რატომაა ფოფითი და სქვიში ბავშვისთვის საშიში - ფსიქოლოგების განმარტება - მშობლები

რატომაა ფოფითი და სქვიში ბავშვისთვის საშიში - ფსიქოლოგების განმარტება

2021-06-23 08:27:43+04:00

ფოფითებისა და სქვიშების ირგვლივ დიდი ვნებათაღელვაა. ძალიან პოპულარული სათამაშოებია, ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ამან ნერვული პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვებს, მეორე ნაწილის აზრით კი, განტვირთვის მშვენიერი საშუალებაა. თუმცა, ფაქტია, რომ ანტისტრესული სათამაშოები პოპულარულია როგორც ბავშვებში, ასევე დიდებშიც. ვიდრე მათ შეძენას გადაწყვეტთ, გავერკვეთ, რას წარმოადგენს ეს სათამაშოები, რა სარგებელი ან ზიანი მოაქვთ.

ფოფითი - ეს პატარა სიმულატორია, რომელიც ძალიან ჰგავს ჰაერის ბურთულებიან შესაფუთ პარკს, რომლის გახეთქვაც ბავშვებს და დიდება ერთნაირად ეხალისებათ. თუმცა, ერთი განსხვავებაა, თქვენ უსასრულო დროით შეგიძლიათ მისი გამოყენება, თანამედროვე დიზაინი აქვთ და განსხვავებული ფერი და ფორმა.

სქვიში - რბილი და სასიამოვნო სათამაშოა, რომელიც ხელის მოჭერისას იკუმშება, ხოლო გაშვებისას პირვანდელ ფორმას უბრუნდება. მას სხვადასხვა ფორმა და ფერი აქვს, რაც ასევე საინტერესოა ბავშვებისთვის.

რა სარგებელი მოაქვს ფოფითსა და სქვიშს

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მათი შეხება სასიამოვნოა და იწვევს მსუბუქ ფიზიკურ განტვირთვას, რაც, რა თქმა უნდა, სასარგებლოა. გარდა ამისა, ნათელი ფერები და ლამაზი ვიზუალი შესაძლებლობას გაძლევთ ცოტახნით მაინც გადადოთ გვერდზე ნეგატიური აზრები, განიტვირთოთ სამსახურის მერე და კონცენტრაცია მხოლოდ ამ სათამაშოს მექანიზმზე გადაიტანოთ. მოტორულ შესაძლებლობებსაც ავითარებს. თუმცა, მათ, ვისაც მუსიკალურ უნსტრუმენტზე დაკვრა უყვართ, მსგავსი სათამაშოებით გართობა აღარ მოუნდებათ, რადგან უკვე აქვთ საკუთარი "ანტისტრესული ინსტრუმენტები."

ფოფითი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა აქვს. ხოლო სქვიში მათთვის, ვისაც ნევროლოგიური პრობლემები აქვთ. სხვათა შორის, ფოფითი შეიძლება მშობლებმა და მასწავლებლებმაც აქტიურად გამოიყენონ ბავშვებთან ურთიერთობისას და მათ სხვადასხვა თამაი შესთავაზონ. მაგალითად:

ავარჩევთ იმხელა ფორმის ფოფითს, რომლის ხელში დაჭერაც არ შეიძლება და ვითამაშებთ გუნდურად, რომელი მოახერხებს ბოლო წრის "დაჭერას." სხვადასხვა ფერისა და ზომის ფოფითის შემთხვევაში ვავარჯიშებთ მეხსიერებას, მოტორიკას და ვსწავლობთ თვლას. დიდი ზომის ფოფითის შემთხვევაში, რომელსაც სხვადასხვა ფერი აქვს, შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ფერის წრის "დაჭერა" სთხოვოთ ბავშვს, რაც ასევე განაპირობებს ყურადღების გამახვილებას. 2-3 წლის ბავშვებს შეიძლება უფრო მარტივი დავალება მისცეთ და სთხოვოთ, ყოველი მეორე ლურჯი წრე "დაიჭირონ." ამ ფორმით ბავშვი ფერების ცნობასა და თვლას ისწავლის.

რატომაა ეს სათამაშოები საშიში

უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სათამაშოების მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი სკოლამდელი ასაკისაა და ბავშვმა შესაძლოა დიდი დიდი დროის განმავლობაში გამოიყენოს. სქვიშებს ასევე თითის წნევის დარღვევა შეუძლიათ. თავისი შინაარსის მიხედვით, ეს სათამაშოები ძლიერ დამოკიდებულებას იწვევენ.

აღსანიშნავია, რომ ფოფითი და სქვიში დღეს განსაკუთრებით პოპულარული გასართობია. ზოგიერთი მოდის გამო იყენებს, ზოგს კი სიამოვნებას ანიჭებს. ყველა დროს, ბავშობაში იყო და მომავალშიც იქნება სათამაშოები, რომლებიც იმ პერიოდისათვის ძალიან მოდური და აქტუალურია. დღეს ესენია, ხვალ კიდევ სხვა იქნება და ამაში საგანგაშო არაფერია. უფროსებს კი ნებისმიერი საბავშვო აქტივობა სასარგებლო და გამოსადეგ საქმედ შეუძლიათ გადააქციონ.