"ვარ დედა, დიასახლისი... შეთავსებული მაქვს ჩემი ცხოვრების საოცნებო პროფესია" - 4 შვილის დედის, რუსა ჩაჩუას სილამაზის საიდუმლო და საზაფხულო გეგმები - მშობლები

"ვარ დედა, დიასახლისი... შეთავსებული მაქვს ჩემი ცხოვრების საოცნებო პროფესია" - 4 შვილის დედის, რუსა ჩაჩუას სილამაზის საიდუმლო და საზაფხულო გეგმები

2021-07-20 06:54:22+04:00

ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი, რუსა ჩა­ჩუა 4 შვი­ლის დე­დაა. ერთი შე­ხედ­ვით, სულ ვერ შე­ა­ტყობთ რომ დიდი ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სია, დე­დო­ბას, მო­დე­ლო­ბას და სულ ფორ­მა­ში ყოფ­ნას ახერ­ხებს, მუ­დამ ანა­თებს და თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლო­ბით ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს. რუსა დიდი ხა­ნია პრე­სა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, ბო­მონდს კი თა­ვის მოვ­ლა­ზე, ზა­ფხულ­სა და მო­და­ზე ესა­უბ­რა.

- პირ­ველ რიგ­ში, სად აპი­რებთ დას­ვე­ნე­ბას?

- მთე­ლი ოჯა­ხი აგა­რაკ­ზე ვართ და ვფიქ­რობთ, ამ ზა­ფხულ­ში სხვადსხვა ად­გილს მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ. სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას არ ვგეგ­მავთ, ვუფრ­თხილ­დე­ბით თავს. უკვე ყვე­ლამ გა­ვი­კე­თეთ აცრა და ყო­ჩა­ღად ვართ. ვა­პი­რებთ ერთი კვი­რით კა­ხეთ­ში და შემ­დეგ ზღვა­ზე წა­ვი­დეთ, ამ წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვივ­ლით, იმ ად­გი­ლებ­საც ვნა­ხავთ, სა­დაც აქამ­დე არ ვყო­ფილ­ვართ.

- გაგვიზიარეთ თქვენი ფორმაში ყოფნის საიდუმლო?

- ვცდილობ ვივარჯიშო, ბევრი ვიმოძრაო, სულ რომ არ ვივარჯიშო, დღეში 5-6 კილომეტრი უნდა გავიარო და თუ თან ტელეფონიც მაქვს, მარტივად ვახერხებ კილომეტრების დათვლას. ასევე ვცდილობ 6 საათის შემდეგ საკვები არ მივირთვა, თუ ძალიან გამიჭირდება დაბალ პროცენტიან მაწონს ვჭამ და დილაობით 12 საათამდე ხილს მივირთმევ. ახლა საზამთროსა და ნესვის პერიოდია, ეს სეზონი ამიტომ მიყვარს, ხილსაც და ბოსტნეულსაც ისე ვიღებ, როგორც ცალკე კვება, არასდროს ვაყოლებ სადილს ან საუზმეს. რაც უფრო ვიზრდებით უფრო მარტივად გვემატება წონა და მეც ვცდილობ ვაკონტროლო ის.

mshoblebi

- რომ არა მოდელი, ვიქნებოდი...

- ვიქნებოდი ბევრი პროფესიის ადამიანი, პირველ რიგში არქეოლოგი, ბავშვობის ოცნებაა. შეიძლება მსახიობიც ვყოფილიყავი. დღესდღეობით შეთავსებული მაქვს ჩემი მთელი ცხოვრების საოცნებო პროფესია, ვარ დედა, დიასახლისი და მზრუნველი ადამიანი ჩემი საყვარელი ხალხისთვის. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს სხვაზე ზრუნვა, როდესაც ყველა ბედნიერია და მათი სურვლებიც სრულდება. ეს ბევრად უფრო კარგ განწყობაზე მაყენებს. დედობა და დიასახლისობა საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ეს შრომა ჩემი ოჯახის წევრებისგან მიფასდება.

განაგრძეთ კითხვა