3 წლის ასაკში დაწყებული მენსტრუაცია და მენოპაუზა 11 წლის ასაკში - გოგონები იშვიათი ანომალიებით - მშობლები

3 წლის ასაკში დაწყებული მენსტრუაცია და მენოპაუზა 11 წლის ასაკში - გოგონები იშვიათი ანომალიებით

2021-08-04 07:54:12+04:00

ყველა მშობელი აკეთებს მაქსიმალურს, თავისი შვილი უსიამოვნებებისგან, ტკივილისა და ავადმყოფობისგან რომ დაიცვას. სამწუხაროდ, უამრავი ბავშვი იბადება თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემებით, რაც ხშირად არ ექვემდებარება მკურნალობას. ხოლო თუ ექვემდებარება, უამრავი უსიამოვნება ახლავს თან და ბავშვისთვის ძნელი ასატანია.

ბავშვობაში ყველა ოცნებობდა, რომ მალე გაზრდილიყო, საბავშვო ბაღის შემდეგ სკოლა მალე დაემთავრებინა, ან მანქანა ეყიდა, ან უმაღლესში ჩაებარებინა, ან მუშაობა დაეწყო. საბედნიეროდ, უმეტესობისთვის ჩამონათვალი ბედნიერად განხორციელდა, მაგრამ არის გამონაკლისებიც.

უჩვეულო პათოლოგიების გამო ზოგიერთი ბავშვის ორგანიზმი უსწრაფესად ვითარდება და რამდენიმე წელში ბავშვი ეჯახება ისეთ პრობლემებს, რასაც უფროსიც კი რთულად უმკლავდება. დღეს მოგიყვებით იმ პატარებზე, ვისი ბავშვობაც ძალიან მალე დასრულდა.

ხელოვნური კლიმაქსი 5 წლის ასაკში

დოვერების ოჯახში ემი მესამე ბავშვია. გოგონას მშობლები - ტემი და მეტი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებით უსიამოვნებები არ შეექმნებოდათ, შვილების აღზრდის გამოცდილება უკვე ჰქონდათ. მაგრამ... დაბადებიდან რამდენიმე ხანში დედა მიხვდა, რომ მის ჩვილს უჩვეულო სიმპტომი გამოუვლინდა. გოგონას პრაქტიკულად არ ეძინა, მუდამ ტიროდა, მოზრდილივით ჭამდა და უსწრაფესად იზრდებოდა. ერთ კვირაში სიგრძეში 4 სმ მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ყველა ნათესავი მაღალი ჰყავს, მისი ასეთი ზრდა სპეციალისტებმა მაინც საეჭვოდ მიიჩნიეს. 4 თვის ემი 1 წლის ბავშვს ჰგავდა. ამასთან, მუდმივად ავადმყოფობდა. ექიმების ვარაუდით, სუსტი იმუნიტეტი მუდმივმა ვირუსებმა დაუქვეითეს.

ემი 2 წლის იყო, როცა მკერდი გაეზარდა. დედამ შეამჩნია, რომ გოგონას ოფლის სუნი და სახეზე ფერიმჭამელები გაუჩნდა, როგორც თინეიჯერობის ასაკში. ცოტა ხანში სხეული თმით დაეფარა და 3 წლისას ჰორმონების რაოდენობა ფეხმძიმე ქალივით ჰქონდა. ცოტა ხანში კი ემი დოვერს მენსტრუაცია დაეწყო...

mshoblebi

5 წლის იყო გოგონა, როცა ექიმებმა საბოლოო და უტყუარი დიაგნოზი დაუსვეს - ადისონის დაავადება, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვალი ზიანდება. დედის თქმით, ემი ხვდება, რომ თანატოლებისგან გამოირჩევა და უჭირს იმ ცვლილებებთან გამკლავება, რასაც მოზრდილი გოგონები წლების განმავლობაში ეგუებიან. ემი თანატოლების დასაცინი გახდა, რამაც პატარას განცდები მოუმატა.

ცოტა ხნის წინ ემის ძვირად ღირებული ჰორმონალური მკურნალობა დასჭირდა და ხელოვნური მენოპაუზა დაუდგა. ეს გადაწყვეტილება ექიმებმა იმისთვის მიიღეს, რომ არ გამოელიოს კვერცხუჯრედების რაოდენობა იმ მომენტისთვის, როცა შვილის გაჩენას დააპირებს. გოგონამ გამოიარა ყველა ის უსიამოვნო სიმპტომი, რასაც 50 წლის ქალი განიცდის კლიმაქსის პერიოდში.

მენოპაუზა 11 წლის ასაკში

მტანჯველი ალები და ჰორმონალური მკურნალობა დასჭირდა 11 წლის ამანდა ლუისს, რომელსაც ჯერ არც შეყვარებული ჰყოლია და არც პირველი კოცნა ჰქონია. თუმცა, უფრო საზარელი ამაბავი ისაა, რომ გოგონა ვერასდროს შეძლებს შვილის გაჩენას. ამანდას მენსტრუალური ციკლი 10 წლის ასაკში დაეწყო. 11 წლისას კი მენოპაუზა დაუდგინდა. გოგონა სასწაულად იმატებდა წონაში - რამდენიმე თვეში 5 ზომით დიდი სამოსი დასჭირდა. იტანჯებოდა განწყობის ცვლილებებით და არც იმან დააფიქრა, რომ მთელი წლის განმავლობაში ციკლი არ ჰქონია.

mshoblebi

12 წლისამ წონის დაკლება გადაწყვიტა და დედის რჩევით, რომელმაც არ იცოდა, რომ მის ქალიშვილს ციკლი შეუწყდა, დიეტოლოგს მიმართა. დიეტოლოგმა გინეკოლოგთან გადაამისამართა, სადაც გაირკვა, რომ ამანდას კვერცხუჯრედები აღარ ფუნქციონირებდნენ. "იმ დროს, როცა ჩემი თანატოლები სქესობრივ მომწიფებას და ცხოვრებით ტკბობას განაგრძობდნენ, მე სიბერეს შევეჩეხე. 11 წლის ასაკში თავს ხანშიშესულ ადამიანად ვგრძნობ".

გოგონას დაუნიშნეს ჰორმონალური მკურნალობა და შეაგუეს იმ ფაქტს, რომ შვილი აღარ ეყოლება, რადგან მისმა კვერცხუჯრედებმა მუშაობა შეწყვიტეს. ასე იცხოვრა ამანდამ 28 წლამდე, შემდეგ გაიცნო ტომი, რომელმაც ხელოვნური გზით დაფეხმძიმება შესთავაზა და ახლა ამანდა 5 თვის ფეხმძიმეა.

mshoblebi