რონალდუმ "კოკა-კოლის" ბოთლი გვერდზე გასწია - "წყალი დალიეთ! ჩემი შვილიც ეტანება კოკა-კოლას და ჩიფსებს და ეს მაღიზიანებს" - მშობლები

რონალდუმ "კოკა-კოლის" ბოთლი გვერდზე გასწია - "წყალი დალიეთ! ჩემი შვილიც ეტანება კოკა-კოლას და ჩიფსებს და ეს მაღიზიანებს"

2021-06-16 11:14:26+04:00

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად ხშირად გამოდის. უნგრეთთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე მან "კოკა-კოლას" ბოთლი გვერდზე გაწია და წყალ დაიდგა. "წყალი დალიეთ!" - მოუწოდა მან საზოგადოებას. არადა, საინტერესოა, რომ "კოკა-კოლა" უეფას ოფიციალური სპონსორია.

ცნობილია, რომ რონალდუს არასდროს მიუღია მონაწილეობა "კოკა-კოლას" რეკლამაში. ერთხელ "პეპსიმ" გამოიყენა მისი ფოტო, თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ რონალდუსთვის ბოდიშის მოხდა მოუწიათ.

ფეხბურთელმა ადრე თქვა ინტერვიუში, რომ კარიერის დასაწყისში გაზიანი სასმელების მოხმარებას რაიან გიგზმა გადააჩვია. მას ახლაც აღიზიანებს, როცა მისი ვაჟი ჩიფსებს და "კოკა-კოლას" ეტანება, რადგან ეს მავნეა ორგანიზმისთვის.

alt"რატომ არ ღელავთ, რომ თქვენი შვილები გამუდმებით მავნე პროდუქტებს მიირთმევენ შინ თუ გარეთ?" - დედის წერილი

altრონალდოს დედის სენსაციური აღიარება - "აბორტის გაკეთებას ვაპირებდი!"