"თუ ეს სიმპტომები გამოჩნდება, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ" - რა გართულებებს იწვევს დელტა შტამი ბავშვებში და როგორია პედიატრის რეკომენდაციები - მშობლები

"თუ ეს სიმპტომები გამოჩნდება, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ" - რა გართულებებს იწვევს დელტა შტამი ბავშვებში და როგორია პედიატრის რეკომენდაციები

2021-07-23 16:16:01+04:00

პან­დე­მი­ის სამი ტალ­ღა ბავ­შვე­ბი­სად­მი აშ­კა­რა ლო­ი­ა­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე, მე­ო­თხე ტალ­ღამ იე­რი­ში მათ­ზეც მი­ი­ტა­ნა. კო­რო­ნა­ვირუ­სის დელ­ტა შტა­მი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, დო­მი­ნა­ნა­ტად იქცა, აგ­რე­სი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა ბავ­შვე­ბის მი­მარ­თაც. პე­დი­ატ­რე­ბი შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას სა­გან­გა­შოს უწო­დე­ბენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ უფრო იმა­ტებს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა რი­ცხვი. რო­გო­რია კო­რო­ნა­ვის­რუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბავ­შვებ­ში და რა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს ვირუ­სის დელ­ტა შტამს? - Ambebi.ge ამ სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რა "ავერ­სის" მარ­ნე­უ­ლის მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის პე­დი­ატ­რუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს ილო­ნა ხი­ზა­ნე­იშ­ვილს.

- პან­დე­მი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ბავ­შვებ­ში იოლი ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ვი­თა­რე­ბა სა­პი­რის­პი­როდ შე­იც­ვა­ლა. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს?

- პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბა ადრე გავ­რცელ­და, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ე.წ ჩი­ნუ­რი ვირუ­სი ბავ­შვებს "ნაკ­ლე­ბად ერ­ჩის", რაც ერ­თგვა­რი მცი­რე შვე­ბა იყო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ეს ჩვე­ნი ბავ­შვთა მო­სახ­ლე­ო­ბის მა­გა­ლით­ზეც და­დას­ტურ­და: კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვად­დნენ ბავ­შვე­ბი, მათ შო­რის იყო პნევ­მო­ნი­ის, ანუ ქვე­და სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ავ­დე­ბე­ბიც, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძი­მით, ისე­თი რო­გო­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც ჰქონ­და მოზ­რდი­ლებ­ში, არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზე­ბი ბევ­რჯერ იქნა გან­ხი­ლუ­ლი და სა­ჯა­როდ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, უკვე ფაქ­ტობ­რი­ვად მე­ო­თხე ტალ­ღა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, პრე­ვა­ლი­რე­ბა და­ი­წყო მუ­ტან­ტმა ვირუ­სებ­მა, მათ შო­რის დო­მი­ნი­რე­ბის ეტაპ­ზეა ე.წ. დელ­ტა ვა­რი­ან­ტი (ინ­დუ­რი შტა­მი) აქ საქ­მე ბევ­რად შე­მაშ­ფო­თებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, უკვე სა­ხე­ზეა ბავ­შვთა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებ­ში, მათ შო­რის ჩვენ­თა­ნაც მა­ღა­ლია კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა მე­ტია, ვიდ­რე წინა 3 ტალ­ღის დროს.

- რა ვი­ცით ამ დრო­ის­თვის ბავ­შვებ­ში დელ­ტა შტა­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ?

- დელ­ტა შტამ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ცნო­ბი­ლია ის, რომ მა­ღა­ლი გა­დამ­დებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 ჯერ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა ერთი და­ა­ვა­დე­ბუ­ლის­გან, ანუ სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ასე­ვე ის, რომ ბავ­შვებ­თან არ "მე­გობ­რობს" და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­თუ­ლე­ბა...

- რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს კო­რო­ნა­ვირუ­სის თავ­და­პირ­ველ ვა­რი­ან­ტსა და დელ­ტა შტამს ბავ­შვებ­ში და რა გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის? რო­მე­ლია დელ­ტა შტა­მის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი ბავ­შვებ­ში, თქვენს პრაქ­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით?

- ამ ეტაპ­ზე პრე­ვა­ლი­რე­ბას იწყებს დელ­ტა შტა­მი, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ის დო­მი­ნან­ტუ­რი გახ­დე­ბა აგ­ვის­ტო­ში, რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, მას ისე­თი­ვე და­სა­წყი­სი აქვს, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ, სხვა ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ებს: ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ცხე­ლე­ბა, ზოგ­ჯერ ფა­ღა­რა­თი... არ გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნით, მა­გა­ლი­თად ყნოს­ვის და გე­მოს და­კარ­გვა. ასე რომ, თუ ეს სიმპტო­მე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­ვა­დუ­ნოთ, ტეს­ტი­რე­ბა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სა­ჭი­როა. ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, რაც ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბას ახ­ლავს, ის გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბით, გაძ­ნე­ლე­ბით, ეს სიმპტო­მი სა­ყუ­რა­დღე­ბოა და დრო­ულ ჩა­რევს სა­ჭი­რო­ებს. იხილეთ სრულად