მსახიობი და მომღერალი თამთა ჭელიძე წლების წინ, მსახიობ ჯაბა კილაძეზე გახლდათ დაქორწინებული. წყვილი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობდა, მათი საერთო კლიპი კი, რომელშიც ლოგინის სცენა იყო გადაღებული, იმჟამინდელ შოუბიზნესში ყველაზე თამამ ნაბიჯად მიიჩნეოდა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა, თუმცა ორსულობა თამთასთვის ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა, შემდეგ იყო პრობლემები და ბავშვის დაბადებიდან მალევე მომღერალი უკვე მარტოხელა დედა იყო.
ამ ამბებიდან 15 წელი გავიდა. თამთასა და ჯაბას საერთო შვილი - ლიზა ჰყავთ. ჯაბამ მსახიობის კარიერა წარმატებით გააგრძელა, თამთამ კი თეატრი დატოვა, აღარც მისი მუსიკალური კარიერა შედგა და ხანგრძლივ დეპრესიაში ჩავარდა. ცხოვრების ამ მძიმე წლებზე, ქალმა გადაცემა "შორენას ეფექტში“ ვრცლად ისაუბრა:
თამთა ჭელიძე:
- 16 წლისას ჩემი პირველი კლიპი - "უცნობი ქალი“ უკვე ჩაწერილი მქონდა, შემდეგ მალე გავთხოვდი. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, ბევრ რამეზე უარი ვთქვი, იმაზე, რაც წარმატებას მომიტანდა. დღეს არაფერს ვნანობ, ისეთი შვილი მყავს, რომ ალბათ ამისთვის ღირდა ყველაფერი. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ იმისთვის დავიბადე, რომ ასეთი შვილი მყოლოდა, მეტი არაფერი.
ჩემთვის ყველაზე სერიოზიული დარტყმა იყო, როდესაც ოჯახში ყველაფერი ამერია. ურთულესი ორსულობა მქონდა, ბავშვის შენარჩუნებისთვის ვიწექი შვიდი თვე. ექიმმა რომ დამიბარა, მითხრა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩენ შვილს, თუ იწვებიო. ყველაფერი გადავდე გვერდზე... ჩემთვის ოჯახის დანგრევა იყო წარმოუდგენელი რაღაც, ქვეყანა რომ დაგექცევა თავზე, სწორედ ეგეთი განცდა მქონდა.... თან იმდენი შრომა მქონდა ჩადებული, ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი. განაგრძეთ კითხვა