როდემდე გაგრძელდება საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და როდიდან გაწვიმდება - მშობლები

როდემდე გაგრძელდება საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და როდიდან გაწვიმდება

2021-07-19 08:15:09+04:00

ბოლო დღეებია საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რაც უამრავ ადამიანს უქმნის დისკომფორტს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვიკითხეთ, როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდი და როდისაა წვიმა ნავარაუდევი:

"დღეს და ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე +35 - +41 გრადუსის ფარგლებში იქნება. სანაპირო რაიონებში +30 -+35 გრადუსია ნავარაუდევი. მთასა და მაღალ მთაშიც მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. თბილისში დღეს, ხვალ და ზეგ ჰაერის ტემპერატურა + 39 - +40 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. 21 ივლისს გვიან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე იქნება წვიმა. ნალექიანი ამინდი 23 ივლისამდე გაგრძელდება", - გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.

თამარ იაკობაშვილი