგორებიცაა ბანკის ფილიალებში რიგში დგომა, საბუთების მოგროვება და სესხის ოფიცერთან გასაუბრება, ამიტომ სფეისში გადავწყვიტეთ პროცესის მაქსიმალურად გამარტივება, რათა მოგვეხსნა თქვენთვის სტანდარტული საბანკო დისკომფორტები. სესხის ასაღებად უნდა გადმოწერო სფეის აპლიკაცია, დარეგისტრირდე და (+) ღილაკზე დაჭერის შემდგომ მიჰყვე ინსტრუქციას.

ასე მარტივად, სწრაფად და რაც მთავარია ზედმეტი დისკომფორტების გარეშე, შეგიძლია დაიწყო შენი სურვილების ასრულება სფეისთან ერთად.

როგორია სწრაფი სესხის დაფარვის პროცესი?

განაცხადის შევსებისას, შენ თავად წყვეტ რა თანხის მიღება გსურს და როდის გადაიხდი ამ თანხას. თუ გსურს თანხას სწრაფად დაფარავ, ან პირიქით, მცირე შენატანებით, შესაბამისად შეგიძლია ონლაინ სესხი მოირგო საკუთარ თავზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური კალენდარი ყველას განსხვავებული და ხანდახან ცვალებადი აქვს, სწრაფი სესხის აღების დროს შეგიძლია შეარჩიო შენთვის შესაბამისი პირობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეცვალო ისე როგორც გსურს.

ჯერ არ ხარ სფეისელი?

თუ ჯერ არ ხარ სფეისელი, გადმოიწერე სფეის აპლიკაცია, დარეგისტრირდი ზუსტად 2 წუთში: გადაიღე სელფი, გადაუღე ფოტო პირადობას და გახსენი ანგარიში დისტანციურად, აი ასე ძალიან სწრაფად და მარტივად.

უკვე სფეისელი ხარ?

თუ უკვე სფეისელი ხარ, სესხის აღების პროცესი კიდევ უფრო მარტივი ხდება, შენ უკვე გაქვს სფეის აპლიკაცია და ანგარიში, შესაბამისად მხოლოდ (+) ღილაკზე გჭირდება თითის დაჭერა და მინიმალური ინფორმაციის შევსება.

განაცხადის გაგზავნის შემდგომ, პასუხს მიიღებ სულ რამდენიმე წუთში, დაადასტურე მიღებული სწრაფი სესხი და თანხა ავტომატურად გადაირიცხება შენს მითითებულ ბარათზე.

რა უნდა გაითვალისწინო სწრაფი სესხის აღებამდე?

• სწრაფი სესხის აღებისთვის საჭიროა გქონდეს სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი, მინიმუმ 200 ლარის ოდენობის

• გაითვალისწინე შემოსავლად გეთვლება ყველაფერი: ქირა/იჯარა, ხელფასი, დივიდენდი, გზავნილი

• უნდა იყო 20-დან 60 წლამდე ასაკის

• თითის ერთი დაჭერით შეგიძლია მიიღო 100-დან 50 000 ლარამდე ოდენობის თანხა, მინიმუმ 1 ან მაქსიმუმ 48 თვემდე ვადით.

გინდა წინასწარ გაიგო, რამდენია სფეის სესხის შენი სავარაუდო ლიმიტი? ამისთვის შეგიძლია გამოიყენო სესხის კალკულატორი ან გაესაუბრო ჩვენს ბოტს FACEBOOK-ზე და ის გამოგითვლის სწრაფი სესხის სავარაუდო ლიმიტს. თუ სესხის კალკულატორის ან ჩვენი ბოტის დახმარებით, უკვე გაიგე შენი სესხის ლიმიტი და არჩევანი სფეისის სწრაფ სესხზე შეაჩერე, გადმოწერე სფეის აპლიკაცია, სესხის ასაღებად აპლიკაციაში უნდა დააჭირო პლიუს ღილაკს და მიჰყვე პროცესს.