"ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ არაფერი მიხარია, გარეთ აღარ გავდივარ" - ქართული კინოს მშვენების უმძიმესი ცხოვრება - მშობლები

"ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ არაფერი მიხარია, გარეთ აღარ გავდივარ" - ქართული კინოს მშვენების უმძიმესი ცხოვრება

2021-06-21 08:02:40+04:00

მსა­ხი­ობ ლია გუ­და­ძეს ში­ნა­არ­სი­ა­ნი, ლაღი, სის­ხლსავ­სე ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის ქალი ერ­თნა­ი­რად ბრწყი­ნავ­და რო­გორც თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, ასე­ვე კი­ნო­ფილ­მებ­ში. ბედ­ნი­ე­რი ცოლი იყო, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი დედა, სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი, მჩქე­ფა­რე, გარ­შე­მომ­ყოფთ სიყ­ვა­რულ­სა და სით­ბოს უხ­ვად უნა­წი­ლებ­და…

მერე კი დად­გა მძი­მე დრო. ქა­ლიშ­ვი­ლის, ნეს­ტან შა­რი­ას, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ცხოვ­რე­ბა შე­წყვი­ტა და მხო­ლოდ არ­სე­ბობს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლია, თბი­ლი­სის ძველ უბან­ში, ყო­ფილ პლე­ხა­ნოვ­ზე და­ი­ბა­დეთ და გა­ი­ზარ­დეთ. რა იყო ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი თქვე­ნი ბავ­შვო­ბი­დან?

- მთე­ლი ბავ­შვო­ბა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი მქონ­და. ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის 23-ე სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. კარ­გი კლა­სი მქონ­და, ყვე­ლა­ნი ვმე­გობ­რობ­დით და ეს მე­გობ­რო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

იქვე იყო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი, სა­დაც კვი­რა­დღეს, დი­ლით, სა­ბავ­შვო სპექ­ტაკ­ლე­ბი გა­დი­ო­და. ოთხი-ხუთი გოგო მუდ­მი­ვად დავ­დი­ო­დით სპექ­ტაკ­ლებ­ზე, ზო­გი­ერთს რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხუ­ლობ­დით. შემ­დეგ გა­სას­ვლელ­თან ვი­დე­ქით და ვე­ლო­დე­ბო­დით მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­მოს­ვლას, თვა­ლი რომ მოგ­ვეკ­რა.

ე­ა­თე კლას­ში რომ გა­და­ვე­დით, ჩვენს სკო­ლა­ში ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლად მო­ვი­და ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მე­ლიც კლა­სის დამ­რი­გებ­ლად დაგ­ვი­ნიშ­ნეს. ეს იყო შემ­დგომ­ში დიდი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი რეზო ესა­ძე. მან რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკ­ლი დად­გა სკო­ლა­ში, სა­დაც ვი­თა­მა­შე.

მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემ­ში გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბელ სურ­ვი­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მაგ­რამ თე­ატ­რა­ლურ­ზე ჩა­ბა­რე­ბას მა­ინც ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, რად­გან სკო­ლა­ში ფრან­გულს ვსწავ­ლობ­დი, მამ­ზა­დებ­დნენ კი­დეც და უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტში უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა.

თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში გა­მოც­დე­ბი ადრე იწყე­ბო­და. დე­დას ვთხო­ვე, მო­მე­ცი უფ­ლე­ბა, გა­ვი­დე გა­მოც­დებ­ზე, გა­ვი­გებ მა­ინც, რო­გო­რია სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი-მეთ­ქი. დამ­თან­ხმდა. გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და მოხ­და სა­ოც­რე­ბა – ჩა­რი­ცხულ­თა სი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი! ასე შე­იც­ვა­ლა ჩემი ოჯა­ხის გეგ­მე­ბი და ამის­რულ­და ფა­რუ­ლი ოც­ნე­ბა.

- მე­ო­რე კურ­სზე კი გა­თხოვ­დით.

- დიახ, მე­ო­რე კურ­სზე გავ­თხოვ­დი. ჩემი მე­უღ­ლე იყო ნუგ­ზარ შა­რია, რო­მე­ლიც შემ­დეგ უცხო­ეთ­ში დარ­ჩა.

გა­თხო­ვე­ბი­დან მალე გო­გო­ნა შე­მე­ძი­ნა, ნეს­ტა­ნი. ამ­დე­ნად, ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ნა­წი­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია. ვი­ჯე­ქი და ბავ­შვს ვზრდი­დი. მთე­ლი ჩემი კურ­სი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში აიყ­ვა­ნეს სა­მუ­შა­ოდ.

ერთხე­ლაც რუს­თა­ველ­ზე მოვ­სე­ირ­ნობ­დი ჩემს პა­ტა­რა გო­გო­ნას­თან ერ­თად. შემ­ხვდა ჩემი კურ­სე­ლი გოგი ხა­რა­ბა­ძე. ერ­თმა­ნე­თი მო­ვი­კი­თხეთ. რომ გა­ი­გო, უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი, მოჰ­კი­და ხელი ნეს­ტანს, აი­ხუ­ტა და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შე­ვი­და. მეც შევ­ყე­ვი. პირ­და­პირ დოდო ალექ­სი­ძეს მი­ად­გა (მა­შინ ის იყო თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი) და უთხრა: “ხე­დავთ? ლია უმუ­შე­ვა­რია”.

ალექ­სი­ძემ მი­თხრა, ახ­ლა­ვე და­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და ხვა­ლი­დან­ვე მო­დიო. იდ­გმე­ბო­და სპექ­ტაკ­ლი “სამ­გრო­ში­ა­ნი ოპე­რა”, რო­მე­ლიც თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. იქ ექ­ვსი გოგო ცეკ­ვავ­და, მეშ­ვი­დედ მე შე­მიშ­ვეს. გა­გიჟ­და იური ზა­რეც­კი, რო­მე­ლიც ამ ცეკ­ვებს დგამ­და და თვე­ე­ბი ამე­ცა­დი­ნებ­და გო­გო­ებს. მი­თხრა, აბა, ასე მოკ­ლე დრო­ში რა უნდა ის­წავ­ლოო. იმ დღეს­ვე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­მი­ვი­და და უკვე მე­სა­მე დღეს პრე­მი­ე­რა შედ­გა.

ბევრ სპექ­ტაკლში ვი­თა­მა­შე, ძი­რი­თა­დად რე­ჟი­სორ მიშა თუ­მა­ნიშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ხუმ­რო­ბით “მძაფრ­ხა­სი­ა­თი­ან აქტრი­სას” მე­ძახ­და.

– ქმარ­თან, ნუგ­ზარ შა­რი­ას­თან გაყ­რა რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნეთ? განაგრძეთ კითხვა