5 ლამაზმანი - როგორ გამოიყურებიან ძმები მელაძეების ქალიშვილები - მშობლები

5 ლამაზმანი - როგორ გამოიყურებიან ძმები მელაძეების ქალიშვილები

2021-07-27 13:21:03+04:00

როგორც ცნობილია, რუსეთში მოღვაწე ძმები ვალერი და კონსტანტინე მელაძეები მრავალშვილიანი მამები არიან. მათ უკვე დიდი ქალიშვილები ჰყავთ, რომელთაგან რამდენიმე სხვებზე უფრო აქტიურად ჩანს შოუბიზნესში, თუმცა რუსული პრესა ხშირად ინტერესდება ძმების ლამაზი ქალიშვილებით.

ვალერი მელაძეს პირველ ცოლთან, ირინა მალუხინასთან სამი ქალიშვილი ჰყავს. ვალერის ჯერ კიდევ ქორწინების დროს ჰქონდა რომანი ალბინა ჯანაბაევასთან და უკვე მოზრდილი შვილიც ჰყავს, რომელიც უკანონოდ გაჩნდა.

mshoblebi

ახლა ალბინა უკვე მისი მეორე ცოლი და მასთან კიდევ ერთი ვაჟი და პატარა ქალიშვილიც გაუჩნდა. დღეს ვალერი უკვე 6 შვილის მამაა.

mshoblebi

უფროსმა ქალიშვილმა ინგამ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა ბიჟუტერიის საკუთარი ბრენდი აქვს. "ალ ჯაზირას" მაროკოელ ჟურნალისტზე იყო დაქორწინებული, თუმცა ქორწინება ორ წელიწადში დაირღვა.

mshoblebi

სოფია მელაძე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლება. მომავალში მაგისტრატურაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას.

mshoblebi

არინა ცეკვებით, ხატვითა და კულინარიითაა გატაცებული. მომავალში კი პედიატრობას აპირებს და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება.

mshoblebi

12 აპრილს გაჩნდა ვალერის მეოთხე ქალიშვილი, თუმცა მის ფოტოს წყვილი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

კონსტანტინე მელაძეს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი გაუჩნდა იანა სუმთან ქორწინებისას. მასთან განქორწინების შემდეგ ვერა ბრეჟნევასთან ცხოვრობს.

mshoblebi
პირველ და მეორე ცოლებთან ერთად

ალისა მელაძე უფროსი ქალიშვილია. მას არ უყვარს საჯარო ცხოვრება, სცენაზე გამოჩენა. აინტერესებს მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთება. ასევე გატაცებულია არქიტექტურით.

mshoblebi

ყველაზე აქტიური კი ლია მელაძეა, რომელსაც სიმღერაც უყვარს, მუსიკალურ გადაცემაშიც მონაწილეობდა და მოდელობასაც გეგმავს მომავალში. ლია უკვე 17 წლისაა და ინსტაგრამზეც აქტიურია, იუთუბზეც და ტელევიზიითაც ჩნდება ხოლმე.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi
ძმები მელაძეები მშობლებთან და დასთან ერთად

altვალერი მელაძეს ცოლმა დაბადების დღე იშვიათი ოჯახური ფოტოთი მიულოცა - ლუკა და კონსტანტინე მელაძეები

alt"სულ მაინტერესებდა, რა სინდისით ცხოვრობდა ალბინა, როცა ვალერის ჩვენი ქორწინების პერიოდში ხვდებოდა... შვილის გაჩენა ვალერისთვის არ მიმილოცია" - ვალერი მელაძის ყოფილი ცოლი ურთიერთობის დეტალებზე