6 ნიშანი, რომ დედა ემოციურად და ფიზიკურად გადამწვარია - არ გამოგრჩეთ! - მშობლები

6 ნიშანი, რომ დედა ემოციურად და ფიზიკურად გადამწვარია - არ გამოგრჩეთ!

2021-07-15 11:59:44+04:00

მშობლების პასუხისმგებლობა არასდროს მთავრდება. ისინი მუდმივად ზრუნავენ თავიანთ შვილებზე, ოჯახის სხვა წევრებზე და ფიქრობენ მათ პრობლემებზე. დედები ხშირად ამას საკუთარი ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარჯზე აკეთებენ, რამაც შესაძლოა ემოციური გადაწვა და სტრესი გამოიწვიოს.

ჩამოგითვლით რამდენიმე ნიშანს, რაც მიანიშნებს, რომ დროა გაჩერდეთ და დაისვენოთ, იზრუნოთ საკუთარ თავზე, დამშვიდდეთ, გახალისდეთ და განაგრძოთ დედობა, ოღონდ, არა საკუთარი ჯანმრთელობის მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე. შვილებსაც ჯანმრთელი და დასვენებული დედა უფრო უხარიათ:

1. უმარტივესი საქმეებიც კი მიუწვდომლად გეჩვენებათ

mshoblebi ხვალინდელი დღისთვის ტანსაცმლის მომზადება, გარეცხვა, შხაპის მიღება - ეს ყველაფერი ძალიან რთულად ჩანს და თავს დაუცველად გრძნობთ. ფიქრობთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ. ემოციური გადაწვა შიშს იწვევს. შიშს იმისას, რომ ვერაფერს გაუმკლავდებით, მუდმივ გადაღლილობას გრძნობთ, დაუსრულებელი საქმეების სია გაქვთ, რაც დამატებით ხდება შფოთვის წყარო, გიჭირთ დაძინება, ან შირად გეღვიძებათ და მოუსვენრად ხართ.

2. მუდმივად გავიწყდებათ რაღაცები

mshoblebi გულმავიწყობა - ნორმალურია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილები გყავთ. მაგრამ, თუ თქვენ ექიმთან ვიზიტი ან მნიშნელოვან ღონისძიებაზე დასწრება დაგავიწყდათ, რაც რამდენჯერმე შეგახსენეს, საქმე ცუდადაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი იმდენად გადატვირთულია,ახალი ინფორმაციის დამატების აღარანაირი რესურსი აღარ აქვს. ამავე დროს, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფსიქიკურადაც გადაიღალეთ.

3. ვერ ახერხებთ დასვენებას მაშინაც კი, როდესაც ძალიან დაღლილი ხართ

mshoblebi ბევრი დედისათვის ეს სიტუაცია ნაცნობია, იმდენი რამის გაკეთება უწევთ, რომ დასვენების ან თუნდაც გვიანობამდე ძილის საშუალება არ აქვთ. აღარ გახსოვთ, ბოლოს როდის იგრძენით თავი დასვენებულად, მსუბუქად და ლაღად. მაშინაც კი, როდესაც დაძინების დრო მოდის, ვერ ისვენებთ, რადგან ამის საშუალებას დაუსრულებელ საქმეებზე ფიქრი არ გაძლევთ.

4. მუდმივად ეჩხუბებით ბავშვებს

mshoblebi როცა ამდენი საქმე გაქვთ, დრო კი სწრაფად გადის, სრულ პანიკასა და სასოწარკვეთაში ვარდებით. აღარც დრო გრჩებათ და აღარც ენერგია, რომ ისეთი მოსიყვარულე დედა იყოთ, როგორიც გინდოდათ, რომ ყოფილიყავით.

5. ყველაფერი გაღიზიანებთ

mshoblebi თავადაც ვერ იგებთ, რატომ გწყინთ ყველაფერი ასე მარტივად. ეს საშინელი გრძნობაა. გეჩვენებათ, რომ ბედნიერების, მხიარულებისა და სიხარულის მნიშვნელობა საერთოდ აღარ იცით. ამ მოცემულობაში უკვე წლებია ცხოვრობთ და ფიქრობთ, რომ კიდევ დიდხანს ვერ გამოხვალთ იქიდან. ყველა გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარებათ და ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში უყურებთ. შედეგს კი ბავშვები და მეუღლე ერთად ხედავენ.

6. აღარ გაბედნიერებთ ის, რაც ადრე სიხარულს განიჭებდათ

mshoblebi თუ ადრე პარკში ბავშვებთან და ძაღლთან ერთად სეირნობა, ქსოვა, კითხვა გიყვარდათ, ახლა უკვე არც ეს განიჭებთ ბედნიერებას. სინამდვილეში, საწოლიდან ადგომაც კი არ გინდათ.

ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთის არსებობა იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე და სასწრაფოდ უნდა განიტვირთოთ. თუ დასვენებაც არ გშველით, მაშინ სპეციალისტს მიმართეთ და ასე მოაგვარეთ პრობლემა.