ვალერი მელაძე არასოდეს გამოირჩეოდა ყვითელ პრესასთან გულახდილობით. მეტიც, ძალიან აღიზიანებდა მისი პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვება და შვილების ფოტოებითაც არასოდეს ანებვრებდა სოციალური ქსელების მომხმარებლებს.
როგორც ჩანს, ნაბოლარა შვილმა, 2 თვის აგატამ მამიკოს ეს მკაცრი პრინციპები დაავიწყა. რაც პატარა ქვეყანას მოევლინა, ვალერიმ უძილო ღამეებზეც მოასწრო საჯაროდ წუწუნი და ბავშვით ხელში მზრუნველი მამიკოს როლშიც სიამოვნებით იპოზიორა. ცოლ-ქმარმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოქვეყნა, სადაც კარგად მოჩანს ყირაზე დაყენებული საბავშვო ოთახი და არაქათგამომცლილი უძილო მშობლები.
„ადრე ძილი არ მიყვარდა... ახლა ისე შემიყვარდა ძილი... “ - იხუმრა მან ერთ-ერთ ვიდეოში, თუმცა აშკარაა, რომ ძალიან არის ჩართული პატარა აგატას მოვლაში და ამით ბედნიერია.
ხოლო კითხვაზე, რაზე ფიქრობს და რაზე ღელავს ყველაზე მეტად, პასუხობს: „პატარას ჭამა როდის უწევს“.
ახლახან კი ალბინა ჯანაბაევამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ კვებავს ძუძუთი პატარას. დედიკო ბევრმა გამომწერმა შეაქო იმის გამო, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ლაქტაციაზე უარს არ ამბობს.
შეგახსენებთ, ვალერი მელაძე მრავალშვილიანი მამაა. მას ორ ქორწინებაში 6 შვილი ჰყავს. პატარა აგატა ვალერი მელაძეს 56 წლის ასაკში, ალბინა ჯანაბაევას კი 42 წლის ასაკში ეყოლა.