"სამი შვი­ლი მყავს... უფ­როს­მა შვილ­მა მი­თხრა, ეკ­რან­ზე მი­ჭირს შენი ყუ­რე­ბაო" - როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება - მშობლები

"სამი შვი­ლი მყავს... უფ­როს­მა შვილ­მა მი­თხრა, ეკ­რან­ზე მი­ჭირს შენი ყუ­რე­ბაო" - როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება

2021-06-20 08:00:42+04:00

პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში ამ­ჯე­რად მკაც­რი, საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ზედ­მე­ტად წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ქა­ლის როლი შეს­თა­ვა­ზეს. ისიც დას­თან­ხმდა, რად­გან რაც უფრო არ ჰგავს მას პერ­სო­ნა­ჟი, მით უფრო სი­ა­მოვ­ნებს ასეთ როლ­ზე მუ­შა­ო­ბა... დღეს ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბის ნანა ბუ­თხუ­ზის გმი­რი "ჩცდ"-ს "კო­მენ­დან­ტია" და მის გარ­შე­მო ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი და­ამ­კვიდ­როს.

რას ამ­ბობს თა­ვის პერ­სო­ნაჟ­ზე, მისი რა თვი­სე­ბა აქვს, რით გან­სხვავ­დე­ბა ამ ქალ­ბა­ტო­ნის­გან - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე AMBEBI.GE-ს მსა­ხი­ო­ბი თა­ვად პა­სუ­ხობს.

- ეს ქალი ისე­თი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ან ძა­ლი­ან გიყ­ვარს და მოგ­წონს, ან კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მოგ­წონს და ვერ იტან. შუ­ა­ლე­დუ­რი აზრი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, მგო­ნია, რომ აზრი მხო­ლოდ ორად იყო­ფა... მო­ე­წო­ნე­ბა მას, ვი­საც უყ­ვარს ძლი­ე­რი, მკაც­რი თუ სა­ში­ში ქა­ლე­ბი, ზოგი ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­დე­ბა და მის­თვის ის აუ­ტა­ნე­ლი იქ­ნე­ბა.

მაგ­რამ, მგო­ნი, თა­ვად ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იმა­ზე არ ფიქ­რო­ბენ, ვინ­მეს უყ­ვართ ისი­ნი, თუ არა. მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­ზა­ნი - ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან კონ­კრე­ტულ საქ­მეს, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნი­ათ და ამ მიზ­ნის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. მთა­ვა­რია, შე­დეგს მი­აღ­წი­ონ. მთა­ვა­რია, გა­ა­კე­თონ ის, რაც უნ­დათ, რომ გა­მო­უ­ვი­დეთ.

- რო­დე­საც სცე­ნა­რის­ტის­გან ეს პერ­სო­ნა­ჟი მი­ი­ღეთ, მგო­ნია, რომ ის ასე­თად მა­ინც თქვენ დახ­ვე­წეთ, მთე­ლი თა­ვი­სი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ძერ­წეთ...

- ამ ფსი­ქო­ტი­პის ქა­ლის თა­მა­ში, მისი "ძერ­წვა" ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო. ჩემ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ადა­მი­ა­ნია. ასეთ დროს ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა პერ­სო­ნე­ბის ძი­ე­ბა, მათი გა­გე­ბა და გა­მარ­თლე­ბა, რო­მელ­თა თვი­სე­ბე­ბი, ერთი შე­ხედ­ვით, უარ­ყო­ფი­თია. არა­და, გმირს თუ არ გა­უ­გე და არ გა­ა­მარ­თლე, მას ვერ ითა­მა­შებ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვი­წყე ჩემი გმი­რის თხზვა...

სცე­ნა­რის­ტი ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ წერს, რომ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, უფრო სა­ინ­ტე­რე­სოდ შევ­ქმნა. ეს ერ­თობ­ლი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია. თუმ­ცა მე ამ ქალს ვხე­დავ, ვგრძნობ, მეს­მის, რო­გორ ლა­პა­რა­კობს, რო­გო­რი ტემ­პი აქვს, რო­გორ მოძ­რა­ობს. როცა მსა­ხი­ო­ბი ამ ყვე­ლა­ფერს აცო­ცხლებს, სცე­ნა­რისტს მეტი სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, პერ­სო­ნა­ჟი სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ნა­ვი­თა­როს. ეს კი, რო­გორც ვთქვი, ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. მოკ­ლედ, მას­ზე მეც და­მო­უ­კი­დებ­ლად ვმუ­შა­ობ და უკვე შე­მიყ­ვარ­და კი­დეც...

- ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი რო­გორ აფა­სე­ბენ ამ სე­რი­ალ­ში თქვენს ნა­მუ­შე­ვარს?

- ოჯა­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია. მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ, ზო­გა­დად ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. უხა­რი­ათ, რომ ვარ ამ სე­რი­ალ­ში, მოს­წონთ, აინ­ტერ­სებთ. მე­კი­თხე­ბი­ან, შემ­დეგ შა­ბათს მო­რიგ სე­რი­ა­ში ვიქ­ნე­ბი თუ არა? კადრში ჩემს და­ნახ­ვა­ზე ეღი­მე­ბათ... სამი შვი­ლი მყავს - უფ­რო­სი ბიჭი 19 წლი­საა, შუ­ა­თა­ნა ბიჭი - 15 წლი­სა, უმ­ცრო­სი გო­გო­ნა - 8 წლის გახ­ლავთ. ისე, ბი­ჭებს დი­დად არ უყ­ვართ ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა და ემო­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში ცოტა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. უფ­როს­მა შვილ­მა მი­თხრა, - კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ხარ, მაგ­რამ ეკ­რან­ზე მი­ჭირს შენი ყუ­რე­ბაო. დედა ვარ და ალ­ბათ, ამი­ტომ. ჩემი თან­დას­წრე­ბით არა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ჩუ­მად უყუ­რებს, არ ვიცი. გო­გო­ნა კი ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლია, მგულ­შე­მატ­კივ­რობს, ბედ­ნი­ე­რია, ემო­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავს, უხა­რია, სე­რი­ალ­ში რომ მხე­დავს. ამ­ბობს, რომ გა­ვიზ­რდე­ბი, მეც მსა­ხი­ო­ბი უნდა გა­მო­ვი­დეო. მოკ­ლედ, ჩე­მი­ა­ნია... მე­უღ­ლეც უყუ­რებს და მა­საც ეღი­მე­ბა ხოლ­მე... განაგრძეთ კითხვა